,,სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“- მაია სანდუ

,,მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“,-ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ”ტვიტერზე” წერს.

მისი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერი სიკვდილამდე წამება მიუღებელია.

„მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“,- წერს მაია სანდუმ.

მსგავსი თემები