„პუტინს თავს ჩვენ არ დავსხმივართ“ – ამტკიცებს პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი პირველ განცხადებას აკეთებს კრემლის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ პტინზე  თავდასხმა უკრაინამ განახორციელა. „ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ“ – ასე პასუხობს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ბრალდებებს.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი პუტინის რეზიდენციაზე იერიშღს ცდილობდა, რა დროსაც ის ჩამოაგდეს.

„ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს, არც მოსკოვს, ჩვენ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ჩვენ სოფლებსა და ქალაქებს ვიცავთ. იარაღის ამისთვისაც კი არ გვყოფნის. ასე რომ, პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ… ყოველდღიურად ამა თუ იმ ნაბიჯებს იგონებენ, მაგრამ ყველაფერი მარტივად გვარდება –  არავის დაშინება არ არის საჭირო, არ არის იარაღის გამოყენება საჭირო, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გახვიდეთ”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები