უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სწრაფად დაწესებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი. ეს არის საერთო ევროპული ამოცანა, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციებს გვერდი აუაროს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის სანქციების ტემპები ოდნავ შენელდა და ტერორისტული სახელმწიფო, პირიქით, სანქციებთან ადაპტაციის ტემპს ზრდის“, – განაცხადა ზელენსკიმ.