“ერთსქესიანთა ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდამ ბევრ ქვეყანაში მძიმე შედეგები გამოიწვია”, – მათიკაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველას აძლევს საშუალებას, იცხოვროს იმ წესით, რაც მას სურს, მაგრამ ამ წესს, უმრავლესობას ნუ მოახვევენ თავს. მისივე თქმით, ნუ შევლენ ბაღებსა და სკოლებში იმ პროპაგანდით, რაც მიუღებელია არამარტო ქართველებისთვის არამედ ზალიან ბევრი ქვეყნისთვის.

„ჩვენი საქმე არ არის ვინ რას აკეთებს, ვინ რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. კონსტიტუცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველას აძლევს საშუალებას, იცხოვროს იმ წესით, რაც მას სურს, მაგრამ ამ წესს, უმრავლესობას ნუ მოახვევთ თავს! ნუ შეხვალ სკოლაში, საბავშვო ბაღში იმ პროპაგანდით, რომელიც სრულიად მიუღებელია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. სამყარო ნელ-ნელა მწიფდება იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიძლება ყველაფრის პროპაგანდა იყოს დაშვებული და ისევე ჩვეულებრივ წესად მიჩნეული, როგორც ის ღირებულებები, რომლითაც დღემდე ვარსებობთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი თემები