,,მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით,  სასამართლო პროცესზე იუსტიციის მინისტრის დაკითხვას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, შესაბამის შუამდგომლობას ის ხვალინდელ პროცესზე დააყენებს.

„ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რომ დაინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს, მოწმეა ჩვეულებრივი. ახლა მინისტრი რომ არია, ეგ არაფერი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკმაყოფილებენ, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა. ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები