თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია შევიდა. ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქე შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი. საგარეო უწყებამ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადასცა.  თურქეთის მხარის ინფორმაციით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, დანგრეული შენობის დიდი მასა მუშაობას ართულებს. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყონებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს. თურქეთის მხარის ინფორმაციით,…

მეტი...

,,პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ არ გააჩნია“- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოიკოტის რეჟიმი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოუტანს. მისი თქმით, პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა. „ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით მომდინარე დესტრუქციული ოპოზიისგან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე…

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციები დააანონსა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა  საგანგებო ბრიფინგზე საპროტესტო აქციები დააანონსა. ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს. „გთავაზობთ გეგმას: ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ პროტესტი. ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში – 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ. ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში –…

მეტი...

გაზიანთეფში, ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი

თურქეთში, გაზიანთეფში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში საქართველოს მოქალაქეა მოყოლილი. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახის  ინფორმაციით, ციცო პაკელიანს ოჯახთან კონტაქტი მიწისძვრის შემდეგ არ ჰქონია. ოჯახმა თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით უკვე მიმართა.  

მეტი...

,,პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება”- სალომე ზურაბიშვილი

,,პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება,” – ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, „ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“. „პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა და რაც მთავარია, ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს…

მეტი...

,,ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში”- სალომე ზურაბიშვილი

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. ამ გადაწყვეტილებით, ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თქმით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. „გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ხელი ეშლება, ამ უმძიმესი განსაცდელის დროს, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას, რაც ლახავს ქართულ ტრადიციას, ხელი ეშლება ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, ხელი ეშლება 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე…

მეტი...

მარიუპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრუშენკო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რეგიონში აფეთქების ხმა ხუთჯერ გაისმა. “ჩვენი წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას აფეთქებების შესახებ ზუსტად იქ, სადაც ოკუპანტებმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები შემოიტანეს. დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ”, – ნათქვამია მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებაში.

მეტი...

,,ესტონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს”- ურმას რეინსალუ

,,ესტონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს,” – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა. „შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოგიწოდებთ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. ესტონეთი მზადაა, მისი მკურნალობისთვის სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს. ეს ნაბიჯი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

მეტი...

,,ბოლოს და ბოლოს ავიღებთ და ერთ მშვენიერ დღეს „ქართულ ოცნებასაც“ გადავაყირავებთ”- დევი ჭანკოტაძე

,,ბოლოს და ბოლოს ავიღებთ და ერთ მშვენიერ დღეს „ქართულ ოცნებასაც“ გადავაყირავებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა. მისის თქმით, აქციები გაგრძელდება და  ყოველდღე მოიმატებს რაოდენობაშიც და ხარისხშიც. „მომავალში შეიძლება, უფრო მძიმე გადაწყვეტილება მივიღოთ და დავტოვოთ მანდატები, მაგრამ ჩვენ ახლა გვაინტერესებს მუშაობის შეწყვეტა. დავაკვირდეთ მოსახლეობის, უცხოელი პარტნიორების რეაქციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. დამიჯერეთ, არც ერთი ჩვენი დეპუტატი კომფორტულად ამ პარლამენტში თავს ვერ გრძნობს. პარტია მიიღებს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას და ახლა თუ ვიღაც ვიღაც დეპუტატებს აქვთ სურვილი, რომ გამოვიდნენ პარტიიდან, მაგალითად, ვნახეთ ქალბატონი ნონა მამულაშვილი გამოვიდა, ეს იყო მისი…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000 გადააჭარბოს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000 გადააჭარბოს. მათი განცხადებით,  ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას საგრძნობლად ართულებს განადგურებული შენობების რაოდენობა და ამინდი. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა.

მეტი...

თურქეთში საქართველოს ექვს მოქალაქეს ეძებენ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან. ,,აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ  ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა…

მეტი...

,,სპეცოპერაცია” წლის ბოლომდე დასრულდება, დასავლეთი “დაიჩოქებს” – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, უკრაინაში ე.წ სპეცოპერაცია 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს კი რუსეთთან  ყველა სფეროში თანამშრომლობა მოუწევთ. “წლის ბოლომდე სპეცოპერაცია დასრულდება. ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ თავიანთი ქმედებების არასწორობას, დასავლეთი დაიჩოქებს და როგორც ყოველთვის, ევროპის სახელმწიფოებს მოუწევთ რუსეთის ფედერაციასთან ყველა სფეროში თანამშრომლობა. სხვა არ უნდა იყოს და არც იქნება”, – განაცხადა კადიროვმა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. ,,მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესისთვის,”- წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ „ტვიტერზში”.  

მეტი...

მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან გაიწვია

საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში შეწყდა. აღნიშნულის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია საუბარი. როგორც ირკვევა, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები, უკან 2023 წლის 11 იანვარს გაიტანა. ცნობისთვის, მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 10 ივნისს მიმართა. მთავრობის თქმით,  პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები და ითხოვდა განმარტებას, დიპლომატების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მეტი...

,,ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან”- ლევან ხაბეიშვილი

,,პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ,”-  ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს, 21:00 საათზე, პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები. ,,პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით სხვადასხვა რაიონში, ქალაქში…

მეტი...

,,ნიშნისმოგებით საუბარი, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს”- ლევან ხაბეიშვილი

,,ნიშნისმოგებით საუბარი, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს. დაბოღმილად, წაგებულის პოზიციიდან საუბარი, მერე ტალახის სროლა, არ არის ამის დრო,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ,,ჩვენ გვაქვს ბრძოლა და მე მოვუწოდებ ყველას, დაასრულონ ოპოზიციონერებმა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა. ახლა ძალა ერთობაშია, ჩემს წინამორბედზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მთავარი ბრძოლა გვაქვს წინ და ეს უკავშირდება არა ნაციონალურ მოძრობას, ან ვიწროპარტიულ ინტერესებს, უკავშირდება თქვენს ინტერესებს, თქვენ ოჯახებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ნიშნისმოგებით საუბარი, დაბოღმილი საუბარი უნდა მორჩეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვაფიქსირებ. დაბოღმილად, წაგებულის…

მეტი...

,,ბოიკოტის არსშიც ვერ ერკვევიან”- მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

,,მგონი, უბრალოდ მუშაობა ეზარებათ,” – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. მისივე თქმით, ”კომიკური ფიგურები აღმოცენდნენ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში და წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ.” „მგონი, უბრალოდ მუშაობა ეზარებათ, მაგრამ უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, როცა ბოლო პუნქტები დარჩა შესასრულებელი და უმეტესად მათზეა დამოკიდებული, შესრულდება თუ არა, ახლა ბოიკოტირება რამდენად რელევანტურია ჩვენი ქვეყნის გამოწვევებთან, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. თუმცა, გუშინ მათი კომიკური თავმჯდომარის პირველი განცხადებით მე საერთოდ არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი მანდატებს არ ტოვებდნენ, დღეს დაიხიეს უკან და…

მეტი...

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება”- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,სულ უფრო მეტად მაშფოთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა,” – ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერზე“ წერს. “მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება და თავიდან აიცილოს მისი მდგომარეობის გაუარესება”, – წერს რინკევიჩსი.

მეტი...

,,უკრაინას აქვს საკუთარი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად”- ოლექსი დანილოვი

,,უკრაინას აქვს საკუთარი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად” – ამის შესახებუკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ”სიენენს” განუხადა. დანილოვის თქმით, ”ამას ვერაფერი შეუშლის ხელს”. ,,რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, არავინ გვიკრძალავს უკრაინული წარმოების იარაღით სამიზნეების განადგურებას. გვაქვს თუ არა ასეთი იარაღი? დიახ, გვაქვს”, – განაცხადა დანილოვმა.  

მეტი...

თურქეთის 10 პროვინციაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის 10 პროვინციაში 3 თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. “ათი პროვინცია, სადაც მიწისძვრა მოხდა, გამოვაცხადეთ კატასტროფის ზონად.  იმისთვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უპრობლემოდ განხორციელდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საგანგებო მდგომარეობა 10 პროვინციაში 3 თვით დავაწესოთ, კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად”, – წერს ედოღანი.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, საქართველო მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს”- ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა კვლავ არ არის პარლამენტში და კვლავ ცდილობს, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა, მათი გაგებით, მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს.  სამწუხაროდ, მათ ამ  ღელვას გარკვეული საერთაშორისო აქტიორებიც მხარს უმაგრებენ.  ახლა უკვე დეპოლარიზაციის მთავარ  მონაწილედ მიხეილ სააკაშვილი არის გამოყვანილი“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას 500 დღის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდენია ერთი ჰუმანური მოწოდება   პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ დაემორჩილოს ექიმების დანიშნულებას. „სააკაშვილი შემოვიდა  ფარულად,  კანონის დარღვევით იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოეწვია. ეს გეგმა ვერ განხორციელდა.  ახალი გეგმა გულისხმობს სახელმწიფოს  დააბრალონ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და ეს…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”- ბუნდესტაგის დეპუტატი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მან სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ უნდა გაეწიოს, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ჰაკერი „ტვიტერზე“ წერს. “მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მან სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ უნდა მიიღოს. პოლიტიკური პოლარიზაციის დონის დაკლება შეამცირებს ადგილს დეზინფორმაციისა და კონსპირაციებისთვის”,- წერს ჰაკერი.

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება”- უკრაინის საგარეო უწყება

,,საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყება გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან…

მეტი...

,,არ ვემხრობი უშედეგოდ არც ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით,  საპარლამენტო ბოიკოტსა და მანდატების დატოვებას არ ემხრობა. მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის. „მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ), ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა, უფრო არ გაუშვებენ მიშას. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა.…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად  23 მილიონი ადამიანი დაზარალდა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა. დაზარალებულებს შორის  1.4 მილიონი ბავშვია. მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები აქვს, სირისგან განსხვავებით. “ეს კრიზისი ქვეყანაში უკვე არსებულ რამდენიმე კრიზისს დაემატა”, – აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ სირიაში მიწისძვრამდეც არსებობდა ჰუმანიტარული კრიზისი სამოქალაქო ომისა და იქ გავრცელებული ქოლერას ეპიდემიის გამო. ბოლო ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,რეალურად თუ გინდათ ბოიკოტი, მაშინ მანდატები დატოვეთ და გადით”- ირაკლი ზარქუა

,,რეალურად თუ გინდათ ბოიკოტი, მაშინ მანდატები დატოვეთ და გადით. ვის ატყუებთ?  ხელფასები და საპარლამენტო პრივილეგიები გინდათ და აქ მოსვლა, განცხადებების გაკეთებაც აღარ გინდათ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ირაკლი ზარუა ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო ბოიკოტს გამოეხმაურა. „რაც შეეხება რადიკალების ბოიკოტს, ეს ჩვენ წინასწარ ვიცოდით კიდეც. მათი ხელწერა რა არის? შანტაჟი, ერთმანეთის ჩაწერა და ერთმანეთის მუქარები, რაც წინასაარჩევნოდ პარტიაში ჰქონდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გამორიცხულია, ესენი ზნეს არ შეიცვლიან, არ შეიცვლიან მიდგომებს და სტრატეგიას. განახლება დაარქვეს და მერაბიშვილი დგას ამ განახლების უკან. ამით ყველაფერია ნათქვამი. ხაბეს და…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დღეს ერთად, შეთანხმებულად, მოქმედებენ და ხელს უშლიან ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს”- სალომე სამადაშვილი

„თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა -,,ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდით, რომ, სწორედ, მიშელის შეთანხმება იყო დეპოლარიზაციის გზა. ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ  „ქართულმა ოცნებამ“ გადააგდო სანაგვეზე. თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა -,,ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი…

მეტი...

ალბანეთში ლავასოღლი დააკავეს

ალბანეთში ქართველი ე.წ „კანონიერი ქურდი“, მინდია ლავასოღლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ლავასოღლის ბრალად ედება ძალადობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა, რომელიც ძირითადად, დანაშაულის ჩადენაში მოღვაწეობდა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ,,Fast Albania-მა წარმატებით შეიმუშავა და დაასრულა დაშიფრული საპოლიციო ოპერაცია „კრიესორი”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მინდია ლავასოღლი დაიჭირეს და დროებით დააკავეს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით”, – იუწყება პოლიცია.

მეტი...

,,არ ვიცი არცერთი პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელებში, უვარდებიან ოთახებში”- ირაკლი კობახიძე

,,არ ვიცი არცერთი ცივილიზებული პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელიდან ფლიგელში, უვარდებიან ოთახებში,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ”არ უნდა შეუვარდე ადამიანს, რომ არ უნდა გაეკიდო, ეს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული”. „მწვავე კითხვების დასმა ჟურნალისტებს ახლაც შეუძლიათ, არავითარი შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარე იყო ამის ინიციატორი, ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ და რეალურად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, არის მინიმალური რეგულაციები დაწესებული. ევროპაში ან თუნდაც კონგრესში რა რეგულაციები მოქმედებს, ჩვენს რეგულაციებზე ასჯერ უფრო მკაცრი რეგულაციები არსებობს. რეალურად, ჩვენ არ გვაქვს მკაცრი რეგულაციები, ეს არის…

მეტი...

„ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა ბოლო, ყოველდღიურად დასტურდება“- ანა ბუჩუკური

„ძირითადი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი ორივე მხარის მიერ, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობას“, რომელსაც  სათავისოდ, იდეალურად იყენებს „ქართული ოცნება“ –  აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ რეალური საჭიროებებიდან და გამომწვევებიდან და რაც რეალურად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.  ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა ბოლო, ყოველდღიურად დასტურდება“, – ამის შესახებ ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა დეკემბერში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი განწყობების კვლევაზე. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ამ კვლევის შედეგებში, ძირითად, თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაამახვილეს ყურადღება და არავის აღუნიშნავს ჩვენი მოქალაქეების რეალური წუხილი და დამოკიდებულება…

მეტი...

,,გლობალური ომის პარტიას სააკაშვილი სჭირდება გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა”- ირაკლი კობახიძე

,,გლობალური ომის პარტიას ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში, სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდა. კობახიძის თქმით,  გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით შექმნილი პეტიცია, რომელსაც შეუერთდნენ ევროპული ქვეყნებიდან ყოფილი მაღალჩინოსნები, არ იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. „რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, ჯერ ერთი, ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები, მათი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ქვეშ იკავებდნენ საკუთარ თანამდებობებს, 90 პროცენტზე მეტი არის სწორედ ასეთი თანამდებობის პირი.…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში  6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.  ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 3,419-ამდე გაიზარდა. სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. აქედან 812 ადამიანი ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 790-მდე კი მეამბოხეთა მიერ დაკავებულ მიწებზე. ადგილობრივები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.  

მეტი...

,,საზოგადოებას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია” – კობახიძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადბეით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, საზოგადოებისგან “უმძიმესი რეაქცია ექნება”. “მისი გადასაწყვეტია, სამართლებრივად ეს ასეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე. მეც მექნებოდა და მექნება ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე, რადგან თეორიულად ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნებოდა ჩემი რეაქცია და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ასეთ თეორიულ შემთხვევაზე ექნება ძალიან მძიმე რეაქცია”, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მწვანე წყალბადის განვითარებისათვის სტრატეგიის შემუშავების, ენერგოდამგროვებელი მოწყობილობების რეგულირების საკითხები, იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. „საინტერესო და პროდუქტიული იყო შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პოტენციალი და არსებული მდგომარეობა. დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ საკმაოდ მოცულობითია. სემეკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. “ – აღნიშნა დავით ნარმანიამ. სემეკში აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრას დავით ნარმანიასთან ერთად ესწრებოდნენ…

მეტი...

,,დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებს. „რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით, ანუ ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება, ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის მიწოდება. გასაგებია, ჩვენ გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს, პოლიტიკურად ეს მას ასე აინტერესებს, დაბალი კალორაჟის საკვები…

მეტი...

,,ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა”ვივამედიდან” წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ბრძოლა გაგრძელდება. მისი თქმით, ახლა დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და ქართველები აქტიურად უნდა გამოხატავდნენ თავის პოზიციას. “მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება. მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას”, – წერს მიხეილ…

მეტი...