„ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა არ დარჩა“ – ვლადიმერ მედვედევი

რუსეთი უკრაინის მიმართ მორიგ იერიშზე გადავიდა. როგორც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, ზელენსკის ერთადერთი გზა ლიკვიდაციაა, მას სხვა გამოსავალი არ აქვს.

აღნიშნული განცხადება მედვედევმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსულმა მხარებ უკრაინა პუტინის ლიკვიდაციის მცდელობაში  დაადანაშაულა და აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებაც გაავრცელა. საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც პიტინის რეზიდენტიის თავზე ფეთქდება. მედვედევი აღნიშნულს ტერაქტს უწოდებს.

„დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა საშუალება არ დარჩა. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – აცხადებს მედვედევი.

 

მსგავსი თემები