უკრაინა ქართულ მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს სააკაშვილის დამცირება და გადასცენ უკრაინას

უკრაინის მოქალაქე მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებას ავრცელებს და ქართულ მხარეს საქართველოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადასცეს სააკაშვილი უკრაინას. ოფიციალური განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას. ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური შურისძიების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში. საგარეო უწყება საქართველოს მთავრობას „საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს“  ტრადიციებით მოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სააკაშვილს  უარს ეუბნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, რაც  გაცნობიერებულად ქმნის მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს.  

მეტი...

„სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას“ – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს აამოქმედებს

ევროკავშირი რუსეთს სანქციებს კიდევ დაუწესებს. მორიგი, მეათე პაკეტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ამოქმედდება. აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გააკეთა. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. ვიდრე რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით  რა ფასის გადახდაც მოუწევდა რუსეთს და ეს მან გადაიხადა კიდეც. ჩვენი სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. ამის ენერგეტიკული ღირებულება კი დღეში 160 მილიონი ევროა. „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ დავამატებთ ნავთობპროდუქტების ზღვრულ ფასს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.  

მეტი...

სააკაშვილის დაცვის მხარე იუსტიციის მინისტრის დაკითხვას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, მინისტრი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს და ეს უკავშირდება მის გუშინდელ განცხადებებს. „ვხსნით ყველა მოწმეს. დავკითხავთ მხოლოდ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას. უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო და საზღვარი აქვს ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია. აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ, მას აქვს რაღაც ინფორმაცია და მოვიდეს სასამართლოს მოახსენოს ამის შესახებ, მოწმეა ჩვეულებრივი. მოქმედი კანონმდებლობით, პატიმართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხები იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ეკისრება“ – აღნიშნა ხაჭაპურიძემ…

მეტი...

,,სანქციების ტემპები ოდნავ შენელდა და ტერორისტული სახელმწიფო, სანქციებთან ადაპტაციის ტემპს ზრდის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სწრაფად დაწესებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი. ეს არის საერთო ევროპული ამოცანა, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციებს გვერდი აუაროს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის სანქციების ტემპები ოდნავ შენელდა და ტერორისტული სახელმწიფო, პირიქით, სანქციებთან ადაპტაციის ტემპს ზრდის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

კადიროვმა 26 წლის ძმისშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

რამ­ზან კა­დი­რო­ვის ძმის­შვი­ლი, 26 წლისხამ­ზათ კა­დი­რო­ვი რეს­პუბ­ლი­კის მი­წი­სა და ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­ნის­ტრა­დ და ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინფორმაცია თავად კა­დი­როვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გაავრცელა. “ხამ­ზა­თი ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია, მას აქვს ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი. მან ეს და­ამ­ტკი­ცა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წინა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მითღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით. წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვე მას ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და კადიროვმა.  

მეტი...

,,მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით,  სასამართლო პროცესზე იუსტიციის მინისტრის დაკითხვას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, შესაბამის შუამდგომლობას ის ხვალინდელ პროცესზე დააყენებს. „ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რომ დაინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს, მოწმეა ჩვეულებრივი. ახლა მინისტრი რომ არია, ეგ არაფერი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკმაყოფილებენ, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა. ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეტი...

გერმანიაში ქალმა ორეული მოკლა, რათა საკუთარი სიკვდილი გაეთამაშებინა

გერმანიაში ქალმა ორეული მოკლა, რათა საკუთარი სიკვდილი გაეთამაშებინა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრებმა 23 წლის ერაყელმა ქალმა, ინსტაგრამზე გარეგნულად მსგავსი ადამიანი მოძებნა, შეხვედრა სთხოვა და მოკლა, რათა საკუთარი სიკვდილი გაეყალბებინა. მოკლულის ცხედარი თავდაპირველად 23 ქალს მიამსგავსეს, თუმცა გაკვეთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სხვა ადამიანი იყო. ,,გრძელი შავი თმის, მსგავსი სახის ნაკვთებისა და მაკიაჟის გამო, ბრალდებული და მისი მსხვერპლი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ გერმანიის პოლიციამ ამ შემთხვევას „ორეულის მკვლელობა” უწოდა. “გამოძიების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრალდებულს ოჯახური კონფლიქტის გამო მიმალვა სურდა და ამ მიზნით საკუთარი სიკვდილი გაითამაშა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.…

მეტი...

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროსა და „ვივამედს“- მარიამ ჯიშკარიანი

,,ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება,”- ასე ეხმიანება  ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი  „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“. „კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ჩხაიძის დღევანდელი განცხადება არის თავდასხმა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ ცენტრმა „ემპათიამ“ გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორების: „გემრიელი საკვების არმიტანა“, „თვითდაზიანების რეჟიმში – დიეტური კვება“, „ათთვიანი ფსიქოგენური სიცხე“ და „კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის…

მეტი...

„მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე!”- კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე

„მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე! “- ასე ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევას. მისი თქმით, ”პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება”. ,,ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად. ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად. ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე! პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და…

მეტი...

,,24 თებერვლისთვის მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. მისი თქმით, სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად აზარალებს და ნავთობის ფასის უკვე არსებული ზღვარი, მოსკოვს ყოველდღიურად დაახლოებით 160 მილიონი ევრო უჯდება. „ჩვენ შემოგთავაზებთ რუსეთის ნავთობპროდუქტების ფასის დამატებით ზღვარს G7-ის პარტნიორებთან ერთად, 24 თებერვლისთვის – შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ – მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს“, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.  

მეტი...

,,სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“- მაია სანდუ

,,მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“,-ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ”ტვიტერზე” წერს. მისი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერი სიკვდილამდე წამება მიუღებელია. „მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“,- წერს მაია სანდუმ.

მეტი...

,,რუსეთმა ევროპაში ომი კვლავ დააბრუნა, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას”- ჯოზეფ ბორელი

,,რუსეთმა ევროპაში ომი კვლავ დააბრუნა, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას” – ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამოქალაქო პირების და მათი ცხოვრების პირობების დაცვა პრიორიტეტია. „მოხარული ვარ განვუცხადო უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს, რომ ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია დამატებით 15 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის, რაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის მიერ სწავლება გატარებულ პერსონალს 30 000-მდე გაზრდის. ამასთან, ვაცნობე მთავრობის მეთაურს, რომ ევროკავშირი 25 მილიონ ევროს გამოყოფს განაღმვითი სამუშაოებისთვის. სამოქალაქო პირებისა და მათი ცხოვრების პირობების…

მეტი...

რუსეთმა კრემატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა – დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა კრემატორსკი დაბომბეს.  მისი თქმით, მტერმა იერიში  ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანა. “კრამატორსკი ისევ შეაზანზარა აფეთქებებმა  – რუსებმა კიდევ ორი ​​სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ისევ – ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსებზე. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.  დამატებითი დეტალები მოგვიანებით”,- წერს კირილენკო.

მეტი...

კასპში ადგილობრივებმა ადამიანის კიდურები იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა იპოვეს. მათი განცხადებით, ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება. მისი თქმით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუსეთის მიმართ ღია მტრულ პოლიტიკას ატარებს და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს დასავლეთის მოსაწონად. „დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის ნატო-ში, მას აქვს მოლდოვის მოქალაქეობა და მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანდეს და ზოგადად მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას”- უკრაინის საგარეო უწყება

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლესთან პოლიტიკური შურისძიების მიზნით“,- ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა „საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს“ ყველაზე უარესი ტრადიციებით მოქმედებთ, როდესაც იყენებს სააკაშვილის მიმართ „ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, გაცნობიერებულად ქმნის მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს.“ ,,უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფს…

მეტი...

,,ყველას მოეკითხება“- გიული ალასანია

,,მიხეილ სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა, გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, – ასე ეხმიანება საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. საუბარია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“. ,,ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე. ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ. არ ვიცი, აქ რა ილუზია აქვთ, სათითაოდ მიწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებშია ჩართული… იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად, სააკაშვილის სიკვდილს აანონსებს. ვფიქრობ, ყველას მოეკითხება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,სააკაშვილი, რომელმაც საქართველო გამოაღვიძა, 16 თვეა ციხეში იტანჯება”- პეტრას აუსტრევიჩუსი

,,მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის. „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მიიჩნევს, რომ პროევროპულია და სურს ახლო კავშირები დასავლეთთან. ამავე დროს, საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია, სადაც არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც იგნორირებას უკეთებს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება. ეს არის მისთვის ანგარიშსწორება პოლიტიკური მეტოქეობისა და წარსულში დაბრუნებისთვის. მოგიწოდებთ, პრეზიდენტ…

მეტი...

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. ძალაში დარჩა პატიმრობის ვადები  – აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ბრალს მხოლოდ ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს. 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით,  22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო…

მეტი...

,,არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში ცხოვრობს”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,ყველამ კარგად იცის, რომ არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში ცხოვრობს,”- ასე ეხმიანება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს მიმართ არაობიექტური ბრალდებები გრძელდება და ბოლო განცხადებაც ამის გაგრძელებაა. „უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, მაგრამ რატომღაც, ომის დაწყების დღიდან უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდა იმის წარმოდგენა, რომ საქართველო ლამის პირდაპირ ჩართული უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან დაკავშორებით საქართველოს რა ვალდებულება ჰქონდა აღებული? ქვეყნის წინააღმდეგ ბრალდებების სერია დაიწყო, თითქოს ქვეყანა იარაღს აწვდის,…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით,  დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს. მისი თქმით, ,,საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს”. „ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად, მოთხოვნაზე საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე, ისინი ამბობენ: „მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მეტი...

,,ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოსძახონ”- ზურაბ ჩხაიძე

,,მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს,”-  ამის შესახებ კლინიკა ”ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს იმ კალორაჟით ღებულობს, რომელსაც მას “ემპათიის” ექიმები ურჩევენ. ,,ჩვენ ყოველთვის, დღევანდელ დღემდე ვერიდებოდით კოლეგების მისამართოთ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ამიტომ იძულებული ვარ მე მთელი ქვეყნის გასაგონად, რომ ვთქვა, ახლა ის, რასაც ვიტყვი, რაც აქამდე არ გვითქვამს. რაც შეეხება კვების რაციონს, ეს ყოველთვის რჩება პრობლემად პაცინეტის შემოსვლიდან, თუმცა საწყის ეტაპზე პაციენტი ექვემდებარებოდა მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, მაგრამ…

მეტი...

ახალციხეში, მიკროავტობუსი თოვლზე მოცურდა და ხევში გადავარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, არსებული ინფორმაციით, მანქანა თოვლზე მოცურდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მეტი...

,,საქართველო სააკაშვილის ციხეში ყოფნით ქულებს ვერ აკრებს, მხოლოდ დაკარგავს”- მარკეტა გრეგოროვა

,,მინდა, გავაფრთხილო საქართველო, რომ გაითვალისწინოს, იმით, რომ სააკაშვილი ჰყავს ციხეში, ამით ქულებს ვერ აკრებს, მხოლოდ დაკარგავს,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ახლა ევროპარლამენტში დებატებისას განიხილება პოლიტიკური პატიმრის ბედი და არა მაგალითად კანდიდატის სტატუსი. ,,ძვირფასო ქართველებო, რომლებიც გვისმენენ. კომისია ახლა შეაფასებს იმ 12-პუნქტიან შეთანხმებას და იმას, როგორც ქართველები ასრულებენ ამ შეთანხმებას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ ჩვენ ასევე, გვესმის საქართველოს მთავრობისგან, რომ ამ კანონმდებლობამ შეიძლება გავლენა იქონიოს კონკრეტულ ასპექტებზე, მაგრამ კანონმდებლობა არ არის მნიშვნელოვანი. რაც…

მეტი...

,,სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე”- ანა ფოტიგა

,,მიხეილ სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ  ევროპარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. ფოტიგამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ,,რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ პუტინმა აღწერა, რას გაუკეთებდა სააკაშვილს, იმ დროინდელ პრეზიდენტს საქართველოში. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ის ერთგულია თავის ქვეყნის და უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველოში. მას არ ექცევიან, როგორც სხვა მოქალაქეებს. მე მიმმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე”,- განაცხადა…

მეტი...

,,ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება”- კელი დეგნანი

აბაშიძე-კარასნის სატელეფონო ჩანაწერს ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.  როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება. „აბაშიძე – კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, გუშინ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარის…

მეტი...

61% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია გამოხატავს ხალხის ინტერესებს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩვენვს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. კითხვაზე: თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენ ინტერესებს გამოხატავს პასუხები ასე გადანაწილდა: 61% – არა; 31% – დიახ; 6% – არ ვიცი; 3% – უარი პასუხზე. NDI-ის კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. NDI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს…

მეტი...

,,ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს საჭირო სამედიცინო მომსახურებას”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება. „ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, ეს არის შეშფოთების საგანი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მან აღმოუჩინოს ის საჭირო დახმარება, რაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ზუსტად დიაგნოზის ცოდნა, თუ რა დიაგნოზია და ამის შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა“, – აღნიშნა დეგნანმა.

მეტი...

,,კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია”- კახა კალაძე სააკაშვილზე

,,კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. „ზოგადად, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. არის კონკრეტული პატიმარი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როდესაც არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. მიზანმიმართულად არის პიარკამპანია მასთან დაკავშირებით და რა არის საბოლოო მიზანი?…

მეტი...

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის. შეკითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51 პროცენტი ამბობს -„კარგად“, 39 პროცენტი ცუდად აფასებს, ხოლო გამოკითხულთა რვა პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. გასული წლის აგვისტოში მონაცემები ასე გამოიყურებოდა: კარგად – 41 პროცენტი, ცუდად – 51 პროცენტი, არ ვიცი – 7 პროცენტი. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ცნობით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები 8-10%-ით შემცირდა. პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობას გამოკითხულთა 14 პროცენტი კარგად აფასებს, 45…

მეტი...

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. კვლევის თანახმად, ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. კითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას: 18% ამბობს, რომ – ფული არ ჰყოფნით საკვებზე, 35% ამბობს, რომ ფული ჰყოფნით მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნით ტანსაცმელზე. კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ადამიანი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურების გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია. კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით…

მეტი...

გამოკითხულთა 81% ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს – NDI

NDI 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგად, საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 73% პასუხობს – მისაღებია, 14%- მიუღებელია, 11% – არ ვიცი. აგვისტოს თვეში, იმავე შეკითხვაზე 69% პასუხობდა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი მისაღებია, 16%-თვის ეს მიზანი მიუღებელი იყო, 14%-ს შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. რაც შეეხება ევროკავშირის მხარდაჭერას, მონაცემები გაზრდილია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 81% -სთვის მისაღებია, 9%-თვის მიუღებელი, არ ვიცი – პასუხობს 9%. წინა კვლევის მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა:…

მეტი...

მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლოების უმეტესობისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მაცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. კითხვაზე, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ სწორი, 26% არ იცვლება, 31%  – არასწორი. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების…

მეტი...

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI-ის კვლევა

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI ავრცელებს. კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? – გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, დარჩენილი 4% კი ამბობს, რომ არ იცის. კვლევის თანახმად, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. NDI-ის განმარტებით, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ ვიდრე ქალები. კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული…

მეტი...

,,ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი”- კახა კალაძე

ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გააცნო საზოგადოებას ტაქსის რეფორმის პრინციპებიდა ეტაპები. მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. „ვისაც არ ჰყავდა თეთრი ავტომანქანა, დავეხმარეთ მათ, რომ შეეღებათ ან გადაეკრათ თეთრი ფირი ისე, რომ ერთი ლარის გადახდაც არ უწევდათ. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა…

მეტი...

,,მთავარი კითხვა არის ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას?”- ელენე ხოშტარია

,,მთავარი კითხვა არის, თუ რას ვშვრებით ჩვენ – ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას? – ასე ეხმიანება„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარს ხოშტარიას თქმით, ქართული საზოგადოების პასუხი არის  „არა“ და ეს ”არა” 24 თებერვალს რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს უნდა უთხრას საზოგადოებამ. „ჩვენ მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ძალიან თბილი მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენს ოკუპაციაზე, არა ჩვენს უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე, რასაც ჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია…

მეტი...