,,ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოსძახონ”- ზურაბ ჩხაიძე

,,მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს,”-  ამის შესახებ კლინიკა ”ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს იმ კალორაჟით ღებულობს, რომელსაც მას “ემპათიის” ექიმები ურჩევენ.

,,ჩვენ ყოველთვის, დღევანდელ დღემდე ვერიდებოდით კოლეგების მისამართოთ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ამიტომ იძულებული ვარ მე მთელი ქვეყნის გასაგონად, რომ ვთქვა, ახლა ის, რასაც ვიტყვი, რაც აქამდე არ გვითქვამს.

რაც შეეხება კვების რაციონს, ეს ყოველთვის რჩება პრობლემად პაცინეტის შემოსვლიდან, თუმცა საწყის ეტაპზე პაციენტი ექვემდებარებოდა მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, მაგრამ შემდეგ უკვე მოხდა ამ კალორაჟის შემცირება. მე მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი უპირველესი ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს.

ჩვენ პაცინეტს არასდროს დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. ვამბობ ღია ტექსტით, კალორაჟი ყველაფერი ეს შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას. ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად და არა გასაუმჯობესებლად თუ არა გასაუარესებლად. ამიტომაც წინა გამოსვლებში ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს. ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოსძახონ. გარდა ამისა, ეს ეხება კვებასაც, ეს ეხება მედიკამენტების შერჩევითობასაც. მზიანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე აი, ამ მდგომარეობაში და შემდეგ დასმულიყო კითხვა, აი, რა გააკეთეთ თქვენ ამ 8 თუ 9 თის განმავლობაში. ჩვენ ვიცავდით კოლეგიალობას. ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცილდა, უკვე უვიცებად მოიხსენიებს კლინიკის ექიმებს,” – განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი თემები