მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობამ 33 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია  33 181-ს ადამიანი. ნანგრევებში მოყოლილებს კი ამ დრომდე ეძებენ. თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 29 605-ია, სირიაში კი 3 576-ს ადამიანი. თურქეთში დაღუპულთა შორისაა საქართველოს 5 მოქალაქე.

მეტი...

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში“ – პრეზიდენტი მხატვარს სოლიდარობას უცხადებს

სალომე ზურაბიშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძეს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ის, რაც გალერეის ეზოში ხდება, სხვა ეპოქას გვახსენებს. „20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს !”- წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ  ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნახატის ჩამოხსნისა და მის ნაცვლად კედელზე წარწერის დატოვების გამო, გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად ხელოვანები გალერეასთან შეიკრიბნენ. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს და კულტურის მინისტრის -თეა წულუკიანია გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა „პულივიზატორით“ წარწერის გაკეთებაც სცადეს, თუმცა, ადგილზე ობილიზებულმა პოლიციამ მათ…

მეტი...

უცნობმა ადამიანმა მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი გაიღო

პაკისტანელმა მოქალაქემ, რომლის ვინაობაც უცნობია, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო. მამაკაცი ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში გამოცხადდა და დონაცია განახორციელა. მისი ვინაობა ინკოგნიტოა. ინფორმაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. „გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – აცხადებს პრემიერი.  

მეტი...

„საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას“ – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც პოდოლიაკი აცხადებს, საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. “რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი ასეთი მიმზიდველია? მნიშვნელოვანია „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? თუ ისეთი ქვეყნის რეპუტაციის ქონა, რომ ჰქონდეს, რომელმაც პრეზიდენტი აწამა. საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდავოა, რომ ეს აუქმებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს?” – აცხადებს პოდოლიაკი.  

მეტი...

ერკან პეტეკაიას ნათესავები ნანგრევებში მოყვნენ, მსახიობი დახმარებას ითხოვს

ცნობილ თურქ მსახიობს დამანგრეველმა მიწისძვრამ ოჯახის წევრები წაართვა. ერკან პეტეკაია დახმარებას და შველას ითხოვს. ის ყველას სთხოვს, ოჯახის წევრებისა და დაკარგული ნათესავების მოძებნაში დაეხმარონ. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ მისი მეუღლის ახლო ნათესავები და მათი მოძიება  დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ მიწისძვრამ თურქეთში 3 000-მდე შენობა დაანგრია. დაღუპულთა რაოდენობა 28 000-მდე გაიზარდა.

მეტი...

„პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ პაციენტმა“ – გიული ალასანია  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დედამ რამდენიმე წუთის უკან მოინახულა. მისი თქმით, მის შვილს საკვების მიღებისთანავე ტახიკარდია ეწყება. „გუშინ  პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა. ადამიანს, ფაქტობრივად კუნთები არ აქვს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. მოწამვლის გამო ვერ იღებს საკვებს. საკმარისია ორი ლუკმა ჩაიდოს და ეწყება მაჯის ბაგაბუგი, უჩქარდება საშინლად, ტახიკარდია ეწყება. როგორც კი ოდნავ შეჭამს, იმ წუთში ავარდება მაჯა. დაუწყეს ახლა რაღაცეების მიცემა“ – აღნიშნა კლინიკიდან გამოსულმა ალასანიამ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ამ საშინელ რეგრესს ის ყოველდღე ხედავს.

მეტი...

უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთს შავ ზღვაში დომინირების უფლება ჩამორთმებული აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, – განაცხადა რეზნიკოვმა. მინისტრის ინფორმაციით, „Harpoon“-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ამჟამად უკრაინის არმიას ემსახურება, რუსულ მხარეს კი ოდესასთან ზღვიდან მიახლოების შესაძლებლობა არ აქვს.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა ისევ მოხდა

საქართველოში, კერძოდ კი გურიაში მიწისძვრა ისევ დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, ეპიცენტრი ისე ოზურგეთთან, სოფელ გომთან  დაფიქსირდა. მაგნიტუდა – 4.5.  

მეტი...

„ლისის ფერდობი მეწყერული ზონაა და მიწისძვრის გარეშეც საფრთხის შემცველია“ – სეისმოლოგი

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და შენობები მიწასთან გაასწორა, საკითხი საქართველოშიც გააქტიურდა. სეისმოლოგები აქტიურად საუბრობენ პრობლემებზე, თუმცა, საკითხი ყურადღებას მხოლოდ მაში იქცევს, როცა მიწისძვრა მოხდება. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მოსახლეობა თავად უნდა აკონტროლებდეს, სად ყიდულობს და რას ყიდულობს, ტავად უნდა ითხოვდეს და აკონტროლებდეს როგორც ხარისხს, ისე ჩატარებულ კვლევებს. „მოსახლეობამაც უნდა აკონტროლოს სად ყიდულობს და რას ყიდულობს. როგორ არის შენობა დაპროექტებული, როგორ არის გათვლილი, გრუნტი როგორ არის შესწავლილი. ვიცით რომ ცუდად შენდება შენობები, არადა,  საძირკვლიდან იწყება ყველაფერი, მშენებლობის ადგილიც კარგად უნდა…

მეტი...

თურქეთში, დანგრეული შენობების ხარისხთან დაკავშირებით 12 მშენებელი დააკავეს

თურქეთში, მიწისძვრის ზონაში 6 000-მდე შენობა დაინგრა, დაღუპულთა რაოდენობა კი 25 000-ზე მეტია. დანგრეულ შენობებს შორისაა ახალი კორპუსებიც. შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაღვევების გამო, თურქეთში სულ 12 ადამიანი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მშენებელი კი აეროპორტში დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

მეტი...

თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს

თურქეთსა და სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნის შესაძლებლობა უკვე არ არსებობს. სამაშველო ჯგუფებმა, მიწისძვრის ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს. ცხედარი ქალაქ გაზიანტებში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაღუპულის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. ამ ეტაპისთვის, თურქეთში სულ საქართველოს 5 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.  

მეტი...

მიწისძვრის შედეგად დაღუპული ათასობით ადამიანისთვის საერთო სამარხებს თხრიან

თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა, ამ ეტაპზე, 24 000-ზე მეტია. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. მსხვერპლთა რაოდენობა საათობრივად იზრდება. დაღუპულებისთვის თურქეთში საერთო სამარხების გათხრა დაიწყეს. ვინაიდან სასაფლაოებზე ადგილები არ არის, რამდენიმე იმამმა ქალაქში საერთო სასაფლაოების გახსნის შესახებ განაცხადა. „ხალხის 40%, ვინც ამ შენობებში ცხოვრობდა, შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. ორშაბათიდან დამარხული ცხედრების თვლა შევწყვიტე. სასაფლაო გავაფართოვეთ. ნანგრევების ქვეშ ხალხი ჯერ კიდევ რჩება. გამოყვანის შემდეგ მათაც დავმარხავთ. მოქალაქეების დახმარებით ცხედრებს გვიან ღამითაც ვმარხავთ”, – აცხადებს ერთ-ერთი იმამი.  

მეტი...

ჯვარში, რეაბილიტირებულ კულტურის სახლში ფანჯრები ჩაამსხვრიეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კულტურის სახლში შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. კულტურის სახლს რეაბილიტაცია ახლახან ჩაუტარდა და ის ხელოვნების სასახლედ ითვლება. განადგურებული, „გამოშიგნული“, სახურავისა და კარ-ფანჯრის გარეშე დარჩენილი ერთ დროს კულტურის სახლის რეაბილიტაცია ახალი დასრულებულია. კულტურის სახლის სიკეთეებით დღეს ასობით ადგილობრივი მოსწავლე სარგებლობს და სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებებს ეუფლებიან. შენობიდან არც არაფერი მოუპარავთ. უბრალოდ, ფანჯრები ჩაამსხვრიეს და „დანაშაულის იარაღის“  ფილის ნატეხიც იქვე, ფანჯრის რაფაზე დატოვეს.  

მეტი...