„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება”- მამუკა მდინარაძე

„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარე, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც  ”ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას ეხება. მდინარაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, ”უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი”

,,ქართულ ოცნებაში, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არ განიხილება, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. და მესამე, მე პირადად, და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მართალი”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, აპირებს მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც შეზღუდავს ”ლგბტ პროპაგანდას”.

მსგავსი თემები