“საბოლოო ჯამში საქართველო ნატოს წევრი გახდება“ – ჯეიმს აპატურაი

საქართველოში მყოფი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, თუმცა, რთული გზაა გასავლელი, გასაკეთებელი ბევრია.

„საბოლოო ჯამში საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა ალიანსისთვის. ვფიქრობ, ჯერ კიდევ სიმართლეა, რომ ნატოს ფარგლებს გარეთ ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც ნატოს წარმომადგენლობა, ფიზიკური წარმომადგენლობა, უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში. მოკავშირეებს სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ, მათ შორის იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. ვფიქრობ, ეს შეშფოთების მთავარი მიზეზია, მაგრამ გაცილებით მეტი რამ არსებობს რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია უსაფრთხოების მხრივ ვითარების ცვლილების პარალელურად”, – განაცხადა აპატურაიმ მედიასთან.

 

მსგავსი თემები