საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა წარმატება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაასრულა. დღევანდელ საქართველო-ისლანდიის  დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მართალია მატჩი ისლანდიის გამარჯვებით – 80:77 დასრულდა, თუმცა,  საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართულმა ნაკრებმა, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.  

მეტი...

„დასავლეთს ერთი მიზანი აქვს – ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ძირითადი ნაწილის, რუსეთის დაშლა“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით ისწრაფვის და ეს სწრაფვა რუსეთის დაშლაა. „დასავლეთს ერთი მიზანი აქვს – ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი ძირითადი ნაწილის – რუსეთის დაშლა. ამის შემდეგ, იქნებ მათ მიგვიღონ ე.წ. ცივილიზებული ერების ოჯახში“ – ასეთია ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გზავნილი. პუტინს არც ნატო დაუტოვებია კრიტიკის გარეშე და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დანაშაულია. მისი თქმით, ვინც რუსეთის გახლეჩვას შეეცდება, მკაცრად დაისჯება და პასუხს აგებს.

მეტი...

გაერო „ხალხის ძალის“ კანონპროექტით შეშფოთებულია და მთავრობას მოუწოდებს თავიდან აიცილოს დემოკრატიის შეფერხება

„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი და თავიდან აიცილოს ისეთი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს. საუბარია კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რომელიც „ხალხის ძალამ“ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. „სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. კანონპროექტი…

მეტი...

წყნეთის გზაზე მანქანა დაიწვა

წყნეთის გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევის გამო ადგილას გზა დროებით გადაკეტილი იყო. დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის შედეგად, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა მომდევნო ასი წლის განმავლობაში არ იქნება – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინელი ერისა და რუსეთის საზოგადოების შერიგების შანსებზე ისაუბრა. გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინელები ასი წლის შემდეგაც არ იქნებიან მზად ასეთი სცენარისთვის, რადგან ამისთვის რუსები შინაგანად უნდა შეიცვალონ. ,,შერიგება, თანამშრომლობა – არა, არა იქნება მომდევნო ასი წლის განმავლობაში. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს. მოხდეს დემოკრატიზაცია, დემილიტარიზაცია და დენუკლეარიზაცია”, – განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა რუსეთის ფედერაციასთან ომში ერთადერთი შესაძლო კომპრომისი დაასახელა – მტრის ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან 1991 წლის საზღვრამდე. მან აღნიშნა, რომ ამისთვის რუსებმა ჯერ უნდა შეწყვიტონ სროლა და აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ,,უკრაინა…

მეტი...

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ. „კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 148 130; ​ტანკი – 3 381; ჯავშანტექნიკა – 6 615; საარტილერიო სისტემა – 2 380; სარაკეტო სისტემა – 475; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 299; ვერტმფრენი – 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 037; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 242; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მეტი...

,,მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ დანაშაული ჩაიდინა”- ადვოკატი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატების განცხადებით, საქმეში რც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ყაჩაღობაში ბადრი ესებუას მონაწილეობას ადასტურებს. როგორც ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. „დაზარალებულთაგან არცერთი არ საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი…

მეტი...

დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა, ერთობლივი განცხადებით რუსეთის უკრაინაში აგრესია დაეგმო და შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის შემაჯამებელი ორი პუნქტი “შეთანხმებული იყო ყველა წევრი ქვეყნის მიერ, გარდა რუსეთისა და ჩინეთისა”. მოსკოვში აცხადებენ, რომ „ანტირუსულმა“ დასავლურმა ქვეყნებმა „დიდი ოცეულის“ „დესტაბილიზაცია“ განახორციელეს.

მეტი...

,,უგუნური განზრახვა, რომ გექნება, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ვიღაც შეიძლება, აგენტად მონათლონ” – მეუფე იაკობი

,,იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს,”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება. ,,დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ: იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს. გვკითხეს ქართველ ერს, რა გვჭირდება და რა – არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური…

მეტი...

,,ერთი მიზანი აქვთ – დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია”- პუტინი დასავლეთზე

რუსეთის გაყოფის დასავლეთის გეგმები დოკუმენტირებულია და ეს გახდა მისი ერთადერთი მიზანი – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა პუტინტმა. მისი თქმით, არც კი იცის, ”შეუძლია თუ არა ისეთ ეთნიკურ ჯგუფს, როგორიც არის რუსი ხალხი, გადარჩეს იმ ფორმით, როგორშიც ის დღეს არსებობს“. ,,ეს ყველაფერი იყო გეგმებში, ეს გეგმები – ქაღალდზეა გადმოცემული. უბრალოდ, ურთიერთობების დამყარების პირობებში ვცდილობდით, ამაზე არ გვესაუბრა. მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს, ყველაფერი დაწერილია ფურცელზე”,- აღნიშნა პუტინმა.  

მეტი...

,,ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ,,9 წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ხალი, ჩვენი ტერიტორია, უკრაინის დროშას ქვეყნის ყველა კუთხეში დავაბრუნებთ,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ოდნავ ხელი დავადე და იკივლა, სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა”- გიული ალასანია

,,სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს, ყველაფერი უბედურება,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით მესამე პრეზიდენტი მუდმივად ტკივილგამაყუჩებლებს იღებს. „ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა. სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს, ყველაფერი უბედურება. ხელის დადებით აღენიშნებოდა ტემპერატურა, ისე აღარ მიკითხვას, იმდენად ცუდად იყო, კიდევ რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი“, – განაცხადა ალასანიამ.

მეტი...

რატომ მოითხოვა ბადრი ესებუამ ნაფიცი მსაჯულები?!

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატების განცხადებით, რომელიც „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს, ესებუას სურდა, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, თუმცა, უარი მიიღო. „ის დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. ასევე, დარწმუნებულია ხალხის სამართლიანობაში, რომ ყველას სჯერა, რომ ის არ არის ბანკის მძარცველი. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება იყო, ნაფიც მსაჯულებს განეხილათ მისი საქმე. ამაზე უარი უთხრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უფლებები იზღუდება. მას აქვს განცდა, რომ მისი ძმა არის ტყვეობაში და ის სავაჭროდაა დაკავებული. მართლმსაჯულება მის მიმართ ვერ განხორციელდება სამართლიანად. ამიტომ, ჰქონდა ეს მოთხოვნა, რომ საზოგოადოების განსჯადი ყოფილიყო მისი საქმე. მას…

მეტი...

„ბადრი ესებუა აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, ჰქონდა ურთიერთობა თანასოფლელებთან და გარემოცვასთან“ – ადვოკატი

საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებასა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დამალულა და ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა. „ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის უწყებიდან. შეგიძლიათ მოიკითხოთ რატომ მოხდა თავდაცვის სამინისტროდან ბადრი ესებუას გათავისუფლება და რატომ დევნიდნენ მას. მას „შეახოცეს“ ხელი და ის საერთოდ არ იმყოფებოდა იმ დროისთვის ზუგდოდში და ბანკში“ – განაცხადა დაცვის მხარემ, ნიკა მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, ესებუა საქართველოს ქალაქებში თავისუფლად გადაადგილდებოდა. „მას ეშინოდა რომ სახელმწიფო მას დასჯიდა სამაგალითოდ. ამიტომ არ ჩნდებოდა საზოგადოებაში. თუმცა, თქმა, რომ ის იმალებოდა არ…

მეტი...

მიგრანტთა ნავი ჩაიძირა, არის მსხვერპლი

იტალიაში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 40-მდე ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ნავში იმყოფებოდნენ. დაღუპულთა შორის მცირეწლონების არიან. მაშველებნა დაახლოებით 30 ადამიანის გადარჩენა მოახრხეს.  უბედური შემთხვევა  კალაბრიის სანაპიროსთან მოხდა. ცხედრების ნაწილი წყალმა ნაპირზე გამორიყა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

„ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროდან მაჩალიკაშვილის თემის გამო გაათავისუფლეს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ესებუას უწყებიდან გათავისუფლება მოკლული მაჩალისკაშილის საქმეს უკავშირდება. აღნიშნულ თემაზე ნიკა  მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „სახელმწიფო ბადრი ესებუას სჯის, იმის გამო რაც არ ჩაუდენია. მას დაუჭირეს ძმა და ამ საქმეს არაფერი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბადრი ესებუას ინტერესები დავიცვათ. ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. მას დევნიდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია, რომ მას შეახოცეს ხელი. ის არ იმყოფებოდა იმ დროისათვის ზუგდიდში, როდესაც ბანკის ძარცვა მოხდა. მას ეშინოდა,…

მეტი...

„არანაირი მტკიცებულება, მხოლოდ ერთადერთი – ოპერატორთან ზარი“ – ბადრი ესებუას საქმე

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატებმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე „მედიაცენრ მთავარში“ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ყაჩაღობაში ბადრი ესებუას მონაწილეობას ადასტურებს. „დაზარალებულთაგან არც ერთი საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ დავუშვათ ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ – მსგავსი, რამ…

მეტი...

„ბადრი ესებუასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არსებობს“ – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

“საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკარები „მედიაცენტრ მთავართან” აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდებული უდანაშაულოა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატებმა – ლექსო კობაიძემ და ნიკა მემანიშვილნა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „არის მთელი რიგი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც პასუხები არ გვაქვს. მაგალითად ერთ-ერთია, რეალურად სად მოხდა ბადრი ესებუას დაკავება. ასევე, რამდენად მოხდა მისი სახლში დაკავება, ეს საეჭვოა; ასევე, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება ესეც საეჭვოა. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მასზე განხორციელდა ძალადობა. ასევე მას არ მისცეს ნაფიცი მსაჯულების არჩევის საშუალება. მთავარი და ძირითადი, ბადრი ესებუას სასამართლოზე მოყავთ  ე.წ.  დაზარალებულები,…

მეტი...

,,დარწმუნებული ვართ, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის გაგზავნას განიხილავს”- უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. მისივე თქმით, ჩინეთს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ,,ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა (რუსეთისთვის) ლეტალური აღჭურვილობის გაგზავნას განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ასევე არ არსებობს მტკიცებულება აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ”, – აღნიშნა უილიამ ბერნსიმ.

მეტი...

თურქეთში, სამშენებლო წესების დარღვევაში 600-ზე მეტი ადამიანია ეჭვმიტანილი

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი უკვე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. ასევე, დაკავებულებს შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, კომპანიების მფლობელები და მენეჯერები. თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა.

მეტი...

,,გაზაფხულზე უკრაინის არმია მზად იქნება კონტრშეტევისთვის” – ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, გაზაფხულზე უკრაინის არმია კონტრშეტევისთვის მზად იქნება. „ვფიქრობ, გაზაფხულზე ჩვენ მზად ვიქნებით კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ. მისივე თქმით, კონტრშეტევის მიზანი  უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება იქნება. „ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანას 1991 წლის საზღვრებში აღვადგინებთ“, – აღნიშნა სკიბიცკიმ.  

მეტი...

კახეთში ავარიას ორი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა

თე­ლავ­ში მომ­ხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სიცოცხლე ემსხვერ­პლა. ერთ-ერთი დაღუპული პოლიციის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით თე­ლა­ვის-გურ­ჯა­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მო­ცურ­და და ხეს შე­ე­ჯახ­ა, ორივე მათგანი კი  ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

,,ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას,”- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პრეზიდენტის თქმით, ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას. „ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინცდამაინც ომით, მაინცდამაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის – თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უკრაინის 1877 დასახლება აქვს ოკუპირებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ამჟამად უკრაინის 1877 ქალაქი და სოფელი აქვს ოკუპირებული. მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლი თითქმის 90%-ით გაანადგურეს. ,,ჩვენ ვიბრძვით უკრაინის მიწაზე იმისთვის, რის გარეშეც თქვენ, მეგობრებო, ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება. ეს არის ელემენტარული უსაფრთხოება, თავისუფლება და ცხოვრება კანონის მიხედვით, ეს არის ადამიანის ღირსება და ყველა ადამიანის უფლება, მარტივი რამ, რასაც ახლა მოკლებულია უკრაინის 1877  ქალაქი და სოფელი. ოკუპანტი იბრძვის, რომ ეს რიცხვი გაზარდოს”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

უკრაინის დახმარების გამო, რუსეთმა პოლონეთს „დრუჟბის“ მილსადენი გადაუკეტა

რუსეთმა „დრუჟბის“ მილსადენით პოლონეთს ნავთობის მიწოდება ჩაუკეტა. ინფორმაციას პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „PKN Orlen“-ის დირექტორი დანიელ ობაიტეკი ავრცელებს. „ნავთობის მხოლოდ 10%-ს ვიღებდით რუსეთიდან, რასაც ჩვენ სხვა წყაროებიდან მიღებული ნავთობით ჩავანაცვლებთ”, – აცხადებს ობაიტეკი. რუსეთმა კი აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთმა უკრაინას გერმანული „ლეოპარდის“ ტანკები გაუგზავნა.  

მეტი...

ნინო სუხიშვილის მეუღლე გარდაიცვალა

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დირექტორის, გენერალური პროდიუსერის, კოსტიუმების ავტორის ნინო სუხიშვილის მეუღლე ზურაბ ლეჟავა გარდაიცვალა. ბიზნესმენი რამდენიმე ხნის უკან ავტოავარიაში მოყვა და მდგომარეობა მძიმე იყო. „მედიაცენტრი მთავარი“ უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს და პირადად ნინო სუხიშვილს ამ დიდ ტკივილს.  

მეტი...