სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში მიემგზავრება

3 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. „საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ უკრაინულ ცენტრს ეწვევიან და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

ერთ-ერთი ვერსიით სასტუმრო „ამბასადორი“ დაწვეს

ამ წუთებში სასტუმრო „ამბასადორში“ გამომძიებლები მუშაობენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხანძარი განზრახ გააჩინეს. არსებული ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა კაზინოში საკმაოდ დიდი თანხა წააგო, როს შემდეგაც სასტუმროში ხანძარი გააჩინა. ადგილზე ექსპერტებიც იმყოფებიან. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაახლოებით ერთი საათის უკან დაიწვა.

მეტი...

ხანძარი ლოკალიზებულია – შსს-ს განცხადება

„თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს“ – აცხადებენ შსს-ში. უწყების ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს ორ სართულზე გაჩნდა. „მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ“ – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისში სასტუმრო დაიწვა.

მეტი...

„ფაბრიკაში“ ევაკუაცია გამოცხადდა

„ფაბრიკაში“ ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. შენობიდან ყველა გაიყვანეს და ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცველები და გამნაღმველები ადგილზე მას შემდეგ გამოჩდნენ, რაც შეტყობინება შევიდა, რომ შენობა დანაღმულია. იყო თუ არა შეტყობინება რეალური, გამნაღმველები მუშაობის დასრულების შემდეგ იტყვიან.  

მეტი...

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გაძლიერდა

თბილისში, შავთელის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი უკიდია სასტუმრო „ამბასადორს“ ხანძარი სასტუმროს ბოლო სართულზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის ჩაქრობას ხელს ქარი უშლის და ხანძარს აძლიერებს. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.  

მეტი...

სასტუმრო ამბასადორი იწვის

ამ წუთებში სასტუმრო ძლიერ ცეცხლშია გახვეული. თბილისში, სანაპიროზე, შავთელის ქუჩაზე საკმაოდ ძლიერი ხანძარია, ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.

მეტი...

„ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, აბსურდულია განცხადებები, რომ ევროკავშირის საქართველოშ „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდა. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს განცხადებები აბსურდულია და რეალობასთან კავშირში არ არის. „ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებელია. ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის, რომ საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართველოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ…

მეტი...

„ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო“ – ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტზე

საქართველოშ ევროკავშირის ელჩია განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში საკმაოდ ძლიერი გამოსვლა ჰქონდა. როგორც პაველ ჰერჩინსკი განმარტავს, ის ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ქვეყანა გზაჯვარედინზეა. „ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო, ძალიან ემოციური. გამოსვლა კონცენტრირდა საქართველოს მისწრაფებაზე – გახდეს ევროკავშირის წევრი. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინზეა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მის გზაზე წინ წაიწევს, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამისთვის ყველას ჩართულობა გვჭირდება, ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება გვჭირდება, რომ ერთად იმუშაონ ინკლუზიურ და კონსტრუქციულ გარემოში, რათა მოახდინონ 12 პრიორიტეტის განხორციელება“ – აღნიშნა ელჩმა. მისივე შეფასებით,…

მეტი...

,,გადავრჩი აფეთქებას, მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი”- გიორგი ჩალაძე

,,გადავრჩი აფეთქებას. მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,გუშინდელი მუქარის შემდეგ, მოვერიდე ქალაქში გასვლას. მაინც მომიწია მცირე დროით გასვლა და გადავრჩით აფეთქებას. მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი და ბენზინი დიდი რაოდენობით ცხელ მექანიზმზე იღვრება. საგიჟეთში ვცხოვრობთ, – წერს ჩალაძე.

მეტი...

,,წნევა მქონდა 140-100-ზეო, რა გითხრათ, კარგი არაფერია”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილსი დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექიმები ექსპრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობას უარყოფენ და დეტოქსიკაციასაც არ უკეთებენ. ,,წნევა მქონდა 140-100-ზეო. რა გითხრათ, კარგი არაფერია. რაღაც მედიკამენტებს აძლევენ. მთავარი რაც არის მისი პრობლემა, ეს მძიმე მეტალები, რაც არის მის ორგანიზმში, ამას ექიმები უარყოფენ და აქედან გამომდინარე აზრის დაკარგულია,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

უკრაინელი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ შეჯიბრებში, სადაც რუსები და ბელარუსები იქნებიან

უკრაინელი სპორტსმენები აღარ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, სადაც რუსები და ბელორუსები არიან წარმოდგენილი. როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრმა, ოლეგ ნემჩინოვმა განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. მიღებული გადაწყვეტილება ყველა კონკურსზე ვრცელდება, მათ შორის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე, ასევე უშუალოდ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე. “მთავრობის სხდომაზე გუტცეიტის წინადადებით მიიღეს საპროტოკოლო გადაწყვეტილება, რომ 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ შეჯიბრებებში მონაწილეობა მივიღოთ მხოლოდ იქ, სადაც რუსები არ არიან.” – განაცხადა ნემჩინოვმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერ მთავრობის ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა, ამიტომ უცნობია თუ როგორ იმუშავებს ის.

მეტი...

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის მხრიდან სავარაუდო ადევნების დანაშაულზე შსს-ს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შსს-ს მიმართა და მოითხოვა გამოძიების დაწყება, თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. შსს-ში განცხადების დატოვების შემდეგ, სამხარაძემ საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ,,უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეს დილას პარლამენტში გამოდიოდა თავისი სიტყვით და როგორც ჩვენ დავინახეთ, ქალი პრეზიდენტიც იმყოფებოდა უზარმაზარი წნეხის ქვეშ, მათ შორის, იმ გამოსარჩლების გამოც, რომელიც მან გააკეთა თავისი ბრიფინგის სახით, როდესაც მე მას ვთხოვე დახმარება. მოტივი იყო ცალსახად შურისძიება იმ ქალზე, რომელმაც გაბედა…

მეტი...

პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია დაამტკიცა. პუტინის თქმით, მსოფლიოში არსებულმა ცვლილებებმა საჭირო გახდა ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები კორექტირება. „საერთაშორისო ცხოვრებაში კარდინალურმა ცვლილებებმა ჩვენგან მოითხოვა სტრატეგიული დაგეგმარების საკვანძო დოკუმენტების სერიოზული კორექტირება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, სადაც აღნიშნულია დიპლომატიური საქმიანობის პრინციპები, ამოცანები, პრიორიტეტები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი...

პოლონეთში 33 წლის ქართველმა ბენზინგასამართ სადგურზე მდგარი ავტომობილიდან ფულით სავსე ჩანთა მოიპარა

პოლონეთში 33 წლის ქართველმა ბენზინგასამართ სადგურზე მდგარი ავტომობილიდან ფულით სავსე ჩანთა მოიპარა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცლდება. არსებული ინფორმაციით, ჩანთაში ნახევარი მილიონი პოლონური ზლოტის ოდენობის თანხა იდო. დაკავებულს წინასწარი 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

მეტი...

,,პრეზიდენტმა წითელი ხაზები შეიძლება არ გადალახა, მაგრამ რამდენჯერმე ფეხით გადასცდა”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ბევრი დამაზიანებელი განცხადება გააკეთა. „პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო არა პრეზიდენტის გამოსვლა რაღაც მიზინის კონსოლიდაციის მიზნით, არამედ იყო პრეზიდენტის გამოსვლა მიზნის დაზიანებისთვის. ამ მიზნის დასაზიანებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ყველა ცნობილი მესიჯი აქტიურად გამოიყენა. ამით ყველაზე მთავარი შეასრულა, რომ პოლარიზაცია გაეღრმავებინა. იმპიჩმენტი ამ სიტუაციაში რელევანტური არ არის, რადგან კიდევ ერთხელ სწორედ იმ მიზნის შესრულებას არ დაეხმარება, რასაც პოლარიზაციის დასრულება ჰქვია. პრეზიდენტმა წითელი ხაზები შეიძლება არ გადალახა, მაგრამ რამდენჯერმე ფეხით…

მეტი...

,,საქართველოს საქმეებში ჩარევის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია”- ზახაროვა

,,საქართველოს საქმეებში ჩარევის და თუნდაც შიგნიდან ქვეყანაში სიტუაციის შერბილების მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია,”- ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, ამ მცდელობებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. „აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი უხეში მცდელობები არა მხოლოდ ჩარევის, არამედ სიტუაციის შიგნიდან შერბილების, გასაგები ინსტიტუტების მეშვეობით – მათაც ყველა კარგად იცნობს – ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. პირდაპირ გარედან”, – განაცხადა ზახაროვამ.

მეტი...

ხერსონის ოლქში ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა

ხერსონის ოლქის სოფელ პოსად-პოკროვსკოეში ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციასრეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ,,ესენი არიან ჩვენი ენერგეტიკოსები, რომლებიც მუშაობდნენ ელექტრო ქსელების აღდგენაზე. წინასწარი ინფორმაციით, ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე უკვე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები,”- წერს პროკუდინი.

მეტი...

ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბუჩაში ჩავიდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. ქვეყნის ლიდერები წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც რუსების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები იპოვეს. მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში.

მეტი...

,,ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?“- ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს

„ბოლო პერიოდის თქვენი განცხადებები მიმართულია დეპოლარიზაციის გაღრმავებისკენ  და განსაკუთრებით დღევანდელი გამოსვლა”, – ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე მისი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ. თქვენ გაქვთ კიდევ ერთი წელი, რომ იყოთ საქართველოს პრეზიდენტი  და გთხოვთ გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც იქნება წინ გადადგმული  ნაბიჯი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ამას გააკეთებ, ამით თქვენ ერთ პატარა ბრტყელ აგურს დადებთ ქვეყნის მშენებლობისთვის და კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ინჯიამ. როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება  რუსეთთან მიმოსვლასთან დაკავშირებით არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. „თქვენი განცხადებები, რომ ჩვენ რუსეთთან მიმოსვლა არ გვინდა, საქართველოს ინტერსების…

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა”- მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს

„ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის ქუჩებში, ჩვენ რომ გვეძახა აი ამ „წვას“ გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა? რისკების დაზღვევა როგორ მოხდებოდა“? – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მისმინეს. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიზნები ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიზნებს. „კანდიდატის სტატუსის არმონიჭება გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ…

მეტი...

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი კაცი გარდაიცვალა

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალად. დაცვის მხარე მის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. პროკურატურა კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას. გამოძიების ინფორმაციით,  ლაზარე გრიგორიადისიმ 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას. პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

მეტი...

,,გვაქვს დეტალური ინფორმაცია , თუ რატომ იცვალა სალომე ზურაბიშვილმა ფერი”- ირაკლი კობახიძე

,,სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. ,,სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამაზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვერიდებით რაღაცების თქმას,”- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,არ ხართ ობიექტური”- მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს

,,დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას”, – ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიმართა. მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ობიექტური არ არის. ,,დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. ასევე ვილაპარაკებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე პრორუსობასთან დაკავშირებით და ერთ ხმაში ნალაპარაკებ, “არა რუსულ კანონს”, ამ ნარატივის გაძლიერებას შეუწყვეთ ხელი და მესამე, იყო და არის კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. ხომ არ…

მეტი...

,,სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშს გიხდით”- ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს

„მადლობა თქვენ იმ პოზიციისთვის, რომლითაც ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ საქართველოს. დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ   თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით,  პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს. „მე არ მინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ამის გამო ძალიან გაკრიტიკებდით. მე მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანამიმდევრული საქართველოს ეროვნული, ევროატლანტიკური  არჩევანის დაცვისას,  მე მეშინოდა, რომ თქვენ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც…

მეტი...

,,სალომემ საქართველო გაყიდა”- ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბისილის პარლამენტში გამოსვლას აფასებს და პოსტს აქვეყნებს. “სალომემ აშშ-ში საკუთარი შვილების მაღალი თანდებობები სანაცვლოდ საქართველო გაყიდა!”- წერს მოროშკინა.

მეტი...

,,მადლობა პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”- გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პრეზიდენტს საპარლამენტო გამოსვლას აფასებს. გახარია სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაცვისთვის მადლობას უხდის. ,,მადლობა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, საქართველოს და მისი პროევროპელი ხალხის ევროპული მისწრაფებების გამოხატვისთვის,” – წერს გახარია.

მეტი...

,,გაიხსენოს პრეზიდენტმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებები”- ირაკლი კობახიძე

,,იქნებ გაიხსენოს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტისგან გაუგებარი განცხადებები მრავლად მოისმინეს. „ერთი მხრივ, საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, გაუგებარია და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია.  ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა, პრეზიდენტს მისი განცხადებები შევახსენო 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ…

მეტი...

,,საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ ჩვენ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, და ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე, ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ გლობალურ ომის პარიას არ მისცეს საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება საქართველოში”. ,,არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს მაგალითად უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი შეიძლება მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე ჩვენ მთავარია დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და რაც მთავარია…

მეტი...

,,მოვისმინეთ გაუგებარი განცხადებები”- კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მრავალი გაუგებარი განცხადება მოისმინეს. ,,დღესაც ბევრი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. მთავარი არის რა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს იყო შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო წელსაც არ დაიმსახურებს სტატუსს, ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და…

მეტი...

,,ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, რაც უნდა იმპიჩმენტით დამემუქროთ”- სალომე ზურაბიშვილი

,,რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ქართული დამიწუნოთ,  მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს, ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. „უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი; 2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; 3.…

მეტი...

,,თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს”- სალომე ზურაბიშვილი

,,რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. „ევროპულ რეკომენდაციებს თუ გადავხედავთ, აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია. რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა? რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი…

მეტი...

,,რაც არ უნდა ეცადოთ, ხალხი დაარწმუნოთ, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, შედეგს ვერ მიაღწევთ”- პრეზიდენტი

,,რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ, ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით,  ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან. ,,ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა.…

მეტი...

,,უკრაინასთან მიმართებაში კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა”- პრეზიდენტი

,,უკრაინასთან მიმართებაში კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დღეს აქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ,,დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს – მეტს არვიან არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას. იმ დროს,…

მეტი...

,,სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას?- პრეზიდენტი ხელისუფლებას

,,ამიტომ არ შემიძლია ახლა არ გითხრათ სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს?,”- ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ხელისუფლებას მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. ,,დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის,  გაძლიერების  ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი…

მეტი...

,,საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას”- სალომე ზურაბიშვილი

,,ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ,,სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაიანას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთიწლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. 31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით  საკუთრი მომავალი გადაწყვიტა. „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ –  ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება.…

მეტი...