„ფეისბუქმა“ მთავრობასთან დაკავშირებული ყალბი ჯგუფები და ანგარიშები წაშალა

„ფეისბუქმა“ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტaმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა.

როგორც „ფეიბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რომ ყალბი ანგარიშებით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა “უცხოური აგენტების შესახებ კანონის” კონტექსტში. რეკლამებისთვის კი დახარჯულია  დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი.

„ქსელი მუშაობდა მთელი საათის განმავლობაში, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები