უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 63 „აზოვსტალის“ მებრძოლია „დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო პირი მოდის. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის ჩათვლით. ახლობლები მათ ასე დიდ ხანს ელოდებოდნენ. გმირებიდან ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო”, – აცხადებს ერმაკი.

მეტი...

გერმანიის კანცლერს თეთრ სახლში ელოდებიან

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ში მარტის დასაწყისში ჩავა. კანცლერი 3 მარტს, თეთრს სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება. „კანცლერის ვიზიტი შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოში ჩვენ მოკავშირე გერმანიას შორის მეგობრობის ღრმა კავშირები”, – აცხადებენ თეთრ სახლში. კანცლერი და პრეზიდენტი უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ უკრაინის საკითხსა და  გლობალურ უსაფრთხოებაზე.  

მეტი...

სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

სლოვაკეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებულია. რეზოლუციით  სლოვაკმა დეპუტატებმა უკრაინაში რუსეთის სისასტიკე დაგმეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. “რეფერენდუმებს” და მათ შედეგებს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილი რჩება. რეზოლუციის მიხედვით, სლოვაკი დეპუტატები გმობენ რუსეთის ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. რეზოლუციას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.  

მეტი...

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს გელათის გადასარჩენად“ –  პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

გელათის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნული შეხვედრა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო გადადო. შეხვედრა 17 თებერვლის ნაცვლად, 24 თებერვალს ჩაინიშნა. როგორც პრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს,  დაუშვებელია გელათის საკითხზე კომპრომისი. „დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ გელათის გადასარჩენად ყველაფერი არ გაკეთდეს. მაგრამ, როცა ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ, ამაში ეკლესიას მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს გელათის გადასარჩენად“ – აცხადებს  პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. დეკანოზ გურამ ჭარელაშვილის თქმით კი შეხვედრა იმიტომ გადაიდო, რომ უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ საკითხი. „შეხვედრა გადაიდო და ხვალ არ გაიმართება. ჯგუფი შეთანხმდა, რომ მასალები საფუძვლიანად და სრულად წარვადგინოთ და საკითხი სრულყოფილად განვიხილოთ. საკმოდ ინტენსიური კომუნიკაცია…

მეტი...

„გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდაა გამეტებული“ – მეუფე ნიკოლოზი

„ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. ამ ლინჩის წესის ტერმინოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველამ შეიძლება ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს ლინჩის წესით გასამართლება“  -აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იგივეა, რაც ლინჩის წესით გასამართლება. „ლინჩის წესი ნიშნავს სასამართლო პროცესის გარეშე განაჩენის გამოტანას. ყველა შესვლაზე სააკაშვილი უარესად და უარესადაა. რაც ბოლოს ჩემი თვალი ვნახე, ყოველგვარ ფარგლებსაა გადაცდენილი.  გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა“ – აღნიშნა მეუფემ ჟურნალისტებთან. კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. „განსაკუთრებით, რაც „ვივამედში“…

მეტი...

„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი                               

“ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება” – აცხადებს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონის (იარაჯული). მისი თქმით, წმინდა სინოდის სხდომამდე პატრიარქს შეხვდა და ტავად შესთავაზა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის მმართველობის ქვეშ გადასულიყო. „უკანასკნელ ჟამს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამწყსოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აღძრა ფართო ინტერესი, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მცირეოდენი კომენტარი გავაკეთო აწ უკვე საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის მიერ გავრცელებულ სხდომის განჩინების /14.02.2023 / მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც…

მეტი...

მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ფრაგმენტები იპოვეს – მოლდოვის შსს

მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უკრაინის საზღვარზე, საგუშაგო “ლარგასთან” რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს. უწყების ცნობით, მიიღეს სასწრაფო ზომები ტერიტორიის დასაცავად, ადგილზე მუშაობენ პროკურატურის თანამშრომლებიც. მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს უკვე რაკეტების ნარჩენების ჩამოვარდის მეოთხე შემთხვევაა.

მეტი...

,,გარდაიცვალა მე-10 კლასის მოსწავლე”- N51 საჯარო სკოლა ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის N51 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა მე-10 კლასის მოსწავლე. ,,სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, დავით დგებუაძის გარდაცვალების გამო. სკოლის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს,”- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ეს კამპანია მალე ესებუამდეც მივა”- ირაკლი კობახიძე „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაზე“

,,ეს კამპანია მალე ესებუამდეც მივა,”- ასე ეხმიანება ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაფუძნებულ მოძრაობის დაფუძნებას. მისი თქმით, ”კრიმინალების დაცვის მიმართულებით ისეთი სწრაფი ტემპებით მიდიან, ბოლოს პოლიტიკურ კამპანიას ბადრი ესებუას გასათავისუფლებად წარმოიწყებენ”. „საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს, სასჯელი უნდა აღსრულდეს. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ეს პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ტაჯიკეთში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ზვავი ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში ჩამოწვა. ზვავმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და გზები, შეჩერებულია ტრანსპორტის მიმოსვლა. ზვავსაშიში ზონიდან 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

მეტი...

შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია მტრის 7 ხომალდი – უკრაინის საზღვაო ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის პრესცენტრის ინფორმაციით, 16 თებერვლის მდგომარეობით,  შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია რუსეთის 7 ხომალდი. მათგან 2  “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდია და ჯამურად მასზე 16 რაკეტა ინახება. მათივე ცნობით, მტრის ერთი გემი დგას აზოვის ზღვაში, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში – 10, საიდანაც ხუთი კალიბრის საკრუიზო რაკეტების მატარებელია ჯამში 72 რაკეტით. საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 32 საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტა გაუშვა.

მეტი...

,,შევხვდებით ორი აგრესორი და მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი”- ლუკაშენკო ბაიდენს მინსკში ეპატიჟება

ალექსანდრ ლუკაშენკო ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მინსკში ეპატიჟება. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტს გარანტიას აძლევს, რომ პუტინი ჩავა და ყველა პრობლემას მოაგვარებენ. „რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა? ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა,  „ბოინგს“ და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“,…

მეტი...

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ავარიის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.  

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს”- ლევან ხაბეიშვილი

პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს. ,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთ რეზოლუციაში არ ყოფილა მოხსენიებული ქართველი ადამიანი, რომელზეც საუბარია, როგორც პრობლემაზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. პირდაპირ წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მოღალატე, შინაარსობრივად ასე გამოიყურება ეს ყველაფერი, ასევე არ ყოფილა ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ სახელი და გვარი ჩაეწეროთ, რომ ადამიანი არის ვენდეტის მსხვერპლი და ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ვენდეტა რუსი ოლიგარქის მხრიდან, რომელიც კრემლის დავალებით მოქმედებს. ამიტომ, ამაზე მეტს ამ რეზოლუციებში ვერ დაწერენ. ერთადერთი გამოსავალი აქვს ამ შემთხვევაში რუსულ პარტიას, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია სასწრაფოდ…

მეტი...

,,ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს – დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს”- ირაკლი კობახიძე

„სტრასბურგმა რომ ასეთი სარჩელი დააკმაყოფილოს, გამოდის, რომ მთელი ევროპის მასშტაბით სასჯელაღსრულების სისტემები ბოლომდე უნდა ჩამოშალოს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მისი თქმით, ”ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს – დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს”. „ერთხელ მაინც თუ დაუშვებს სასამართლო პრეცედენტს, რომ ადამიანი ხელოვნურად იკლებს წონაში და ეს მისი გათავისუფლების საფუძველი ხდება, ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს – დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს და ეს თუ მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ნორმალურ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. ვერ ვხედავ ამ საქმის მათთვის სასიკეთოდ…

მეტი...

,,გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრები, მაშინ გახდით მონები”- მიხეილ ყაველაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყველაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუცია შეურაცხმყოფელია. მისი თქმით, ჩვენმა უფროსმა თაობამ იმისთვის იბრძოლა, რომ მსგავსი რეალობები საქართველოში აღარ ყოფილიყო. „ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, კი გაქვთ მართლმსაჯულება და სასამართლო, მაგრამ მერე რა, „დაიკიდეთ“, კანონის უზენაესობა „დაიკიდეთ“ ყველაფერს, ხაზი გადაუსვით, გინდათ სტატუსი მიიღოთ? მაშინ, კუბილიუსის აპითეტს გამოვიყენებ, „ჩვენი წესებით ითამაშეთ“. ახლა რა ვქნათ ქართულმა საზოგადოებამ, თუ განსხვავებულად ვფიქრობთ და ევროკავშირს განსხვავებულად ვხედავთ და იმ ღირებულებებს, რისთვისაც მთელი ქვეყანა მივილტვით, ეს ევროკავშირი არ არის. ევროპარლამენტის 577 წევრი ევროპული ღირებულებები არ არის. თუ ეს ევროპული ღირებულებებია და ამ…

მეტი...

2022 წელს, 10 თვეში ქართულ ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში

2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის  გაგზავნილ ინფორმაციაშია ნათქვამი. ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში  საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა 109 949 ანგარიში გახსნეს. ხოლო იურიდიულმა პირებმა – 6 ანგარიში. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი საბანკო ანგარიში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა ოქტომბრის თვეში გახსნეს. ანგარიშების რაოდენობა 27 784-ს შეადგენს. ყველაზე ცოტა კი აგვისტოში 6409. „გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში…

მეტი...

სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 15 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები. წესით განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭირვალე და სამართლიანი პრინციპები, ქსელთან მიერთების პირობები და შესაბამისი საფასურები. ახალი რეგულაციის შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (არაუმეტეს 18 თვე) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებლად.

მეტი...

,,მე რუსული კანონი არ წამიკითხავს, შეიძლება ნედ პრაისს წაკითხული აქვს”- ირაკლი კობახიძე

,,რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ამერიკული ვარიანტი. „ანალოგი ნამდვილად არ არის იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო დარბილებულია – ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა. ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია, ჩვენ დავარბილეთ. საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს…

მეტი...

,,სირცხვილია, რომ მაგრველაშვილს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი”- ირაკლი კობახიძე

სირცხვილია, რომ ამ კაცს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი სულ რამდენიმე წლის წინ, ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე  გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“. „არ მიკვირს, არც ჯარისა და არც ნებისმიერი ქართველის აღშფოთება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი. როცა ის ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენია. პირველ რიგში ჯარისთვის. აქედან გამომდინარე, მათი აღშფოთება არ…

მეტი...

,,რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები”- ირაკლი კობახიძე

,,იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერები აბსურდულია, მას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს, ნულოვანი ფასი აქვს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ”საქართველოს წინააღმდეგ გლობალური ინტერესია და ვინც ამ ინტერესს აკოორდინირებს, მათ სერიოზული გავლენა აქვთ ევროპულ სტრუქტურებზე.” „წინა შემთხვევაში არც ევროკომისიას და არც ევროპულ საბჭოს არ გაუზიარებია შესაბამისი რეზოლუციები. ეს არის მესამე შემთხვევა. იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერები აბსურდულია, მას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს, ნულოვანი ფასი აქვს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები. თურმე სააკაშვილი ციხეში ყოფილა მძიმე მდგომარეობაში ივანიშვილის…

მეტი...

„მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, იმ შემთხვევაში თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მზად არის ომში ჩაერთოს რუსეთის მხარეს, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. „მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე – თუნდაც ერთი ჯარისკაცი – მოვა ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით ჩემი ხალხის მოსაკლავად, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება. ომი კი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი...

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ საკუთარი წინადადებების პროექტი გაუგზავნა

სომხეთის  პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა დაასრულა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და თავისი წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს არა ომის დაწყებას, არამედ გრძელვადიან მშვიდობას. „როდესაც ვსაუბრობთ წინადადებებზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს სრულფასოვანი დოკუმენტის პროექტი ჩვენი წინადადებებით. დოკუმენტი გადაეცა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებსაც. ჩვენ პროექტზე ვმუშაობთ შემდეგი პროექტიდან გამომდინარე – უნდა მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყოს მისი ხელმოწერა. გასაგებია, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს მისაღები აზერბაიჯანისთვისაც. ვიმედოვნებთ, მოლაპარაკებების სამი ეტაპის შედეგებით მიღწეული პროგრესის განვითარება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ხედვა არის შემდეგი:…

მეტი...

,,დასავლეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს”- ელენე ხოშტარია

,,ადამიანის ჯანმრთელობა რომ არ შეიძლება, ვაჭრობის საგანი იყოს და სამკურნალოდ უნდა გაუშვან, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა,” – ასე ეხმიანება „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დასავლეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის პერსონალური სანქციები. „მსოფლიოში დარჩა რუსეთი, ბელარუსი და საქართველო, რომლებიც უგუნურ და საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. საქართველო ხან რაზე უპირისპირდება დასავლეთს და ხან რაზე. ადამიანის ჯანმრთელობა რომ არ შეიძლება, ვაჭრობის საგანი იყოს და სამკურნალოდ უნდა გაუშვან, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. ამას ელემენტარული ადამიანობა სჭირდება და შენ რომ დასავლეთს უპირისპირდები, მას ძალიან ბევრი ბერკეტი…

მეტი...

,,ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს?!”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს?! ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია, პარტნიორებთან რატომ უნდა მქონდეს?,”- ასე პასუხობს „ხალხის ძალის” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისის განცხადებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. „ნედ პრაისის განცხადებას რაც შეეხება, მიუხედავად პატივისცემისა და ამას ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც დეტალურად ვუხსნით საზოგადოებას და ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ჩავატარეთ ბრიფინგი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას. მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონპროექტი და შეგვიძლია…

მეტი...

,,ველოდები, რომ დაიწყება კამპანია: „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“- იაგო ხვიჩია

,,ფაქტობრივად, მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, მთელი ევროპარლამენტი გვეუბნება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება,”- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, ”ქართველმა ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რა მავნე შედეგები მოაქვს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას“. „მის შესრულებასთან ერთად უნდა დავიწყოთ საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. ისევ ველოდები, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება იმის კამპანია, რომ ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა. სწორი დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, ზუსტად ის შანსი, რომელიც ახლა საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით და მათ მიერ არაფრის…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ძაღლი ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა აკაკი ფაღავას ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 6-7 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ძაღლი ამოიყვანეს. მაშველებმა ძაღლი ვეტერინარული შემოწმების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს. ,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2 ქართველი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაშია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ქართველები, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ, ცოცხლები არიან და რუსების  ტყვეობაში იმყოფებიან. ვაშაძის თქმით,  მისი მიზანია ქართველი ბიჭები მოხვდნენ პრიორიტეტულ სიაში და მალე დასრულდეს მათი ტყვეობა. „2 ქართველია ტყვედ, რომელიც იბრძოდა მარიუპოლში და იმ დროიდან არის ტყვეობაში. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუმცა ვიცით, რომ არიან ცოცხლები. ჩემი კონტაქტებით, ვცდილობ ამ ადამიანების გამოხსნას, ოჯახებთან გვაქვს კონტაქტი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და საელჩოსთან აქამდეც მქონდა კომუნიკაცია, დღეს კიდევ ერთხელ გავცვალეთ ინფორმაცია. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ პრიორიტეტულ გაცვლით სიაში მოხვდნენ ჩვენი ქართველი ბიჭები და რაც შეიძლება სწრაფად დავიხსნათ…

მეტი...

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა – Bloomberg

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. გამოცემის ცნობით, ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ. როგორც Bloomberg წერს, განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა უჯდება ბანკს იურიდიული დავები გლობალურად. ეს იქნება დასასრული იმ დავისა, რომელიც სექტემბერში დაიწყო. ,,ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა ბანკის ტრასტის ერთეულს 800 მილიონი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და თქვა, რომ დაკარგა შემოსავალი, რომელსაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში გამოიმუშავებდა, თუ მისი…

მეტი...

,,ყველაფერი, ნელ-ნელა დალაგდება”- გიული ალასანია

,,კარგია, რომ აფასებენ ამ წვლილს, რომელმაც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან,”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. მისი თქმით, მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის მიღებაში. ,,ძალიან მადლობელი ვარ გუშინდელის, ყველა იმ ადამიანის, ვინც მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის მიღებაში, ძალიან კარგი ფაქტია, კარგია, რომ აფასებენ ამ წვლილს, რომელმაც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან, ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული მოგეხსენებათ, და კარგია, რომ ეს ადამიანები უფასებენ ამას. ყველაფერი, ნელ-ნელა დალაგდება მე ვფიქრობ, უკრაინა გაიმარჯვებს, შეიქმნება სრულიად ახალი წესრიგი უსაფრთხოების მსოფლიოში, იმედია, ერთადერთი ის არის,…

მეტი...

,,ორჯერ უმაღლესი მთავარსარდალი კამო პეტროსიანივით არ უნდა იპარებოდეს თავის ქვეყანაში”- ელისაშვილი სააკაშვილზე

,,ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კრახი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ,,ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის აბსოლუტურად დამსახურებული, კარგი ღონიერი სილა და ალიყური „ქართული ოცნებისთვის“. „ხელისუფლება თუ ტენდენციას დააკვირდება, ნახავს, რომ ევროპარლამენტარების რაოდენობა სესიიდან-სესიამდე იზრდება და ეს იმის დამსახურებაა, რომ კალაძე, კობახიძე და სხვები ისე ლაზღანდარობენ ევროპარლამენტზე, ევროპელ ჩინოვნიკებზე, რომ ეს არის ამ ყველაფრის დამსახურება. ეს რეზოლუცია არის კრახი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის, თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. პირველია ის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს.

მეტი...

,,ზეზვა და მზია უფრო ევროპელები არიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე”- პაატა მანჯგალაძე

,,ზეზვა და მზია უფრო ევროპელები არიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე,”- ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც  ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს. „ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს. კობახიძემ თქვა უზენაესი საბჭო გაგვახსენა ამან საბჭოთა კავშირისო, მეორე სპიკერი თალაკვაძე საუბრობდა ევროპარლამენტმა ევროპას უღალატაო, ძალიან აჭრილი და არეულია მათი სასაუბრო მესიჯბოქსი. არადა ევროპელებს აქვთ მარტივი გზავნილი – თუ გინდათ ევროპა, ისწავლეთ ევროპულად მოქცევა, აი, ამას ითხოვენ, რომ ადამიანი არ იქნას მოკლული საპატიმროში იმის გამო,…

მეტი...

,,რუსეთი 24 თებერვალს მასობრივ შეტევას გეგმავს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასიურ თავდასხმას გეგმავს. მისი თქმით, უკრაინა მზად არის. „ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა „მივიღეთ“. ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერს გადავლახავთ”, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი კიევში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი  ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება. ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში ისრაელის საელჩოს ხელახლა გახსნაში, რომელიც სრულად აღადგენს მუშაობას. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ვიზიტსაც გეგმავს. “ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს რთულ დროს”, – დაწერა კოენმა ტვიტერზე.

მეტი...

უნგრეთი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ეროკავშირის გადაწყვეტილებას ბლოკავს – მედია

უკრაინული მედია, პოლონურ რადიო RMF FM-ზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთმა დაბლოკა ინიციატივა, ევროკავშირს გამოეხატა პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, სააკაშვილისთვის პატიმრობის ვადა შეეჩერებინათ, რათა მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა. აღნიშნული წინადადება უნდა შესულიყო ევროკავშირის დიპლომატიურ პროტესტში, რომლის გამოხატვასაც ოფიციალური თბილისის მიმართ აპირებდნენ. პოლონეთის წინადადებას უნგრეთის გარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მედია წერს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესმდივანმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამო ევროკავშირის შესაძლო პროტესტზე.

მეტი...