NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს. კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.
კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას? – გამოკითხულთა პასუხები შემდეგია: 17% – კარგად, 41% – საშუალოდ, 28% – ცუდად.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, გამოკითხულთა 30% ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას, პასუხები შემდეგია: კარგად – 30%; საშუალოდ – 31%; ცუდად – 28%;
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.