,,მივესალმებით, თუ რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა მოხდება”- ირაკლი ზარქუა

,,მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ,” – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა  გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, “ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო”. ,,მილიონამდე ეთნიკურად ქართველი არის რუსეთის მოქალაქე. დღეს რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შემოვიდნენ ქვეყანაში და არ არიან შეზღუდულები. მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ და ამის თაობაზე, არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის არჩევნების პერიოდში, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ჰქონდათ – ვინ ვის როგორ აბრალებდა…

მეტი...

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. „პირველი აპრილიდან A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლის მქონე ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტობუსე ზოლში გადავიდნენ, მგზავრი აიყვანონ ან ჩამოსვან, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება. ამ მიმართულებით ჩვენ შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

,,რუსეთი უტევს და უკრაინის პრეზიდენტი იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, ეს ძალიან უცნაურია”- ირაკლი ზარქუა

,,ეს არის დაგეგმილი სპექტაკლი. გუშინ, პატიმარმა სააკაშვილმა აიწია მაისური და ეგრევე ჩაინიშნა EPP-ში დებატები…ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ს ვურჩევდი, რომ თავი დაანებონ ჩვენ ქვეყანას” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი მოკლას სააკაშვილი“. „ძალიან ვწუხვარ… უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე. ეს ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს. ჩემთვის ეს გაუგებარია. უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას”, – განაცხადა…

მეტი...

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯო ბაიდენის სახლი გაჩხრიკა

საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში, რომელიც დელავერის შტატში მდებარეობს, ჩხრეკა ჩაატარა. ბიბისის ინფორმაციით, ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ფედერალურ ბიუროს პრეზიდენტის სახლში წესების დარღვევით შენახული საიდუმლო დოკუმენტები არ აღმოუჩენია. ჯო ბაიდენის ადვოკატის განცხადებით, ჩხრეკა პრეზიდენტის ნებართვით ჩატარდა, თუმცა, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცედურა წინასწარი საჯარო შეტყობინების გარეშე განხორციელდა და მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საიდუმლო დოკუმენტები გასული წლის ნოემბერში პენ ბაიდენის ცენტრში აღმოაჩინეს. შემდეგ დამატებითი საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის კიდევ ერთ სახლში, ვილმინგტონში დეკემბერსა და იანვარში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩნდა.

მეტი...

გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა

გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 123  გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 578 ფაქტი დარეგისტრირდა, საიდანაც 402 გახსნეს (69.55%). აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება.  

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 129 030 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 129 030 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 თებერვლამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 129 030; ​ტანკი – 3 211 ; ჯავშანტექნიკა – 6 382; საარტილერიო სისტემა – 2 212; სარაკეტო სისტემა – 458; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 222; თვითმფრინავები – 293; ვერტმფრენი – 284; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 951; საკრუიზო რაკეტები – 796; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5064; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 200.

მეტი...

ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნულმა საკითხმა სერიოზული უთანხმოება გამოიწვია წევრ ქვეყნებს შორის. ”ბიბისის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ საფრანგეთმა გამოთქვა მზაობა, კიევს სამხედრო თვითმფრინავები მისცეს. უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავენ ვაშინგტონშიც.

მეტი...

უამინდობის გამო, გზების ნაწილზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ97 (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

ნიკო კვარაცხელიას მკველობის საქმე – სააპელაციო დღეს განაჩენს გამოაცხადებს

ნიკო კვარაცხელიას მკველობის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართეთა კოლეგია განაჩენს 13:00 საათზე გამოაცხადებს. ბრალდების მხარე  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვს. წინა პროცესზე პროკურმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ეთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოპოვებული მტკიცებულებები უტყარია და ამით ბრალდებულების – გიორგი კავილაძისა და ალეკო ჭელიძის დანაშაული დასტურდება. ალეკო ჭელიძის ადვოკატს მტკიცებით, ჭელიძემ ნამდვილად ჩაიდინა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, მაგრამ ეს არ ჩაუდენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძის დაცვის მხარეს, ის სასჯელის გაბათილებას ითხოვს კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ნაწილში და ბრალის კვალიფიკაცის შეცვლას მოითხოვს.…

მეტი...

,,არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე”- სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს სურს, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა მისი მიწა დატოვოს. „რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე. რუსეთმა, პრაქტიკულად, უკვე წააგო ბრძოლები, თუ მთლიანად ომი არა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მეტი...

,,რუსეთმა, უკრაინის ომის წლისთავზე, შესაძლოა, ახალი შეტევა დაიწყოს”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური თავდასხმა ომის წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს სცადოს.  რეზნიკოვი ნატო-ს ქვეყნებს ახალი სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს. ,,ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სიმბოლიკაში ცხოვრობენ, 24 თებერვალს შეიძლება რაღაც სცადონ… ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს მტერს. მათ ოფიციალურად გამოაცხადეს 300 000 ჯარისკაცი (მობილიზებული), მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ჯარებს საზღვრებზე, ჩვენ ვაფასებთ, რომ ეს ბევრად მეტია”, – განაცხადა რეზნიკოვმა. მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ამ ნაბიჯისთვის მზად უნდა იყოს. „ჩვენ ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, რომ მზად უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მალე. ამიტომ გვჭირდება იარაღი მტრის შესაკავებლად,” –…

მეტი...

,,არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს”- სალომე ზურაბიშვილი

,,არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,” – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვას. პრეზიდენტმა ”ბლუმბერგთან” საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დადგა დრო ევროპის მიერ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად“. მისი თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს, რაც, მისივე განცხადებით, რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო თავისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ მოიაზროს. „თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც არ ვასრულებთ, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წინსვლა გვჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა ტანკებით, მოიერიშე თვითმფრინავებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით. „კრამატორსკი. რუსმა ტერორისტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ზოგიერთი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. მათ ტერორის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ. რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა ტანკებით. მოიერიშე თვითმფრინავებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბა, რის შედეგადაც მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი – დაშავდა.

მეტი...

,,არ შეიძლება, თვითდაზიანება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს”- მამუკა მდინარაძე

,,არცერთი სახელმწიფო არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიჰყვება ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება, გათავისუფლების საფუძველი გახდეს,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. მისი თქმით, ყოველთვის არსებობდა თვითდაზიანების პრაქტიკა, თუმცა მსგავსი ულტიმატუმის გამო არცერთ სახელმწიფოს არ გაუთავისუფლებია პატიმარი. „ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არცერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას, ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საპატიმროების წესრიგს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მეტი...

რუსეთმა კრამატორსკი დაბომბა – დაიღუპა მინიმუმ 3 და დაშავდა 21 ადამიანი

რუსეთის ძალებმა პირველი თებერვლის ღამეს დონეცკის ოლქში, კრამატორსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საცხოვრებელ უბანს თავს “ისკანდერ-K” ტიპის რაკეტით დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...