ჰიგიენა და სანტარული შეუსაბამობა – ომბუდსმენის მონიტორინგი კლინიკებში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისიში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარში კლინიკები შეამოწმა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შემოწმების დროს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში წყალმომარაგების, ჰიგიენისა და სანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა.

“ვიზიტების დროს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იყო 24-საათიანი წყალმომარაგება. თუმცა შვიდმა დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა წყლის ავზის დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ-ერთ შეფასებულ დაწესებულებაში განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო წყლის მომარაგების ავზი, რომელიც არის დაჟანგული და უცნობია, ბოლოს როდის გაიწმინდა და დამუშავდა (სურათი 7). ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში64 ხელსაბანები არ იყო ტექნიკურად აღჭურვილი, ერთი-ერთი დაწესებულების საოპერაციოში არ იყო თხევადი საპონი, ერთმა (№7) დაწესებულებამ ხელსაბანის აღჭურვის და გამართვის ხელისშემშლელ ფაქტორად შესყიდვების პროცედურების გაჭიანურება დაასახელა. დაზიანებული და გაუმართავი ხელის ჰიგიენის საშუალებების არასაკმარისი რაოდენობა დაწესებულების დერეფანში”- აღნიშნულია დასკვნაში.

 

მსგავსი თემები