,,სააკაშვილი, რომელმაც საქართველო გამოაღვიძა, 16 თვეა ციხეში იტანჯება”- პეტრას აუსტრევიჩუსი

,,მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის.

„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მიიჩნევს, რომ პროევროპულია და სურს ახლო კავშირები დასავლეთთან. ამავე დროს, საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია, სადაც არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც იგნორირებას უკეთებს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა საქართველო და შეცვალა ქვეყანა, თექვსმეტი თვეა, ციხეში იტანჯება. ეს არის მისთვის ანგარიშსწორება პოლიტიკური მეტოქეობისა და წარსულში დაბრუნებისთვის. მოგიწოდებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს მისცეთ უფლება, წავიდეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის დაყოვნების გარეშე. დაიცავით მისი სიცოცხლე და ქვეყნის შანსი, შეინარჩუნოს ევროპული სახე“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მსგავსი თემები