რუსეთმა კრემატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა – დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა კრემატორსკი დაბომბეს.  მისი თქმით, მტერმა იერიში  ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანა.

“კრამატორსკი ისევ შეაზანზარა აფეთქებებმა  – რუსებმა კიდევ ორი ​​სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ისევ – ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსებზე. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.  დამატებითი დეტალები მოგვიანებით”,- წერს კირილენკო.

მსგავსი თემები