რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.
პრესსამსახურის ცნობით, ორი თვითმფრინავი კრემლისკენ იყო მიმართული.
„სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად, მანქანები მწყობრიდან გამოიყვანეს“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი არ დაშავებულა.