სააკაშვილის დაცვის მხარე იუსტიციის მინისტრის დაკითხვას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, მინისტრი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს და ეს უკავშირდება მის გუშინდელ განცხადებებს.

„ვხსნით ყველა მოწმეს. დავკითხავთ მხოლოდ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას. უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო და საზღვარი აქვს ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია. აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ, მას აქვს რაღაც ინფორმაცია და მოვიდეს სასამართლოს მოახსენოს ამის შესახებ, მოწმეა ჩვეულებრივი. მოქმედი კანონმდებლობით, პატიმართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხები იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ეკისრება“ – აღნიშნა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები