აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალ ძალებს გზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა შეტევას გაზაფხულზე დაიწყებს. მისივე ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალ ძალებს გზავნის. „რუსეთის ფედერაცია ახალ ძალებს გზავნის ბრძოლის ველზე. უკრაინის მხრიდან იერიშს გაზაფხულზე ველით. ამიტომ საკონტაქტო ჯგუფის პარტნიორებთან ბევრს ვმუშაობთ, რომ უკრაინას პოტენციალი ჰქონდეს ჯავშანტექნიკაში ბრძოლის ველზე საჭირო ეფექტის შესაქმნელად. ვაპირებთ, უკრაინას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენიც საჭირო იქნება. გავაგრძელებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას. თვის დასაწყისში აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის HIMARS სისტემების, საბრძოლო მასალისა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებზე. ასევე, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 1.75 მილიარდი დოლარი გამოიყოფა“ – აღნიშნა ოსტინმა.  

მეტი...

„პრეზიდენტმა პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ისევ იმ შეცდომებზე მიანიშნებს, რაც რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით დაუშვა. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა  უკრაინელ ხალხს წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა, შეარყია მშვიდობა ევროპაში და გავლენა იქონია ყველაზე მთელს მსოფლიოში საკვებისა და ენერგოკრიზისის თვალსაზრისით. „პრეზიდენტმა პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა – მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, სიმამაცე და ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკავშირთან უკრაინის მხარდასაჭერად, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. დღეს, ჩვენ განვიხილავთ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული…

მეტი...

„თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობას მკაფიო გზავნილს უთვლის –  „ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – აცხადებს კუბილიუსი. მისი შეფასებით, თუ  „ქართული ოცნება” გააგრძელებს იგივე დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე. „რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტის პოზიცია. ეს არ არის ცალკეული წევრების რეზოლუცია. ამაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ევროპული პარლამენტის უდიდესი უმრავლესობა. უპირველეს ყოვლისა რეზოლუცია შეეხება ჩვენს წუხილს და შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება. ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, არის ტესტი საქართველოს…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა

მეუფე იაკობის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ დროებით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა. „მეუფე ზენონი უწმინდეს შეხვდა და გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა. ასე დროებით იქნება. ასევე, განვიხილეთ მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ. უკრაინის ეკლესიის თემა ცოტა სხვანაირი თემაა და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. უკრაინის ეკლესიასთან სხვა დამოკიდებულებაა და იქ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებში თვითონ დედა ეკლესიებმა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მარტო სტატუსია დამოკიდებული ჩრდილო მაკედონიაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მაგის მერე გადაწყდება, როგორც…

მეტი...

„ახლა მთავარია, გელათი გადავარჩინოთ“ – მეუფე იაკობი

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მეუფე იაკობმა მედიასთან განაცხადა, რომ გელათის საკითხზე კომისია მალე შეიკრიბება. „გელათთან დაკავშირებით ამ დღეებში კომისიის სხდომა შედგება. გელათთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია იცით. იქნება შეხვედრა და ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები. ახლა მთავარია ძეგლი გადავარჩინოთ. აქ ძალიან ბევრის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. ვიცით რომ პარასკევს კულტურის სამინისტროში შეხვედრა უნდა შედგეს“ – აღნიშნა მეუფემ.  

მეტი...

„არანაირ გადაბარებაზე საუბარი არ ყოფილა, ეს არის სისულელე“ – მეუფე იაკობი

წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე, მეუფემ აღნიშნა, რომ ეს სისულელეა. „ძირითადი საკითხები არც იყო ყველფერი გავიარეთ. მაგალითად, უკრაინის მძიმე ომი რაც დაიწყო, სინოდი არ შეკრებილა. ჩვენ თანადგომა გამოვუცხადეთ უკრაინას და გვინდა, რომ ომი დასრულდეს სწრაფად და ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. ასევე გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. ასევე, სირიის ტერიტორიაზეც მოხდა მიწისძვრა  და მივუსამძიმრეთ ანტიოქიის პატრიარქს. სირია იცით ჩვენს მიმართ როგორცაა განწყობილი, აფხაზეთი აღიარა და ამიტომ, ჩვენი ეკლესია იქ დგას სადაც…

მეტი...

„ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს“ – მეუფე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა მედიის კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, რომელიც პატრიარქის უფლებამოსილების შესაძლო გადაბარებას შეეხებოდა, მეუფემ უპასუხა რომ ამას ვერავინ მოესწრება. „თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი – ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს. არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

მეტი...

„პატრიარქი მე მაგზავნის მასთან, მეტი რა გავაკეთოთ“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ და სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან 2 წელია და ვაზიარებ. დღესაც ვიყავი და ვაზიარე. მინდა გითხრათ რომ ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ მეტი რ უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან ხშირად. სხვა არავითარი უფლებამოსილება არ გვაქვს, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ სხვა არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია. პატრიარქი მე მაგზავნის მასთან, მეტი რა გავაკეთოთ“ – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება წმინდა…

მეტი...

წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

წმინდა სინოდის სხდომიდან მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სხდომაზე საკამათო არაფერი ყოფილა. „რა  საკითხები იყო  ვერ გეტყვით. მდივანი ყავს სინოდს, რომელიც დაამთავრებს მუშაობას.  სულ 3 საკითხი იყო და ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. ამჯერად არაფერი საკამათო არ იყო, მივულოცეთ პატრიარქს იუბილე. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილს გავგზავნით თურქეთში და სირიაში. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო და მოისმენთ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას. მაიძულებთ რომ ცუდი რაღაც ვთქვა, ვერ მოესწრება ამას ვერავინ ვერასოდეს“ – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება სინოდის სხდომის დაგვიანებით დაწყებას, როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქი იყო სუსტად, მოიკრიბა…

მეტი...

რუსეთმა ხერსონში სამედიცინო დაწესებულება დაბომბა

რუსულმა ძალებმა ხერსონის რაიონში, ბერისლავში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს.  ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი. “რუსული არმია აგრძელებს ხერსონის ოლქის სამედიცინო დაწესებულებებზე ავია იერიშს. რუსების შემდეგი სამიზნე ბერისლავის სასწრაფო დახმარების სადგური იყო. იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო დახმარების მძღოლი. მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ,,საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო…

მეტი...

მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა

მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Moldova Liberă იტყობინება, ფრენები ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე შეუძლებელი იქნება. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიშინიოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა უცნობი სადაზვერვო დრონი იყოს, რომელმაც საზღვარი არაღიარებული დნესტრისპირეთის მხრიდან გადაკვეთა. ამასთან,  ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო, ვინც იმყოფებით აეროპორტში, ბორტზე, ან დღეს აპირებთ ფრენას, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თვალი ადევნოთ აეროპორტის საინფორმაციო დაფებს.”- აცხადებენ კომპანიაში.  

მეტი...

ბათუმის ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოკითხა…

მეტი...

ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 1 ივლისს, ქ.ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ, კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის…

მეტი...

,,ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

,,ხედავთ, რომ ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს,” – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა. მისივე თქმით,  უკრაინის მთავრობამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მოითხოვა. „სიმართლეა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა „ეფ 16“-ები, ამას სერიოზულად ვეკიდებით და საკითხს აუცილებლად განვიხილავთ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური შეიარაღების სისტემაა და ამასთან დაკავშირებით საჭიროა დებატები პარტნიორებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უნდა ვიმსჯელოთ მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მეტი...

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ” – სობჩაკი სააკაშვილზე

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლო უწყებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ”,- ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი ტელეგრამზე წერს. ამავდროულად სობჩაკი მიხეილ სააკაშვილის ორ ვიდეოს ავრცელებს, პირველი ვიდეო კლინიკა “ვივამედში” გადაღებული კადრებია, ხოლო მეორე – მისი ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან, რომელშიც კიკაბიძე ყვება, როგორ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა: ,,ამავე დროს, ერთი კვირის წინ, თბილისის სასამართლომ არ დაიჯერა, რომ სააკაშვილი ცუდად იყო და გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. როგორც ჩანს, ახლა არის ის დრო, როცა ადამიანებმა ირგვლივ უპრეცედენტო სისასტიკის დანახვისას, საკუთარ თავში კეთილშობილება…

მეტი...

,,არცერთ ჩვენგანს არ სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს”- ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებმაც Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გასაგზავნად მზადება დაიწყეს ან შესაბამისი ვალდებულება აიღეს. მისივე თქმით, არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი. „საკონტაქტო ჯგუფმა ნათლად განმარტა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენ მივაწვდით უკრაინას იმ დახმარებას, რასაც დავპირდით. ამ ქვეყანას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი სამხედრო აღჭურვილობა. გვაქვს შესაძლებლობა და გვიერთდება ჩვენი კარგი მეგობარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. ომიდან…

მეტი...

,,ნატო ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა და ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  ნატო ყოველდღიურად ავლენს თავის მტრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში. „ნატო მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა, რომელიც ამ მტრობას ყოველდღიურად ადასტურებს. ის ცდილობს, მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

,,პროპაგანდისტი პირების მიერ განცხადებებზე აწყობილი განჩინება”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილების განჩინება გადაეცა. სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, განჩინება ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამიტომ დაცვის მხარე მას მეორე სააპელაციოში გაასაჩივრებს. ,,ტოქსიკოლოგის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული და საჭიროებს კვლავ კვლევების გაგრძელებას მისი მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე აკრიტიკებს ქალბატონ ჯიშკარიანს და ამბობს, რომ სასამართლო პროცესიდან გაძევებული იქნა მისი არაეთიკური საქციელის გამო და სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევისთვის – რადგანაც ასე იქცეოდა აქედან გამომდინარე უნდობლობას ვუცხადებ მასო. ასევე საეჭვოდ მიიჩნია ბატონი თოიძისა და ქალბატონი ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნაში მათი ობიექტურობა. ეს გადაწყვეტილება, რაც მე…

მეტი...

,,ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, თუ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ პრეზიდენტის სიკვდილს” – ხაბეიშვილი

,,ევროკავშირში არ მიგვიღებს არავინ, თუ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ საზოგადოებას პრეზიდენტის სიკვდილს”,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაშურში გამართულ აქციაზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, საპროტესტო ტალღა საბოლოოდ დედაქალაში მოიყრის თავს. ,,ყველა ქალაქში ყველა რაიონში იქნება აქციები და საბოლოო ჯამში ეს საპროტესტო ტალღა ცხადია თავს მოიყრის დედაქალაქში. ჩვენს დებს, დედებს, მამებს – ყველას დავარწმუნებთ, რომ ბრძოლას აქვს აზრი, რომ არ შეიძლება რუს ოლიგარქს დავნებდეთ და ფაქტობრივად ტყვეებად ჩავბარდეთ. ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება არის პრიორიტეტული, იმიტომ, რომ ევროკავშირში არ მიგვიღებს არავინ, თუ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ საზოგადოებას პრეზიდენტის სიკვდილს”, –…

მეტი...

,,ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე”- გიული ალასანია

,,ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილის მონახულების შემდეგ განცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა. “კარგი და სანუგეშო არაფერი არაა, პირიქით, ადამიანი გადასულია საკუთარ კუნთების ჭამაზე, ამით იკვებება, თუმცა კუნთიც, პრაქტიკულად აღარ არსებობს, არ ვიცი რის ხარჯზე არის კიდევ, არ ვიცი, ძალიან ცუდად არის, ძალიან სუსტად”, – განაცხადა  გიული ალასანიამ.

მეტი...

„ვანო მერაბიშვილს უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე”- ლევან ბეჟაშვილი

„ვანო მერაბიშვილს უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე. მას მოხდილი აქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა  განაცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გულშემატკივარია. „ვანო მერაბიშვილს უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე. მას მოხდილი აქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. ვანო მერაბიშვილი არის თავისუფალი მოქალაქე. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბუნებრივია, გულშემატკივარი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის. ქვეყანაში როდესაც არის ჩრდილოვანი მმართველობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, „ქართუ ბანკის“ თანაშემწეები და ასე შემდეგ, დანიშნული არიან უმაღლეს თანამდებობზე, ეს არის ფარული მმართველობა. ვანო მერაბიშვილს არავინ…

მეტი...

,,ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება”- სარჯველაძე

,,ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება,” – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის 15 თებერვალს დაგეგმილ კენჭისყრას. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ნაკვები გადაწყვეტილებები და რეზოლუციები. „ჩვენც ხომ გვაქვს თავმოყვარეობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ შეგვიძლია დასკვნები გავაკეთოთ, ე.ი. იღებს მთელი ევროპარლამენტი დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ სიკვდილის პირას არის მისული სააკაშვილიო და აგერ ხედავთ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ეს არ არის სწორი. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ნაკვები გადაწყვეტილებები და რეზოლუციები.…

მეტი...

,,ველოდებით მასიურ თავდასხმას”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უახლოეს დღეებში რეგიონზე მასიურ თავდასხმას ელოდებიან. მისი თქმით, რუსულ ძალებს აქვთ ბრძანება, შევიდნენ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. „უკვე ახლა ვაფიქსირებთ დაბომბვის რაოდენობის ზრდას, როგორც საარტილერიო, ასევე საჰაერო“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

მეტი...

თურქეთში, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ადიამანის პროვინციაში, მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს. ასევე, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 31 643 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

სენაკი – ფოთის მაგისტრალზე მანქანა არხში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი – ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე. ჭალადიდის მონაკვეთთან მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და  ხრამში ჩავარდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა

ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა.  ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გარდაცვლილი ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

მეტი...

,,ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც ცდილობს, იყოს პუტინისტი და გააპრავოს რუსეთის რეჟიმი”- ლევან ხაბეიშვილი

,,რუსეთი, ბოროტება და მკვლელი პუტინი დამარცხდება და ამ ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც ცდილობს, იყოს პუტინისტი და გააპრავოს რუსეთის რეჟიმი,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილმა ხაშურის მერიის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშა, რომ მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების შედეგი აუცილებლად დადგება. ,,მე არ ვიპირებ, შეგკრიბოთ და დაგშალოთ. საბოლოო ჯამში ჩვენ ორიენტირებულნი ვართ შედეგზე და ეს შედეგი დადგება.  ჩვენ მშვიდობიანად ვაფრთხილებთ ყველა თვითმმართველობას, ყველა კორუმპირებულ მერს, ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ყველა კრიმინალს, ვინც ძარცვავს ჩვენს ხალხს, ვინც თქვენსა და ევროკავშირს შორისაა გაჩხერილი, ვინც რუსობს, ღალატობს და…

მეტი...

რუსი სამხედროების ქვრივებს ნაჩუქარი ქურქები ვიდეოს გადაღების შემდეგ ჩამოართვეს – მედია

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ დონეცკში დაღუპული სამხედროების ქვრივებს მოსკოვიდან ”საჩუქრად” ქურქები გაუგზავნეს. ქურქების გადაცემის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალა თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის სამინისტროსთან“ ასოცირებულმა პირმა გაავრცელა, რომელიც ასევე იბრძოდა დონბასის რეგიონში. მედია ახლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ  უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ქვრივებს ვიდეოს გადაღების შემდეგ ქურქები ჩამოართვეს. როგორც გამოცემა წერს, ვიდეოზე ასახული ქალებიდან ზოგიერთი ქვრივი საერთოდ არ იყო და ”როლს” ასრულდებნენ.

მეტი...

„რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის უსაფრთხოებისთვის“- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება. საგარეო უწყების განცხადებით, „რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის უსაფრთხოებისთვის“. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, „დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინისგან განსახვავებით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნის საქმეში“. „ეს განცხადებები აგებულია იმ სულისკვეთებით, რომელსაც ხშირად იყენებენ შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები, ასევე უკრაინა – ჯერ ვითომდა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით დადანაშაულება, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია და შემდეგ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად მისი გამოყენება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. კიევმა გადმოგვცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანიც მოლდოვაში სახელმწიფოს გადატრიალებაა – მაია სანდუ

მეტი...

,,კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც გაეტანათ რეზიდენციიდან”- შალვა ნათელაშვილი

,,კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც გაეტანათ რეზიდენციიდან,” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვლმა განაცხადა. ,,კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც გაეტანათ რეზიდენციიდან. საერთოდ ვიიცოდეთ, ივანიშვილები, წულუკიანები, ზურაბიშვილები, პაპუაშვილები, ღარიბაშილები, ერთი ბანდის წევრებია, რომელთა შორის ატეხილი უთანხმოება ქვეყანას არაფერს აძლევს. ყველა უნდა გაიხვეტოს იქიდან, სადაც მოხვდნენ შემთხვევით და უსამართლობის შედეგად, – განაცხადა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, კ ულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურმა პრეზიდენტის სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატი გაიტანა.

მეტი...

,,ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ახალ შეტევას ამზადებს. ,,უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის. ნაცვლად ამისა, ის ახალ შეტევას ამზადებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება. ძირითადმა შესაძლებლობებმა, როგორიცაა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინას მანამ, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული…

მეტი...

,,რუსები კოლექტიურად არიან პასუხისმგებლები უკრაინაში ომისთვის, კულტურა და სპორტი არ არის პოლიტიკისგან განცალკევებული”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსები კოლექტიურად არიან პასუხისმგებლები უკრაინაში ომისთვის. მისი თქმით, არც კულტურა და არც სპორტი არ არის პოლიტიკისგან განცალკევებული. ,,რუსები კოლექტიურად არიან პასუხისმგებლები უკრაინაში ომისთვის. არც კულტურა და არც სპორტი არ არის პოლიტიკისგან განცალკევებული. შენ არ შეგიძლია კლავდე ერთ ხელით და მიკროფონი გეჭიროს მეორით. სანამ ომი არ დასრულდება რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციით და რეპარაციით, რუსებს არ უნდა ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო პლატფორმებზე”,- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაშია

დილის 9:00 საათის შემდეგ, უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია. ბელარუსის აეროდრომებიდან რუსული ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ ბელარუსული მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, რუსული A-50U  თვითმფრინავი აეროდრომ „მაჩულიშჩიდან“ აფრინდა, ხოლო ესკორტის გამანადგურებელი აეროდრომ „ბარანოვიჩიდან“. ასევე, მაჩულიშის აეროდრომიდან აფრინდა MiG-31K.

მეტი...

,,მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა საქართველოსთან”- იენს სტოლტენბერგი

,,მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო,”– ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინაშე მოწყვლადები. „უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფაა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული შეჭრის მიმართ. ამიტომ, მოკავშირეები შეთანხდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ, კრიზის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა და საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც…

მეტი...