61% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია გამოხატავს ხალხის ინტერესებს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩვენვს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

კითხვაზე: თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენ ინტერესებს გამოხატავს პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 61% – არა;
  • 31% – დიახ;
  • 6% – არ ვიცი;
  • 3% – უარი პასუხზე.

NDI-ის კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

მსგავსი თემები