,,მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ”ლგბტ პროპაგანდას”- ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, აპირებს მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც შეზღუდავს ”ლგბტ პროპაგანდას”.

მისი თქმით, ორიენტაციის ”პროპაგანდა” მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის.

,,მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ”ლგბტ პროპაგანდას”. ეს ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს, მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის,”- განაცხადა ინჯიამ.

მსგავსი თემები