მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, , მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს. კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას. „ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა. საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ. აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო…

მეტი...

,,ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც”- ირაკლი ზარქუა

,,ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც” – ასე ეხმიანება„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ ლევან ხაბეიშვილზე გაკეთებული განცხადებას. ზარქუა სალომე სამადაშვილს ხელმოცარული დიპლომატს უწოდებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის პირას არიან, სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობას“ რაც არ უნდა გაემიჯნოს, ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ოღონდ, ხელმოცარული დიპლომატი – რატომ ვუწოდებ? – 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ევროკავშირში საქართველოს ელჩი იყო და რუსეთის წინააღმდეგ სანქცია ერთ სახელმწიფოს ვერ დაადებინა და ახლა დღეს თავგამოდებით უკრაინელები გახდნენ. ეს არის ამათი კომპეტენცია. ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა…

მეტი...

2022 წელს საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.4 პროცენტი იღებდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა 647 738-მდე გაიზარდა. შედეგად, საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.4 პროცენტი იღებს. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 9.2 პროცენტით არის გაზრდილი. საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა  ასე გამოიყურება: 2018 წელი – 438 583 ადამიანი, 2019 წელი – 441 448 ადამიანი, 2020 წელი – 483 702 ადამიანი, 2021 წელი – 587 524 ადამიანი, 2022 წელი – 647 738 ადამიანი.

მეტი...

,,გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებას და ხარისხიან ინფორმაციას”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

,,პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედიას შეუძლია გამოავლინოს უსამართლობა, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ,”-  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია. „დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღინიშნება. UNESCO-ს წლევანდელი თემა ამ დღის აღსანიშნავად არის „უფლებების მომავლის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლებების მამოძრავებელი ძალა“. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მედია საშუალებები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ: ისინი ხელს…

მეტი...

აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა – ნახეთ რა გაძვირდა და რა გაიაფდა?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-7.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.3 პროცენტი),…

მეტი...

თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

თბილისში ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა, მიმდინარე წლის 22 მაისიდან, სპეციალური QR კოდის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი დაკავშირება ნებისმიერ ანგარიშზე იქნება შესაძლებელი. „დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდებს…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა”- შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა. ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის პროგრესს. ჟურნალისტის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე,…

მეტი...

მომხმარებლებმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს 6 თვეში 213 განაცხადით მიმართეს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე – 35 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი…

მეტი...

უკრაინა მოკავშირეებს კონტრშეტევის დეტალებს უმალავს – Politico  

უკრაინა მოახლოებული საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებს უმალავს, რათა თავიდან აიცილოს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შეტევაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico  ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით  ავრცელებს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევი კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს, მიზეზად კი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა სახელდება. კიევი თავს იკავებს კონტრშეტევითი ინფორმაციის გაზიარებისგან, მათ შორის ჯარების განლაგების ვადის, ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ. უკრაინელმა დეპუტატმა, რომელიც მედიას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ კიევის მაღალი თანამდებობის პირები კონტრშეტევის დეტალებს სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებსაც არ უზიარებენ. ”ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის გეგმა,” – თქვა დეპუტატმა. თეთრი სახლის ეროვნული…

მეტი...

,,მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე”- აშშ-ის საელჩო

,,საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა,”-  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და…

მეტი...

“ლიბერთი ბანკს” წითელი საღებავები ესროლეს შეასხეს

“ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისს პროტესტის ნიშნად წითელი საღებავები ესროლეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ვრცელდება. კადრში ჩანს, როგორს ესვრიან წითელი საღებავით სავსე კონტეინერებს “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისს.  

მეტი...

თბილისში დაავადებული ცხენის ხორცის პროდუქტებს ყიდდნენ – პასუხისგებაში სამი პირი მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 191 940 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 191 940 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთისსამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება: ჯარისკაცი – დაახლოებით 191 940; ​ტანკი – 3 702; ჯავშანტექნიკა – 7 199; საარტილერიო სისტემა – 2 946; სარაკეტო სისტემა – 544; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 300; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 505; საკრუიზო რაკეტები – 947; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 865; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 363.

მეტი...

პუტინი და ლუკაშენკო მეფე ჩარლზის კორონაციაზე არ მიიწვიეს

რუსეთის, ბელარუსის, ირანის, მიანმარის, სირიის, ავღანეთისა და ვენესუელას ლიდერებს დიდმა ბრიტანეთმა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიალისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნა. „მოიწვიეს სახელმწიფოს მეთაურები სხვა ქვეყნებიდან, რომლებთანაც დიდ ბრიტანეთს აქვს სრული დიპლომატიური ურთიერთობა“, – იუწყება Reuters წყაროზე დაყრდნობით. ცნობისთვის,  მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია 6 მაისს არის დაგეგმილი.

მეტი...

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხუთი მეზობელი მოკლა

აშშ-ის ტეხასის შტატში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხუთი მეზობელი მოკლა. მოკლულთა შორის არის დედა და 9 წლის ვაჟი.   პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. სამართალდამხველებმა მამაკაცი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.  პოლიციის ცნობით, ის ერთ-ერთ შენობაში, კარადაში იმალებოდა. გავრცელებული ცნობით, სროლა 38 წლის მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო. მოქალაქეებმა მას სროლის შეწყვეტა სთხოვეს, რასაც ბრალდებულის გაღიზიანება მოჰყვა.

მეტი...

,,დღეს გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე გვაქვს. “პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას. უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად  შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება. სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს. თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის…

მეტი...

რუსეთმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა. მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 26 დრონიდან 21-ის ჩამოაგდეს. ამასთან, რუსი დამპყრობლები უკრაინის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან (აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო) დაესხნენ თავს.

მეტი...

ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე უცნობმა კაცმა თოფის ვაზნები ისროლა – მედია

”ბიბისის” ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს კაცი, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები ისროლა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელში საეჭვო იარაღი და ჩანთა ეჭირა, რომელიც გამნაღმველებმა ააფეთქეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც გამოცემა წერს, ინციდენტი ამჟამად არ განიხილება, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებული. გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი ინციდენტის დროს სასახლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. 6 მაისს მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაა დაგეგმილი, რის გამოც უსაფრთხოების ზომები ბუკინგემის სასახლესთან განსაკუთრებით გამკაცრებულია.

მეტი...

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის

რუსეთში, კრასნოდარის სოფელ ვოლნაში, ყირიმის ხიდთან ახლოს, ნავთობის საცავი იწვის. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, ხანძარს მიენიჭა სირთულის უმაღლესი ხარისხი. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ,,ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძარი არ გავრცელდეს. სოფლის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,”- წერს გუბერნატორი.

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება. მისი თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება არის საუკეთესო გზა და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზა რეალურ მოლაპარაკებამდე მისასვლელად. „რუსეთმა უკვე განიცადა მარცხი იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ, იყო უკრაინის რუკიდან წაშლა. ცდილობდნენ შეეყვანათ იგი რუსეთის შემადგენლობაში და გაენადგურებინათ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მათ არ გამოუვიდათ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები ფიქრობენ კონტრშეტევას უახლოეს კვირებში. ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე – ეს არის საუკეთესო და, სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ხერხი,…

მეტი...