გერმანიაში ქალმა ორეული მოკლა, რათა საკუთარი სიკვდილი გაეთამაშებინა

გერმანიაში ქალმა ორეული მოკლა, რათა საკუთარი სიკვდილი გაეთამაშებინა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრებმა 23 წლის ერაყელმა ქალმა, ინსტაგრამზე გარეგნულად მსგავსი ადამიანი მოძებნა, შეხვედრა სთხოვა და მოკლა, რათა საკუთარი სიკვდილი გაეყალბებინა.

მოკლულის ცხედარი თავდაპირველად 23 ქალს მიამსგავსეს, თუმცა გაკვეთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სხვა ადამიანი იყო.

,,გრძელი შავი თმის, მსგავსი სახის ნაკვთებისა და მაკიაჟის გამო, ბრალდებული და მისი მსხვერპლი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ გერმანიის პოლიციამ ამ შემთხვევას „ორეულის მკვლელობა” უწოდა. “გამოძიების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრალდებულს ოჯახური კონფლიქტის გამო მიმალვა სურდა და ამ მიზნით საკუთარი სიკვდილი გაითამაშა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციის თქმით, 23 წლის ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით გარეგნულად მსგავს ქალებს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და ამისთვის სხვადასხვა სახელს იყენებდა. ის ქალებს შეხვედრასაც სთხოვდა, რათა სავარაუდო მსხვერპლი შეერჩია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები