„არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ“ – რომის პაპი საქართველოზე

რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან საქართველოზე, მის ოკუპირებულ ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ფეხზე წამოდგომას ყოველთვის ახერხებდა. პონტიფიკოსის მიმართვას წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური ავრცელებს. „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ,…

მეტი...

ხობში მოკლული ქალის მკვლელი სავარაუდოდ, ქალია

ხობის მუნიციპალიტეტში, ტყეში მოკლული და დასახიჩრებული ქალის ცხედარი იპოვეს. ახლგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ქალი.  სავარაუდოდ, ისინი ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი ტყეში ადგილობრივმა მამაკაცმა იპოვა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

მეტი...

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებას“ – რუსული მხარე

კრემლი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თემით ისევ გააქტიურდა. როგორც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ერთ-ერთი აქტიური სახე მარია ზახაროვა აცხადებს, რუსეთის ინტერესია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ იყოს მშვიდობა და განვითარება. „მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით. ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია“…

მეტი...

„აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა“ – მარია ზახაროვა

რუსული მხარე  აცხადებს, რომ აფხაზეთია და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებით, მათ ეს რეგიონები გადაარჩინეს. „15 წლის წინ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები“ – ასეთია კრემლის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მორგი გზავნილი. მისი შეფასებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მაცხოვრებლებს  რუსეთის მოქალაქეობა გააჩნიათ და მხარს უჭერენ რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ზახაროვა ასევე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსგან მოელის „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და სწორედ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.  

მეტი...

„გირჩს რა დაუთმო “ქართულმა ოცნებამ” რის სანაცვლოდ შევეკარით “ქოცებს?“ – იაგო ხვიჩია  

„გამოჩნდეს ერთი ადამიანი რომელიც დაამტკიცებს, რომ “ქოცებთან” ვართ შეკრული და მათ ჭკუაზე დავდივართ, მე ამას  დავამტკიცებ პარტიების უმრავლესობაზე“ – აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, რომელიც ამტკიცებს, რომ „გირჩს“ ქართულ ოცნებასთან საერთო არაფერი გააჩნია. „ჩემზე რა პრივილეგია აქვს ვინმეს გაკეთებული. რა დამითმო „ოცნებამ, რომ მასთან გარიგებაში შევედი? პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მოკავშირეა. არ გამოვრიცხავ, თავის დროზე გირჩიც „ქართული ოცნების“ მოკავშირედ პარტიად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, დღეს რომ ასე არ არის, ამის დანახვას რა უნდა თუ იდიოტი არ ხარ“ – აცხადებს იაგო ხვიჩია. მისი თქმით, საკმაოდ ადვილი დასამტკიცებელია, რომ სხვები…

მეტი...

ბათუმის ახალ ბულვარში აფეთქება მოხდა

ამ წუთებში, ბათუმის ბულვარში სამაშველო ბრიგადები  და პოლიციაა მობილიზებული. სავარაუდოდ ზღვაში რაღაც აფეთქდა. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქდა საზღვაო ნაღმი. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, თითქმის მთელი ბათუმი მოიცვა.

მეტი...

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, ბელარუსში არ ჩავიდნენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს. საგარეო უწყება „მტკიცედ გაფრთხილებას“ იძლევა,  არ ჩავიდნენ  ბელარუსში. როგორც ფრანგი დიპლომატები განმარტავენ, მიზეზი რუსეთის მხრიდან  უკრაინაში ახალ შეტევაა. მსგავსი მიმართვა  აშშ-მაც გაავრცელა და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ რუსეთი.  

მეტი...

“ოპოზიცია არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების ხელშია. მისი შეფასებით, გარიგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება. „ჩემი აზრით, ოპოზიცია არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ეს თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებმა იციან. რომ ჰკითხო, თვალს გიკრავენ, რომც არ დაგიდასტუროს ვინმემ. ამ წუთას „ქართული ოცნების“ ხელშია „ნაცმოძრაობა“, – აცხადებს ხვიჩია. რაც შეეხება გარიგების თემას, ხვიჩია თვლის, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. „ერთადერთი საღი აზრი და ლოგიკა, რაც შეიძლება ამაში იდოს, არის ის, რომ სანაცვლოდ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს ლოგიკა არ დევს და მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, გამოდის, რომ…

მეტი...

„ყველაზე სარისკო 2 წლამდე ასაკის ბავშვებია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„გრიპის ვირუსის გავრცელება თებერვალ-მარტში კვლავ მაღალი დარჩება“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან. მისივე შეფასებით, რისკ ჯგუფია 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით კი 2 წლამდე. „წლევანდელი წელი „ა“ ტიპის ვირუსის სიჭარბით გამოირჩევა. „ბ“ ტიპის გრიპის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში ერთეული რაოდენობითაა. ძირითადად დომინირებს H3N2 ტიპის ვირუსი, ხოლო წლის მეხუთე კვირაში იყო „ა“ ტიპის ვირუსის სიჭარბე. თუმცა ამ ვირუსებს შორის რომელი იქნება გავრცელებული, მნიშვნელობა რა აქვს, დიდი განსხვავება არ არის კლინიკური და მკურნალობის თვალსაზრისით. ერთი რამ ცხადია, წლევანდელი წელი უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩეოდა H3N2…

მეტი...

„ბერლუსკონის ქმედებები პუტინის ხელებზე, სისხლიან ხელებზე კოცნის მცდელობაა“ – უკრაინული მხარე

უკრაინული მხარე სილვიო ბერლუსკონის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა პუტინის სისხლიანი ხელების დაკოცნის. „სილვიო ბერლუსკონის ბრალდებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, პუტინის ხელებზე, იდაყვებამდე სისხლიან ხელებზე კოცნის მცდელობაა“ – ასე  აფასებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებას. შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ რუსეთის უკრაინის შეჭრაში უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა. მისი თქმით, იტალიის პრემიერი რომ ყოფილიყო, ზელენსკის არც შეხვდებოდა. ბერლუსკონის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გამონათქვამები იტალიის რეპუტაციისთვის სერიოზული ზიანის მომტანია. „ბერლუსკონი არის VIP აგიტატორი, რომელიც მოქმედებს…

მეტი...

„კრაკენის“ საპრევენციო ყველაზე ეფექტიან საშუალებად კვლავ ვაქცინაცია ითვლება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაცისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ აცრაა. როგორც ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე ჯანმო-მ პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან თავს იკავებს. „რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინაციის საკითხი დღემდე აქტუალური რჩება. არ არსებობს არც ერთი სხვა ეფექტიანი ღონისძიება კორონავირუსის პრევენციისთვის ვაქცინაციის გარდა. საუბარია ვაქცინების მე-3 და მე-4 დოზაზე, რაც „ომიკრონის“ წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობად რჩება. ამიტომ, რისკ ჯგუფებისთვის – 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ვისაც ვაქცინაციის ორი დოზა აქვს ჩატარებული, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება მე-3…

მეტი...

„თებერვალსა და მარტში კორონავირუსის შემთხვევების მატება, ახალი ტალღაა მოსალოდნელი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი დასრულებისკენ არ მიდის და უფრ მეტიც, თებერვალ-მარტში შემთხვევების მატებას ელოდებიან. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“  განაცხადა,  ჯანმო-მ პანდემიის დასრულებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. „კორონავირუსის შედარებით ახალი მუტაციაა ე.წ. XBB.1.5 „კრაკენი“, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირველად და არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც ამერიკაშიც, ევროპაში და საქართველოში შემთხვევების მატება გამოიწვია. ამ ვარიანტის გადამდებობიდან გამომდინარე, ჯანმო-ს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება, ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო.…

მეტი...

გორში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

გორის ცენტრში, მშენებარე კორპუსიდან 60 წლამდე ასაკის მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, კაცი ადგილზე დაიღუპა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პარტნიორები გააძლიერებენ და გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ახალ შეტევებს იწყებს. ,,უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება გასამარჯვებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთს მხარეს მოხალისედ მებრძოლი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა. რამინ ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალის სოფელ პირველი ოტობაიადან იყო. დაღუპულის მამა GAL TV-თან ამბობს, რომ მისის შვილი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. მისი თქმით, რამინ ბახტაძე რუსეთის მხარეს საბრძოლველად მეგობრებთან ერთად წავიდა და 31 დეკემბერს, უკრაინელების მიერ ქალაქ მაკიივკაზე მიტანილი იერიშისას დაიღუპა. შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახზაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა.

მეტი...

,,თუ პუტინის ბრძანება იქნება, მზად ვართ ამერიკამდეც ჩავიდეთ”- კადიროვი

,,თუ იქნება უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება, ჩვენ მზად ვართ ამერიკაშიც კი წავიდეთ, მოლდოვას შორს დავტოვებთ,”- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საზღვრები მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა თავად რუსეთს სურს. “ჩვენ გვყავს ცოცხალი ძალა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს კიევამდე, აიღოს კიევი. დღესვე, თუ გვექნება ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან ჩვენი ნაციონალური თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია, პოლიცია – არ აქვს მნიშვნელობა, უდეპარტამენტო ჯგუფები – ჩვენ გვყავს ყველა ტიპის ქვედანაყოფი, ყველა მზადაა. და შემდეგ – როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს”, – აღნიშნა კადიროვმა.

მეტი...

,,ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარია. „შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, მმართველი გუნდი ინატრებდა ოპოზიციაში ისეთ ლიდერს, როგორიც არის ხაბეიშვილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა. „ლელოს“ და ვაშაძის აქციას მე რატომ უნდა შვეუერთდე. უკრაინას ჩვენგან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა, ყოველთვის აქვს მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ასე იქნება მომავალში. კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება“,…

მეტი...

,,ხაბე” მეცოდება, ჩემი “ხაბე”, რამდენი იწვალა აქამდე მოსულიყო და მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ”- ირაკლი ზარქუა

,,როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ”სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან, ის ძალა დამთავრებულია”. ,,არ მომისმენია მერაბიშვილის ბრძნული აზრები და სახელმწიფოებრივი ხედვა, მაგრამ როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავარი ოპოზიციურ პარტიას, როგორიც არის განახლებული “ნაციონალური მოძრაობა”, განახლების სიმბოლო მერაბიშვილი წარმოადგენს, მადლობა, ძალიან მაგარია. რას ელოდებიან არ ვიცი, 10 კაცამდე ჩამოვიდნენ, ჟურნალისტები უფრო მეტი იყავით…

მეტი...

კიევმა გადმოგვცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანიც მოლდოვაში სახელმწიფოს გადატრიალებაა – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. მაია სანდუს თქმით,  დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი მოლდოვაში დივერსანტების ჩაყვანას რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან აპირებდა. “ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე და მძევლების აყვანას”, – განაცხადა მაია სანდუმ. მისივე თქმით, რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას გეგმავს და ამ მიზნით გარკვეული შიდა ძალების გამოყენებასაც აპირებს.    

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო რეჟიმის დამარცხება”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მისამართით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა გასაგებია, რადგან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მოსულიყო პოლიტიკაში, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოჰყვა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. „ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო – სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ქართული ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრია ასეთი პროექტი, თუნდაც კულტურის მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მთავარი და…

მეტი...

,,სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი ციხეს”- კახა კალაძე

„ეს არის ერთიანად დაგეგმილი სქემა – სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, შემდეგ ის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გაწერილი სცენარის ნაწილი იყო, რომლითაც გადატრიალება და ხელისუფლების ჩამოგდება იგეგმებოდა. „რაც ხდება სააკაშვილთან მიმართებაში და რასაც აკეთებენ, ამაში მხოლოდ სააკაშვილი არ არის ჩართული, მასში ჩართულები არიან ე.წ. „ჩვენი მეგობრები“. მისი შემოყვანის დღიდან დაგეგმილი იყო ქვეყანაში მოეწყოთ გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოგდება. მაგრამ ეს გეგმა ჩაუფლავდათ, არაფერი არ გამოუვიდათ და დღეს, სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან…

მეტი...

,,მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები, ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი პარტიისთვის”- კახა კალაძე

„მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები, ეს მმართველი პარტიისთვის კარგია“, – თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის სანატრელია ოპოზიციაში ლევან ხაბეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის მსგავსი ადამიანების არსებობა. „მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები. ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ჩვენთვის მხოლოდ კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი. ეს შესრულებულია და სასიამოვნოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ვფიქრობ, თავდასხმაა” – პრეზიდენტის მრჩეველი ადმინისტრაციიდან ნახატების წაღებაზე

განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მრჩეველის განცხადებით, ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატის გატანა პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმაა. კონსტანტინე ნაცვლიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რა გახდა იმის მიზეზი, რომ  ნახატები კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წაეღო. ,,ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, და შესაბამისად, ეს ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, რომელსაც იცავს საქართველოს უშიშროების სამსახურიდან დაწყებული სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე…

მეტი...

,,ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

,,სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ ინსტიტუციების მიმართ, ”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ. „სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ ინსტიტუციების მიმართ, ამიტომ ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლიციებში ეს თავად ევროპარლამენტის პრობლემაა ვინაიდან ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ. კანონის უზენაესობაა, რომ დანაშაულს უნდა მოსდევდეს სასჯელი, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ნორმა და თუკი ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს…

მეტი...

,,ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის”- ვანო მერაბიშვილი

,,მჯერა, რომ შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან“,– ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა. მისივე თქმით, ”პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ხალხია, მოიგეს არჩევნები, რადგან წინა ხელმძღვანელობა პასიური იყო”. „გუშინ წინ, ორი დღის წინ, დღესაც სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში მიტინგები ტარდება. ახლა ზამთარია, სიცივე და ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ. მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. მჯერა, რომ შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მეტი...

თბილისში, ატენის ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ვაკეში, ატენის ქუჩაზე ხანძარი იყო – ტროტუარზე მდგომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით სამაშველო სამსახურის ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

სტიქია ფოთში – ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავი გადახადა

ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყდა. ძლიერმა ქარმა შენობას სახურავის ნაწილი გადახადა. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. „ძლიერი ქარის გამო, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის სახურავის გარკვეული ნაწილი გადმოვარდა სკოლის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი ძლიერდებოდა და შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტარაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ფოთის მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავა გადმოვარდნილი სახურავის ნაწილისაგან. ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  36 217- მდე გაიზარდა. ”სიენენის” ინფორმაციით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31 643-ს მიაღწია. რაც შეეხება სირიას, სტიქიას 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160 ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 1 414 კი – მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მეტი...

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ორი ტექსტი, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

დღეს, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან ორში საუბარი ბიძინა ივანიშვილის შეეხება. ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის საბჭოს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. “ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად”, – წერია EPP-ის ტექსტში.

მეტი...

,,67 კილოა, ზღვარია, რის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის წონა ზღვარზეა. ალასანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მოუწოდებს, კლინიკა „ვივამედში“ შევიდნენ და საზოგადოებას აჩვენონ, როგორც გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი. ,,კატასტროფული მდგომარეობაა, 67 კილოა ეს ადამიანი. ეს უკვე ის ზღვარია, რის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა, რომლის შემდეგაც სიკვდილის მეტი არარაფერი რჩება. აი, მაინტეერსებს… “რუსთავი2′, ‘იმედი”, თქვენს უფროსებს უთხარით, რომ მოგცენ საშუალება მიხვიდეთ და იქ გადაიღოთ რეალური კადრი და არა ის, რაც გუშინ აჩვენეს. ექთანი იყო იქ დ იმან მითხრა, იმან მომაწოდა ეს ინფორმაცია და არის კატასტროფული მდგომარეობა, – განაცხადა ალასანიამ.

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში შევიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ.  ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკაშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. „20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“ – დაწერა პრეზიდენტმა.

მეტი...

,,2012 წელს პუტინს ძალიან გაუმართლა, მოიგო არჩევნები და საქართველოში არ მოუწია არანაირი საომარი მოქმედებების წარმოება”- ვანო მერაბიშვილი

,,2012 წელს  პუტინს ძალიან გაუმართლა, რადგან მან წააგო ომი, მაგრამ მოიგო არჩევნები და საქართველოში არ მოუწია არანაირი საომარი მოქმედებების წარმოება,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტი, რომ უკრაინაში რუსეთს არ აქვს პოლიტიკური გამარჯვების შანსი, უკრაინის რეალური დამოუკიდებლობის გარანტიაა. „იცით, რა მოხდა საქართველოში?! 2012 წელს პუტინს ძალიან გაუმართლა, რადგან მან წააგო, ვერ მოიგო ომი, მაგრამ მოიგო არჩევნები. იმიტომ, რომ როდესაც თქვენთან მორიგი რევოლუცია მოხდა და მან დაკარგა პრეზიდენტი იანუკოვიჩი, იძულებული გახდა, დაეწყო ასეთი აგრესიული ომი. საქართველოში მას არ მოუწია…

მეტი...

თურქეთში, მაშველებმა გადაარჩინეს 2 ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ

მაშველებმა თურქეთში, 2 ადამიანი გადაარჩინეს, რომლებიც ნანგრევებში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, 40 წლის ქალმა ნანგრევების ქვეშ 170 საათი გაატარა, ხოლო ჰათაის პროვინციაში გადარჩენილმა კაცმა 167. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრიდან 141-163 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან, მინიმუმ, 41 ადამიანი ამოიყვანეს. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 34 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,ისტორია დაგიმახსოვრებთ, როგორც ჯალა-თეა”- ხაბეიშვილი წულუკიანზე

,,საქართველო გათავისუფლდება და თქვენ სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია – ჯალა-თეა”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მზად არიან გელათის გადასარჩენად სპეციალისტები ჩამოიყვანონ. ,,ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალა-თია, ის, ვინც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალა-თია, სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენ სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია – ჯალა-თეა”, – განაცხადა ლევან…

მეტი...

„ცოტა ხანი იხმაურებენ და დაიშლებიან”- იაგო ხვიჩია ”ნაციონალურ მოძრაობაზე”

,,ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის“ აქციები „ქართული ოცნების“ წარმატებული პროექტია,”– ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ”თუ გინდა, ადამიანების მუხტი ჩააქრო და ბრაზი გააბაიბურო, ამისთვის საჭიროა, სწორედ ასეთი კონცერტების მოწყობა”. „ცოტა ხანი იხმაურებენ და დაიშლებიან. ასეთ აქციებზე ადამიანები არ მიდიან და საფრთხე არასოდეს იქნება. მგონია, რომ ვერ „გაქაჩავენ“. იმაში არ გაუმართლათ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს არის და ამ რეჟიმში კინკილა აქციებით სიარული წელიწადნახევრის მანძილზე, წარმოუდგენელია. ხალხს მოსწყინდება და იქ ხალხიც აღარ ივლის, მხოლოდ ლიდერები ივლიან“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

,,კორონავირუსის ახალი მუტაცია დღემდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი მუტაცია არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა. მისი თქმით, ჯანმო-ს, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება. ,,კორონავირუსის ახალი მუტაცია, XBB დღემდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია შემთხვევების მატება. ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომიდნარე, არის უფრო მეტად გადამდები, ჯანმო-ს, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება. ისეთივე, როგორც იყო 2022 წლის ზაფხულში.…

მეტი...