„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას”- უკრაინის საგარეო უწყება

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლესთან პოლიტიკური შურისძიების მიზნით“,- ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა „საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს“ ყველაზე უარესი ტრადიციებით მოქმედებთ, როდესაც იყენებს სააკაშვილის მიმართ „ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, გაცნობიერებულად ქმნის მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს.“

,,უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფს რომ მას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს.

უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. არ ეთამაშოს ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები