„ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც ნამდვილად აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, ეს დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ, ეს მიდგომები მისაღებია?“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის  განმარტებით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ასრულებს 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრულ რეკომენდაციებს, არავის აქვს უფლება, ხაზი გადაუსვას ყველაფერს და მოითხოვოს „კრიმინალის“ გათავისუფლება. „მოგვცეს 12 პუნქტიანი გეგმა და აქაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დათქმები შესრულდეს და სტატუსი მივიღოთ. ამ დროს რა ხდება? – ამ დროს გამოდის ვინმე კუბილიუსი და გვეუბნება, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც არის კრიმინალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაც სტრასბურგმაც დაადასტურა ეს, არ იქნება გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს. მე ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, აი, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები…

მეტი...

„ამ რეზოლუციას არ აქვს ფასი, ჩალის ფასი აქვს“, – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით მედიასთან შეფასება კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს. „ამ რეზოლუციისგან არაფერს ახალს და არაფერს განსხვავებულს არ ველოდი და შედეგი მართლაც იგივეა. არაფერი სიახლე რეზოლუციას არ აქვს, არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს. როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებით არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სერიოზული სახე ვერ ექნება. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს  იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. დოკუმენტი ვერ…

მეტი...

„თუ ასე გაგრძელდა, ეს ადამიანი აუცილებლად მოკვდება ციხეში“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და თუ ასე გაგრძელდა, ეს ადამიანი ციხეში მოკვდება. „ოდნავ მაინც ეჭვი რომ შემეპაროს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავითდაზიანებას ეწევა, არავითარ შემთხვევაში ზიარებას არ მივცემ, რადაგანც ეს არის სასიკვდილო ცოდვა, ეს არის თვითმკვლელობის ნაირსახეობა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს ის განძრახ აკეთებს ამას, მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე რომ ოდნავ შემეპაროს ამაში ეჭვი, არაითარ შემთხვევაში ზიარების უფლებას არ მივცემ. ჩვენ ბევრჯერ გვქონია ამ თემაზე საუბარი და არაერთხელ გადამიმოწმებია სხვადახვა სახის კითხვებით. ასევე, მე არ ვსაუბრობ პოლიტიკურ ასპექტებზე და სასამართლოზე. მე ვსაუბრობ, რომ ეს…

მეტი...

„გელათის საკითხზე ეკლესია ყოველთვის პრინციპული იყო და პრინციპული დარჩება“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, გელათის საკითხზე უკან დახევა არ იქნება და ეკლესია პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებს. „ის მაინც გავაკეთოთ, რომ გელათი როგორიც ჩავიბარეთ, ჩვენს შვილებს ისეთი გადავცეთ, თუ რამე უკეთესს არ გავაკეთებთ და არ გავაუმჯობესებთ მის მდგომარეობას. სხვა პოზიცია არ განიხილება. ამ საკითხზე ეკლესია ყოველთვის პრინციპული იყო და პრინციპული დარჩება. არ მგონია, ნახოთ სასულიერო პირი, რომელიც იტყვის, რომ არაუშავს, გაფუჭდეს“ – აცხადებს მეუფე.

მეტი...

ზელენსკის თხოვნით, თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან არ გადადგება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს, რადგანაც ეს თავად პრეზიდენტმა სთხოვა. „ეს ჩემი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო” – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი. შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეზნიკოვი თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახდა, რომ თავდაცვის უწყებაში კორუფციის ფაქტები დაფიქსირდა, რის გამოც რეზნიკოვის 2 მოადგილე გაათავისუფლეს.  

მეტი...

ევროპარლამენტი ბიძნა ივანიშილისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა, ბიძინა ივანიშვილსაც ეხება. კერძოდ, ევროდეპუტატები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი და საუბარია მის ფუნდამეტურ როლზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილზე. „კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია რეზოლუციიის პროექტში. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.  

მეტი...

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „ვარკეთილი“,  ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან   „ვარკეთილისკენ“. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას  ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე  განაახლებს.

მეტი...

ევროპარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს სააკაშვილი ჰუმანიტარული სტატუსით

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, რომელიც 577 ხმით დაამტკიცეს, ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი რამდენიმე წუთის უკან დაამტკიცა. ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას, განიხილონ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესების კუთხით; რეზოლუციის მიხედვით, ისეთი პატიმრის მკურნალიბა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულებების, ევროპული ღორებულებებისა და მისი ევროპულო მისწრაფებისთვის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსისთვის; ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფროს სააკაშვილი და მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ საფუძველზე, ასევე, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის; ევროპარლამენტი მთავრობას შეახსენებს, რომ მას…

მეტი...

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საკითხს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი  თავი შეიკავა. „რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი წვლილისთვის“, – აღნიშნულია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ევროპრლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მიიღოს მან სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში აბდულა ოჯალანის მხარდამჭერების შეჭრის გამო, სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით შემოწმება დაიწყო. საუბარია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, „ვივამედში“ ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე. „2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40¹³ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყო შემოწმება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სამსახურში მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი თურქეთში ჩადის  

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. ინფორმაცია ალიანსი ავრცელებს. ალიანსის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი თურქეთს დღეს ესტუმრება. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ასევე, ოფიციალური შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ნატოს გენერალური მდივანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებსაც ესტუმრება და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.

მეტი...

„ლისის ფერდობი მეწყერული ზონაა და მიწისძვრის გარეშეც საფრთხის შემცველია“ – სეისმოლოგი

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და შენობები მიწასთან გაასწორა, საკითხი საქართველოშიც გააქტიურდა. სეისმოლოგები აქტიურად საუბრობენ პრობლემებზე, თუმცა, საკითხი ყურადღებას მხოლოდ მაში იქცევს, როცა მიწისძვრა მოხდება. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მოსახლეობა თავად უნდა აკონტროლებდეს, სად ყიდულობს და რას ყიდულობს, ტავად უნდა ითხოვდეს და აკონტროლებდეს როგორც ხარისხს, ისე ჩატარებულ კვლევებს. „მოსახლეობამაც უნდა აკონტროლოს სად ყიდულობს და რას ყიდულობს. როგორ არის შენობა დაპროექტებული, როგორ არის გათვლილი, გრუნტი როგორ არის შესწავლილი. ვიცით რომ ცუდად შენდება შენობები, არადა,  საძირკვლიდან იწყება ყველაფერი, მშენებლობის ადგილიც კარგად უნდა…

მეტი...

ევროპარლამენტის სხდომა განახლდა – დეპუტატებმა სააკაშვილის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ

ევროპარლამენტის სხდომა ამ წუთებში განახლდა. ევროდეპუტატებმა კენჭი უნდა უყაროს მიხეილ სააკაშვილის საკითხს, კერძოდ მის უცხოეთში გადაყვანას.  შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სხდომა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სხდომათა დარბაზში დაკავებული თურქი პოლიტიკოსის – აბდულა ოჯალანის მომხრეების შეჭრის გამო, სხდომა გადაიდო. სხდომა უკვე დაიწყო, რომელიც რობერტა მეცოლამ გახსნა და დაცვას მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისა და დეპუტატების ევაკუაციისთვის.  მიხეილ სააკაშვილის საკითხი კი დღის წესრიგში მეშვიდე საკითხია.

მეტი...

„თბილისს ექნება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“- მინისტრი

„თბილისს ექნება ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“, – ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე, რომელიც საზოგადოებას, უახლოეს მომავალში წარედგინება. „თბილისში არსებული რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, სამწუხაროდ, დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემების გამო. 2025 წლიდან, მთელს საქართველოში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს“,-განაცხადა ჯანდაცვის…

მეტი...

გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა 24 თებერვალს გაიმართება

კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გადაიდოს ერთი კვირით, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს ინფორმაციით,  სხდომა 17 თებერვლის ნაცვლად, 24 თებერვალს ჩატარდება. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით და შეხვედრაში მონაწილე პირთა სამუშაო გრაფიკის მხედველობაში მიღებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გადაიდოს ერთი კვირით და ჩატარდეს 24 თებერვალს. შეგახსენებთ, რომ იუნესკო-მ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის…

მეტი...

ბათუმში, ლიფტის ჩავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ხუთი დაშავებულიდან სამი ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი. ამ წუთეში შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო  და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.

მეტი...

,,ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს”- გიორგი სააკაშვილი

,,კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და “ღლიცინი” მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! ,”-  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ”იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს.” „რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის და თურმე, თავისუფლად გადაადგილდება „ვივამედის“ პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გავუსვამ ხაზს, ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და “ღლიცინი” მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი, მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს, არის ამაზრზენი! მე მჯერა,…

მეტი...

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო, 6 ქვეყანასთან კი გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი  უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს 11 ქვეყანასთან. “ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ახლა უკვე დაგეგმილია სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება დაახლოებით თერთმეტ ქვეყანასთან, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან – გამარტივებული პირობებით. ჩვენ ვმუშაობთ ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, არის 70-მდე ქვეყანა, გარდა არამეგობრული ქვეყნებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის ვიზების გაცემა გამარტივებული წესით,” – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

,,ლეიბორისტული პარტია” ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას, მადლობა ბაიდენს”- შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ჯო ბაიდენს მადლობას უხდის კელი დეგნანის გაწვევისთვის . მისი თქმით, “ლეიბორისტული პარტია” ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას. ,,როგორც იცით, “ლეიბორისტული პარტია” ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას. ელჩი ვადამდეა გაწვეული. დიდი მადლობა ბაიდენს, რომელმაც მიიღო ეს ვერდიქტი. იმედია, ახალი ელჩი ვინც ჩამოვა, იქნება ამერიკა-საქართველოს ინტერესთა დამცველი და არა კონკრეტული ოლიგარქის ინტერესების გამტარებელი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მეტი...

თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა. „ეს იყო, როგორც საკვები, მშრალი ულუფები, ასევე ბავშვთა კვება, ბავშვთა ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებები. ასევე იყო თბილი ტანსაცმელი, კარვები, სამედიცინო დახმარების სხვადასხვა აღჭურვილობა და ყველა ის საჭირო ნივთი, რაც აუცილებელია სამაშველო ოპერაციებში ადამიანების დახმარებისთვის. ტვირთი შედგებოდა 7 სატვირთო მანქანისგან, რომელიც საერთო ჯამში 100 ტონაზე მეტია. დილის მონაცემებით უკვე ტრაპიზონში იყო და გვიან ღამე ანკარაში იქნება, სადაც ჩვენი წარმომადგენლები დახვდებიან და გადაანაწილებენ იმ ლოკაციების მიხედვით, რომელიც მოთხოვნილია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მეტი...

უამინდობა საქართველოში – გზების ნაწილზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები: მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე. ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე.…

მეტი...

,,დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საზოგადოებას როგორც დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეფერენტული ფასები, თავდაპირველად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდა, ეტაპობრივად კი, ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. ამასთან, მათივე ცნობით, 2022 წლის მარტიდან, მთავრობის ინიციატივით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80 პროცენტით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 000-მდე მოქალაქე,…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, სინამდვილეს არ შეესაბამება – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს. „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა. საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით…

მეტი...

,,იმას კი არ ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს წარმოვადგენთ”- ხაბეიშვილი აქციის მონაწილეებს

„რუსული ოცნება“ მუდმივად ამბობს, რომ ნახე, ცოტანი არიან, ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები, მებრძოლები ხართ, – ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სენაკში, აქციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ბრძოლა შედეგს გამოიღებს. „რუსული ოცნება“ მუდმივად ამბობს, რომ ნახე, ესენი ცოტანი არიან, იმას კი არ ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს წარმოვადგენთ, რომელსაც უნდა ევროკავშირში და არ უნდა ამ ქვეყნის გარუსება, ემიგრაციაში გაქცევა, ვისაც არ უნდა გაჭირვება, საყდრისის აფეთქება, გელათის განადგურება, ჩვენი შვილების რუსული მომავალი. ამას კი არ ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ აი, შეხედეთ, ისინი ცოტანი არიან.…

მეტი...

ხმაური ევროპარლამენტში – სხდომა დროებით დაიხურა

ხმაური ევროპარლამენტში – ცენტრალურ დარბაზში აქტივისტები შეიჭრნენ, რის გამოც სხდომა ვერ დაიწყო. აქტივისტები, ქურთი მომიტინგეები მათი ლიდერის, აბდულა ოჯალანის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ დარბაზში საპროტესტო პლაკატები გადმოყარეს. სპიკერის განცხადებით, მის მიცემის პროცესი მალე აღდგება

მეტი...

„ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა!“- კახა ოქრიაშვილი Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე

„ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა!“,- ასე ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი საქართველოს რუსულ “ინტერ რაოსთან” წაგებულ დავას. მისივე თქმით, ”მომავალში, კიდევ ბევრ საარბიტრაჟო დავას წააგებს ჩვენი ხელისუფალი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი”. საქართველომ Inter Rao-სთან, სტოკჰოლმში, საარბიტრაჟო დავა წააგო და 112 მილიონი დოლარის (დაახლ. 300 მილიონი ლარის) გადახდა დაეკისრა. ვინ იხდის ამ ფულს? რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა! საქართველოს ბიუჯეტი ივსება რამდენიმე გადასახადით, რომელთაგან სამი მათგანი არის უმთავრესი: 1. დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელსაც იხდის მოსახლეობა, როცა ყიდულობს ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის, საკვებს, საცხოვრებელს და ა.შ. (18 %)…

მეტი...

,,რასაც ახლა ევროპარლამენტარებსგან სააკაშვილზე ვისმენთ, არის აბსურდსა და დეზინფორმაციაზე აგებული”- კახა კალაძე

მოლოდინები არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მათგან ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით მოლოდინებზე დასმულ კითხვას უპასუხა. თბილისის მერის თქმით, 2012 წლიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციისკენ გადადგმული აქტიური ნაბიჯების მიუხედავად, ევროპარლამენტიდან კეთდება კატეგორიულად მიუღებელი განცხადებები, რაც ქვეყნის წინაღმდეგ არის მიმართული. „მოლოდინები არაფერი განსაკუთრებული. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით, აბსურდულ განცხადებებს, ვიხილეთ რამდენიმე აბსურდული რეზოლუცია, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ ჩვენი ხელისუფლება, 2012 წლიდან მოყოლებული ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ რასაც ახლა…

მეტი...

ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, სამ­ტრე­დი­ის გა­და­სახ­ვევ­თან ავარია მოხ­და

ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, სამ­ტრე­დი­ის გა­და­სახ­ვევ­თან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და.  მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია.   ავტოსაგზაოს შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

,,უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97%-ია ჩართული”- ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინაში ომში რუსეთის არმიის 97% არის ჩართული. მისი თქმით, რუსეთმა ერთიანი ძალის შექმნა ვერ შეძლო, რათა უკრაინის დაცვა გაერღვია. „ჩვენ ვხედავდით ძალისხმევას, რომლებიც წინ წაწევისკენ იყო მიმართული. ეს უდიდეს ფასად დაუჯდა რუსეთის არმიას. ჩვენი შეფასებებით, მთელი რუსეთის არმიის 97% უკრაინაში იმყოფება“, – აღნიშნა უოლესმა.

მეტი...

,,წარმოგიდგენიათ ხელი რომ მომეწერა და „ინტერ რაოს“ მიეღო 200 მილიონი დოლარი, რა მოხდებოდა?”- კალაძე ”ინტერ რაოზე”

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ინტერ რაოსთან“ საქართველოს წაგებულ დავასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა. „პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში. რაც შეეხება წარმოშობილ დავას, „ინტერ რაო“ ითხოვდა დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ „ინტერ…

მეტი...

,,არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული წესებით ითამაშებს. ამის შესახებ მან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი წესებით უნდა იმუშაოს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის  შანტაჟის ნაწილი. „ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე.…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაც ხდება, პირდაპირი რეკეტია”- კახა კალაძე

იმას, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, – თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რასაც შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აკეთებს, პირდაპირი რეკეტია. „საოცრებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. ნამდვილად არაფერი მიკვირს. მსოფლიო შეცვლილია. ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფვით. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით, ვდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ დროს დღეს ვაწყდებით საოცარ ფაქტებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია“, – განაცხადა…

მეტი...

სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა

სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე 13 ერთეული კახური ჯიშის ღორი ჰყავდა გამოყვანილი, საბოლოოდ მხოლოდ ორი კახური ჯიშის სანეზვე ბურვაკი გაიყიდა. აუქციონზე ცამეტივე ღორი (საკერატე ბურვაკი, სანეზვე ბურვაკი, ნეზვი) ცალ-ცალკე ლოტად იყო გამოყვანილი და მათი ღირებულება 165 ლარიდან იწყებოდა და 850 ლარამდე მერყეობდა. ამასთან, აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ღორების  წინასწარ ნახვა მეღორეობის ფერმაში გამოცხადებული კარანტინის გამო, არ შეეძლო.

მეტი...

გურიაში იუსტიციის სახლი გაქურდეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მდებარე იუსტიციის სახლში ქურდობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა შენობაში მდგარი “ლიბერთი ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და თანხა წაიღეს. დაზიანებულია იუსტიციის სახლის შენობაც.

მეტი...

,,ნებისმიერი მომენტში რომ შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ”- გიული ალასანია

,,გონების კარგვაზე მე არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერი მომენტში რომ შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ  განაცხადა. მისი თქმით, ”ადამიანი მომაკვდავია“. ამასთან, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძის დასაბუთებასაც გამოეხმაურა. „ძალიან ცუდადაა დასაბუთებული, სუსტად, არა უბრალოდ მავნებლურად, არამედ, მესამე კლასელის დაწერილს ჰგავს. მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანის დაწერილიც არაა და პირდაპირ დაწერილი დაუდეს“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...