„დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტოები წარმოადგინა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. „ოდესღაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი. ფოტოები დავით არახამიამ გადმომცა. მინდა, ნახოთ, როგორ გამოიყურება. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. იცით, რომ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ. საქართველო, მისი ხელმძღვანელობა, ვისკენ არიან ისინი დღეს? ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ არიან? იმიტომ, რომ რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა საკუთარ პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ, არიან ისინი ნეიტრალური თუ არიან რუსეთისკენ?…

მეტი...

ზურაბ აბაშიძე კარასინთან საუბარს ადასტურებს და ამბობს, რომ ჩანაწერი ავთენტურია

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს და საუბრის ავთენტურობას ადასტურებს. „ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა, ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები,…

მეტი...

„პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი ვერ იქნება პასუხისმგებელი პატიმრის მხრიდან თვითდაზიანებაზე. „როდესაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი მიხეილ სააკაშვილს ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობისკენ, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნური გაუარესებისკენ. შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შევთავაზეთ, რაზეც მან უარი თქვა. ის გამოძიებას საშუალებას არ აძლევს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღონ. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხარე სიმართლის დადგენით არ არის დაინტერესებული“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციური სამსახური…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია

„პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში. თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მისივე შეფასებით,  პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა კვება. „შესაბამისად საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა, ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის მიზეზი არ არსებობს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაიყვანენ. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რეანიმაციაში გადაყვანის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. მისივე თქმით, ექიმს არ ეძლევა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. „პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, საზოგადოებისთვის არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ…

მეტი...

გრეგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძის ფარული სატელეფონი ჩანაწერი გავრცელდა

ტელევიზიებს ელექტრონულ მისამართზე ფაილები გაეგზავნათ, სადაც ასახულია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინი ფარული სატელეფონო ჩანაწერი. აუდიოჩანაწერი ორგანიზაცია „კიბერკმარამ“ გავრცელა. ჩანაწერში საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე, რომ რუსეთის კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით და ამ ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობებისა და ინიციატივების დაწყებაზე.  

მეტი...

ევროპარლამენტმა სააკაშვილის საკითხზე საგანგებო დებატები ჩანიშნა

ევროპარლამენტში, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სპეციალური დებატები გაიმართება. გადაწყვეტილებას მხარი 364-მა დეპუტატმა დაუჭირა. ევროდეპუტატებს სიტყვით ანა ფოტიგამ მიმართა, რომელმაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანგებო დებატები აუცილებელია. „კოლეგებო, დღეს ყველას გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გვენახა თბილისის სასამართლოს დარბაზში. ჩვენ დავინახეთ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არაერთ დოკუმენტში, ჩვენ გამოვხატეთ წუხილი და მოთხოვნა ციხიდან მისი ჰუმანიტარული გზით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ სათანადოდ უმკურნალონ. დღესდღეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაადასტურა მსოფლიოში ცნობილმა ნევროლოგმა. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი მოთხოვნა“ – აღნიშნა ევროდეპუტატმა სესიაზე. საკითხს მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.

მეტი...

სემეკში სტაჟირების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დეპარტამენტებში ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი ცხადდება. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინჟინერის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალ სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს. სტაჟირების საკონკურსო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://bit.ly/3YauxgF

მეტი...

,,მოსამართლე არევაძემ სასამართლოდან გამომაგდო, ეტყობა ძალიან ეშინია ჩემი”- მარიამ ჯიშკარიანი

სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ,,მოსამართლე არევაძემ სასამართლოდან გამომაგდო, ეტყობა ძალიან ეშინია ჩემი, ოღონდ მე ხმა არ ამოვიღო”-  წერს მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ხმაური სააკაშვილის პროცესზე – მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანი დარბაზიდან გააძევა

სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს.  სასამართლოში ჩვენებას “ემპათიის” ექსპერტი, გალინა კალუშინა აძლევს.   „ქალბატონო მარიამ, ტელეფონი ხელს გიშლით და შეინახეთ“- მიმართა მოსამართლემ ჯიშკარიანს. ტელეფონის განმეორებით გამოყენების შემდეგ, მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანი სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. „ქალბატონო მარიამ, გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო და კიდევ იმის გამო, რომ სხვა ექსპერტს კარნახობთ, რა უპასუხოს მხარეების შეკითხვებს. ეს კიდევ უფრო ცუდი საქციელია, ვიდრე წესრიგის დარღვევა“, – მიმართა მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს. ჯიშკარიანმა მოსამართლეს უპასუხა: „გეტყვით რა ვუთხარი, მე გახლდით ექსპერტიზის ხელმძღვანელი“.

მეტი...

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოსა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა სუბსიდირების ხელშეკრულებები შესაბამისი ბიუჯეტით, ამბულატორიული მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით. „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორმა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და ამბულატორიული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97 933 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. „იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2…

მეტი...

„ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული…“ – სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე შვილებს მიმართა

,,ჩემი მდგომარეობა არის აბსოლუტურად გაუარესებული,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა,  სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სასამართლო პროცესზე ჩართვისას სააკაშვილმა შვილებსაც მიმართა და უთხრა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“. „მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა…ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ საჭიროა, შევწირავ ჩემს სიცოცხლეს, ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

,,თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს”- გია ვოლსკი სააკაშვილზე

,,თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ხდება, ბოროტული პიარ-გეგმის ნაწილია. ,,როგორ შეიძლება მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება – ის უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობაზე, უარს აცხადებს ექსპერტიზაზე და უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია, რამდენიმე დღეა შიმშილობს და რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი ერთ დიდი კალათაში იკრიბება, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია. ამაში უშველებელი…

მეტი...

,,ერთი დღით ადრე რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვდნენ და დღეს სასამართლო სხდომაზე ჩართვა მოითხოვეს, კითხვებს ბადებს”- დავით მათიკაშვილი

,,კითხვებს ბადებს მოვლენათა ისეთი განვითარება, როცა ერთი დღით ადრე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვდნენ და დღეს თავად მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე პირდაპირი ეთერით ჩართვა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „მის წარმომადგენლებს სურთ, პატიმარი დაიხსნან ციხიდან და ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამენ, არანაირ ქმედებას არ ერიდებიან. გარკვეულწილად, ცრუ ინფორმაციები მალე გამოჩნდება და საკუთარ თავს გამოავლენს. არ არის საჭირო, სამედიცინო და სამართლებრივი საკითხი პოლიტიკური გავხადოთ. დავაცადოთ სამედიცინო სექტორს და სასამართლოს საკითხის გადაწყვეტა, რაც მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.  

მეტი...

,,ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული”- გია ვოლსკი

,,ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული და არ შეიძლება, მას აუცილებლად ვუპასუხოთ, თუ მის განცხადებას არანაირი დასაბუთება არ აქვს,” – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს, ფეხებს თუ ყურზე ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე ადეკვატური კომენტარი არ აქვს. „ტრაგიკულ მოვლენებს „ნაცმოძრაობაში“ დაემატა ის, რომ პასუხის გაცემა ხაბეიშვილის განცხადებებზეც მოგვიწევს. ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული და არ შეიძლება, მას აუცილებლად ვუპასუხოთ, თუ მის განცხადებას არანაირი დასაბუთება არ აქვს. რეალურად შევაფასოთ, სააკაშვილის გარშემო რა ხდება „ვივამედში“.…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილთან შესვლა არის ძალიან დიდი პრობლემა – დიდი სტრესია და ამ სტრესის გამო მასთან მუშაობა არ უნდათ”- ექთანი

,,კონკრეტულ პაციენტთან შესვლა არის ძალიან დიდი პრობლემა, არ მყავს კადრი”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ მედდამ ქეთევან ღვინიანიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ძალიან დიდი სტრესია და ამ სტრესის გამო მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა არ უნდათ. „ძალიან ბევრჯერ ჩავედი მე ქალბატონ ნინოსთან და მოვითხოვე კადრის დამატება, ამიტომაც მომიწია მე მასთან მორიგეობა, რაც მე არ მეკუთვნოდა არანაირად. არ უნდათ მუშაობა, მაგრამ აქ არის რამდენიმე მიზეზი რატომაც არ უნდათ მუშაობა. მასთან მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც ის, რომ მე ახლა აქ ვდგავარ პირველად, ესეც ხომ სტრესია და ძალიან ბევრი სხვა რამ,…

მეტი...

,,ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე”- საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გელათის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გელათის პრობლემატიკის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნა საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზეა შემუშავებული  და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს. „აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა…

მეტი...

,,რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე”- ამირან გამყრელიძის წერილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას წერილებით მიმართავს. როგორც ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა,  გამყრელიძე თამარ გაბუნიასგან განმარტებას ითხოვს, თუ რა დანაშაული მიიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. “წერილი რაც გამოვგზავნე 29-ში და გთხოვეთ განმარტებები: მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ვფიქრობდი ამ მგრძნობიარე საკითხზე მომეწერა თუ არა წერილი და ჩამეყენებინა თუ არა საქმის კურსში ცენტრის თანამშრომლები. გადავწყვიტე რომ მაინც დიახ, რადგან როგორც ბიბლიაშია „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ…

მეტი...

„არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა… რომ გავიგე რაც მოხდა…“- რას ამბობს 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალი ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს. 70 წელს გადაცილებული მარიამ ესტაფაშვილმა გორის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს ჩვენება ცოტა ხნის წინ მისცა. მისი თქმით, 33 წლის ლევან გვიმრაძე მის შვილს სასოფლო-სამეურნეო იარაღით გაუსწორდა. „არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა, ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა რომ მოკლა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. რომ გავიგე რაც მოხდა, მთელი ეკლესია-მონასტრები მოვიარე, შენდობას ვითხოვდი…“, – განაცხადა მარიამ ესტაფაშვილმა. ცნობისთვის, რომ სოფელ კარბში, გასული წლის ივლისში, მეზობლებს შორის, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა.…

მეტი...

,,მონრეალის კოგნიტური შკალით სააკაშვილის შეფასების დაბალი მაჩვენებლები შესაძლოა დეპრესიით იყოს გამოწვეული” – თენგიზ წულაძე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის თენგიზ წულაძის განცხადებით, მონრეალის კოგნიტური შკალით მიხეილ სააკაშვილის შეფასების დაბალი მაჩვენებლები შესაძლოა დეპრესიით იყოს გამოწვეული. ამის შესახებ წულაძემ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნიკა აბრამიშვილი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა, რომ კვლევის შედეგად მიღებული დაბალ მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზი დეპრესია იყოს. „შესაძლებელია და ამიტომაც დავწერეთ ჩვენ არადიფერენცირებული. შესაძლებელია იყოს დეპრესია და იმედი მაქვს, რომ დეპრესიაა. თუ ეს თავისით მიმდინარეობს, ასევე დარჩება, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მეტი...

ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ბელენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ჩამოვედი კიევში. ომიდან თითქმის ერთ წლის შემდეგ უკრაინა დავიწყებული არ არის. პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მამაც ხალხთან ერთად ჩვენ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. ავსტრიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „კი, ავსტრია არის ნეიტრალური საომარი მიმართულებით, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ ნეიტრალურები ჩვენს დამოკიდებულებაში. უკრაინელები იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის და თავისი ბავშვების მომავლისთვის და ჩვენ მათ ამაში ვეხმარებით“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.  

მეტი...

,,სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი”- თენგიზ წულაძე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი. მისი თქმით, კახექსია ”ეს არ არის გამოწვეული მთლად შიმშილით, ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება”. „კახექსია არ არის მხოლოდ შიმშილობა. კახექსია არის წონაში კლება და ანთებადი მარკერებიც. თუ კახექსიას ლიტერატურაში ნახავთ, ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე, რევმატოიდული ართრიტი – დაავადებები, რომლებიც თითქოს ამ პაციენტს არ აქვს, მაგრამ პროტოკოლით თუ მივუდგებით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კრიტერიუმების მიდგომა. ამდენად, ჩემი აზრით, ეს არ არის გამოწვეული მთლად შიმშილით, ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება,…

მეტი...

იაპონია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვის განცხადებით, იაპონია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. „აღდგენის ამ ეტაპზე უდავო პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი უკრაინელების სახლებში დასაბრუნებლად და რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დახმარება მოიცავს იაპონელი პარტნიორების მიერ აღდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას.

მეტი...

,,თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება” – თენგიზ წულაძე

,,თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს,”- ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა. წულაძის თქმით, ანორექსია და კახექსია მადის დაქვეითებას იწვევს და ამ პროცესს პაციენტი ვერ მართავს. ,,წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. კახექსია მარტო შიმშილობა არ არის. ესაა წონაში კლება. კახექსია ბევრ დაავადებებთან არის დაკავშირებული რომელიც ამ პაციენტს არ აქვს და პროტოკოლით თუ მივუდგებით, ეს მთლად შიმშილით არაა გამოწვეული. ესაა ანემია და ტემპერატურა, რომლის…

მეტი...

,,თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, თანახმა ვართ” – ზურაბ ჩხაიძე

,,თუ პაციენტს სურს, რომ ეს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად ამისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ,”- ამის შესახებ კლინიკა ”ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი დღეს დილითაც მოინახულეს კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, შეფასდა მისი მდგომარეობა და მკურნალობა ინტენსიურ პალატაში გრძელდება. ,,კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ფაქტობრივად ის იმყოფება ახლა. როგორც შემდეგ ახსნა მკურნალმა ექიმმა, რომ იყოს თითქოს მოთხოვნა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ ის იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზე პრობლემა…

მეტი...

,,ყველაფრის შემგუებელი მდორე ერი, არაფერს არ წარმოვადგენთ”- სოფო ჭყონია

,,ყველაფრის შემგუებელი მდორე ერი. არაფერს არ წარმოვადგენთ,”- ამის შესახებ სოფო ჭყონია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ჭყონია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცეს ეხმაურება, რომელზეც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო. ,,ყველა ვართ ამაში დამნაშავეები! ყველა! მდუმარე საზოგადოება, უსუსური ქართველი პოლიტიკოსები, ყველაფრის შემგუებელი მდორე ერი. არაფერს არ წარმოვადგენთ! ერთი რუსეთის დუქანი ვართ!”-  წერს სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში

მეტი...

,,თაღლითურად დაეუფლნენ დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს”- პროკურატურამ ბრალდება 7 პირს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა.  ,,პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს  301 530   ლარის  ზიანი მიაყენეს.  ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3…

მეტი...

,,ჯერჯერობით ძალიან მცირე თანხაა შეგროვებული“- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით თემურ ალასანიას შვილის მიერ გახსნილ ანგარიშზე ჯერ მცირე თანხაა შეგროვებული. მისი თქმით, თანხა ადვოკატების სამოძრაოდ გროვდება. როგორც სააკაშვილის დედა აღნიშნავს, „ჩვენ სხვა ადვოკატებიც გვყავს, რომლებიც უფასოდ არ გვემსახურებიან“. „სამოძრაოდ. ადვოკატები მოძრაობენ აქეთ-იქით, შეხვედრები აქვთ. ჯერჯერობით ძალიან მცირე თანხაა შეგროვებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

,,არჩევნები იყო ჟურნალი, ახლა დაიწყება „ნაცმოძრაობის“ დაშლის მთავარი ფილმი”- გურამ მაჭარაშვილი

„არჩევნები იყო ჟურნალი, ახლა დაიწყება „ნაცმოძრაობის“ დაშლის მთავარი ფილმი, ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია დასრულდა. „ახლა კითხვები არსებობს იმაზე, ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ „ნაცმოძრაობაში“ დარჩებიან ფანატი მიშიტები, ნაწილი პოლიტიკიდან წავა, ნაწილი ცალკე შექმნის პარტიას. ყველა შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი უინტერესოა. საინტერესოა ის, რაც ახლა მიმდინარეობს. ეს არჩევნები იყო ჟურნალი და ახლა დაიწყება მთავარი ფილმი – „ნაცმოძრაობის“ დაშლის. ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება, ოღონდ, „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში, სახალისო. ერთმანეთს უხსენებენ წარსულს და…

მეტი...

,,თუ ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილმა  სასამართლო პროცესზე უკრაინულ ენაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელი ხალხით. ,,ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ – ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის… მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას… დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

,,ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობის საშუალებას ითხოვს. “მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა… ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას.  

მეტი...

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს – მედია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, მსგავსი მოლაპარაკებების ფორმატს ახლა ორივე მხარე განიხილავს. მათივე ცნობით, ზელენსკი ბაიდენს 10-პუნქტიანი მშვიდობის გეგმას და სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის იდეას წარუდგენს. პოლონური მედიის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხება უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას.

მეტი...

,,კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან, ხელები მოემტვრევათ”- ლევან ხაბეიშვილი

,,კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილ მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაშია  ქვეყანაში სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იქნება. ,,მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესები დასრულდეს სწრაფად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, სანამ მიშა სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება. კიდევ ვამბობ, ის კრიმინალები, რომლებიც მთავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილ მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მეტი...

საქართველოში 2022 წლის მე-4 კვარტალში ეკონომიკური აგენტების 5 244 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში მოქმედი ეკონომიკური აგენტების  5 244 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, კონცენტრაციების გადამოწმებას, საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტო ახორციელებს. მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 5 234 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა ხუთი მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებშია. რაც შეეხება 5 კონცენტრაციას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ საქმისწარმოება დაიწყო.…

მეტი...

,,ისევ პალატაშია, ადამიანს აქვს შავი ფერი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, უცნობია როდის და გადაიყვანენ თუ არა საერთოდ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში. მისი თქმით, სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. ,,ისევ არის პალატაში. ადამიანს აქვს შავი ფერი, საწამლავი ისევ ორგანიზმში აქვს. ნევროლოგიური მდგომარეობაც ისევ იგივეა”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე ჩართვა სურს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. “განწყობილია, რომ ჩაერთოს. უნდა და აპირებს. თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებლობა, ჩაერთვება”, – განაცხადა გიული ალასანიამ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა  12:30 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...