ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. ძალაში დარჩა პატიმრობის ვადები  – აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ბრალს მხოლოდ ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.

15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით,  22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნო.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს.

მსგავსი თემები