,,ქართველ ხალხს, ქვეყანას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამის გამიჯვნა ძალიან დამაზიანებელია, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონისთვის”- მდინარაძე

,,ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამის გამიჯვნა ძალიან დამაზიანებელია, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონისთვის,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხა.

მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასგამოეხმაურა.

„ეს ქვეყანა და ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ეს დადასტურდა კრიტერიუმებით, რომლებიც თავად ევროკავშირმა გამოაქვეყნა და დღევანდელი მოცემულობით, საქართველო სხვაზე მეტადაც კი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველა კრიტერიუმით დადასტურებული, ამას ვერავინ ვერ წაუვა, როგორც არ უნდა დაატრიალონ. ქართველი ხალხია, საქართველოა და ამ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ამის გამიჯვნა რუსული მეთოდებით ძალიან დამაზიანებელია, მათ შორის ვიოლასთვის და საქართველოში მისი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს”- კრამონი

მსგავსი თემები