თურქეთში საშუალო სიძლიერის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მიწისძვრა ისევ განმეორდა. ჰათაის პროვინციაში ხუთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე დაზიანებული სახლი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის მერია მეტროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ონფორმაციას ავრცელებს. „ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და  „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.  მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილამდე“ და პირიქით“ – აცხადებენ მერიაში. ახმეტელის მეტროში მეხანძრე-მაშველები შევიდნენ

მეტი...

ახმეტელის მეტროში მეხანძრე-მაშველები შევიდნენ

ამ წუთებში მეტროსადგური „ახმეტელი“ დაკეტილია. მეტროში მეხანძრე მაშველები არიან მობილიზებულები. მიზეზი დაკვამლიანებაა, რომელიც მეტროში შეიქმნა. პირველადი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა აალდა.  

მეტი...

ესპანეთი არ გამორიცხავს, უკრაინას ტანკები გაუგზავნოს

ესპანეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას აქტიურად განიხილავს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესი აცხადებს, ესპანეთი მუშაობს, რომ უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ათი ტანკით დაეხმაროს. „ვგეგმავთ უკრაინისთვის ლეოპარს A4“-ის ექვსი ტანკის გადაცემას.  ვაპირებთ, უახლოეს კვირებსა და თვეებში განვიხილოთ, თუ შეგვიძლია, ეს რაოდენობა ათამდე გავზარდოთ და მოვამზადოთ უკრაინელი სამხედროები „ლეოპარდის“ ამ ტანკების გამოყენებისთვის. ეს საკითხი ჩვენს მოკავშირეებთან –  ნატო-სა და ევროპაში უნდა განვიხილოთ.  პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის გაკეთება მე და ესპანეთის მთავრობას გვთხოვა. მე არ ვაპირებ ამის დამალვას, ჩვენ ეს დანარჩენ მოკავშირეებთან უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

2 წლამდე ბავშვი, რომელსაც წამების კვალი აღენიშნება, სასწრაფოდ თბილისში გადმოჰყავთ

კატასტროფის ბრიგადას ამ წუთებში 2 წლამდე ბავშვი გურჯაანიდან თბილისში გადმოჰყავთ. ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას დამწვარი აქვს სხეულის ნაწილები. როგორც ბავშვის ბებია ამტკიცებს, ბავშვზე დედა ძალადობდა, რომელიც მას სიგარეტს აწვავდა. პოლიცია სწორედ ბებიამ გამოიძახა. დედა კი სახლიდან გაქრა. ბავშვს სხეულზე მრავლობითი დამწვრობები აღენიშნება. დამწვრობის გარდა, მას სხეულზე ნაკბენებიც აღენიშნება. არის ეჭვი ოჯახურ ძალადობაზე. ბებიის მტკიცებით, მისი რძალი ბავშვს სცემდა, კბენდა და იატაკზე ანარცხებდა.  

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა

სალომე ზურაბიშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს,  ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან “არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!”. ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია! რა ხდება დღეს? მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად. ამ პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები – ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცე პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი…

მეტი...

პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკების კუთხით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ჯერზეც აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებას და პოზიციების დათმობას აზრი არ აქვს. მისი შეფასებით, მოლაპარაკების კუთხით უკრაინაზე ზეწოლა არ გამოვა, შედეგი არ ექნება. აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მოვა ევროპაში ევროპაზე ზეწოლისთვის. ჩვენზე ზეწოლა უფრო აქტიურად ომამდე იყო. ინტერვენციის დაწყების შემდეგ კი ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთი სახელმწიფო კი არა, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მოვიდა მოსაკლავად და ტერიტორიების დასაპყრობად. ყველამ გაიგო, რომ უკრაინის და ყველაფერი უკრაინულის განადგურების საკითხი დგას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...

ევროკომისიამ „ტიკტოკი“ აკრძალა

ევროკომისიის თანამშრომლები აპლიკაცია „ტიკტოკს“ ვერ გამოიყენებენ, აღნიშნული გადაწვეტილება ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით მიიღო. ევროკომისიამ საკუთარ თანამშრომლებს 15 მარტამდე, სამსახურეობრივი მოწყობილობებიდან „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლა დაავალა. ასევე აკრძალულია „ტიკტოკი“ პირად მოწყობილობებში, თუ მას კავშირი აქვს სამსახურეობრივთან.  

მეტი...

„ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“ – დეპუტატი ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი, ირაკლი კობახიძის ბრალდების შემდეგ  საკუთარ თავს „აგენტ 007 კახაბერ ბონდად“ მოიხსენიებს და ირაკლი კობახიძეს პასუხობს. “ბატონმა ირაკლი კობახიძემ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა. ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა. ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე მიბრძანდებით იმ ყველასათვის ცნობილი მიმართულებით, სადაც ზმეინის კუნძულის მცველებმა რუსული გემი გაგზავნეს” , – აღნიშნავს ოქრიაშვილი. შეგახსენებთ, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „გავლენების შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას მმართველ გუნდში ადრე არსებულ ჯაშუშებზე ისაუბრა. მან ჯაშუშად…

მეტი...

„შეშლილი ყმაწვილი“ –  ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და მას „შეშლილ ყმაწვილს უწოდებს.“ „ის ტალახს ესვრის ყველა ადამიანს, ვინც ვერ მოინელა, ვისთანაც აქვს ღია თუ ფარული აგრესია და მათ შორის, ერთ-ერთი ვარ მე. მე მის განცხადებებზე ნერვები არ მეშლება, თუმცა, გამოჩნდა, რომ ამ უბედურმა კობახიძემ აღიარა არა მხოლოდ გავრილოვის დრამის ავტორობა და შემომყვანობა, არამედ მ კანოპროექტის („ხალხის ძალის“) ავტორობა. ახლა ნადირობენ კუდიანებზე. ზუსტად 3 წლის წინ ვთქვი, რომ რომ კობახიძის ჯგუფი სახიფათო დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყანას მტრობს.  მგონია, რომ ეს ყმაწვილი მარია ზახაროვას ასისტენტია. ეს არის ბოდვა და ის…

მეტი...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა, არის მსხვერპლი

რამდენიმე წუთის უკან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცია. სანაპიროზე გადაადგილება შეზღუდულია.  

მეტი...

ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებული 9-ვე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობები და ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის 10 000-10 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. როგორც  ერთ-ერთმა დაკავებულმა, „მშენ-ექსპერტის“ ექსპერტმა დავით თუშიშვილმა განაცხადა, მას საერთოდ არც ევალებოდა ის, რასაც ედავებიან. „პროკურორებთან მაქვს რიტორიკული კითხვა, თვითონ თუ სარგებლობენ ისეთი საექსპერტო მომსახურებით, რომელსაც ბრალდება აქვს წარდგენილი? ჩვენს კომპანიას მხოლოდ ფაქტობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით დასკვნის შედგენა შეეძლო, ვინ მავალდებულებდა იქ უსაფრთხოება შემემოწმებინა? დასკვნა მერიაში, პროკურატურაში მივიდა, წაეკითხათ. მედავებიან იმას, რაც…

მეტი...

,,კანონიერ ქურდობაში“ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში შვიდი პირი დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის თებერვალსა და მარტში, „ქურდული სამყაროს“ წევრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მოდავე მხარეებს შორის, „კანონიერი ქურდების“ დავალებით „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და დაზარალებულებს ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. ამასთან, სადაო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები უცხო ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც „კანონიერი ქურდების“ მონაწილეობით ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რაშიც „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირიც მონაწილეობდა. პროკურატურამ ორ პირს ბრალდება…

მეტი...

„ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო“ – შალვა ხაჭაპურიძე ზურაბ ჩხაიძეზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებს პასუხობს და მას ვირს ადარებს. „შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალინ შორს მიდის. ეს ფანტაზიები არ ვიცი რას დავუკავშირო, სხვა განწყობაზეა თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის.  მან ელემენტარული წერა-კითხვა არ იცის და ელემენტარული, ტერმინოლოგია ვერ ვასწავლეთ ამ კაცს. ამაზეა ზუსტად ქართული ანდაზა: „ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო“ – ასე უპასუხა ჩხაიძემ ხაჭაპურიძის ბრალდებას. შეგახსენებთ, რომ ხაჭაპურიძემ ჩხაიძე რუს ენდოკრინოლოგად მოიხსენია. „გამომიწერეს ვერცხლისწყლისა და დარიშხნის კოქტეილი“ – მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

„გამომიწერეს ვერცხლისწყლისა და დარიშხნის კოქტეილი“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მოწამვლაში რუსულ მხარეს დებს ბრალს. „მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი“ – წერს სააკაშვილი. რუს ენდოკრინოლოგში კი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედის“  კლინიკური დირექტორს – ზურაბ ჩხაიძეს მოიაზრებს. „გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი“  – ეს განცხადება კი სააკაშვილის ადვოკატს – შალვა ხაჭაპურიძეს ეკუთვნის.

მეტი...

ვაშაძე „ტუტ“ –  გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ისა თბილისშია და აქციაც შედგება

უკრაინის სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პრემიერის თურქეთში წასვლა ვერ გადაფარავს იმას, რომ სოლიდარობა უკრაინასაც სჭირდება. „ხვალინდელ აქციაზე ავტობუსებით არავის ჩამოყვანას ვაპირებთ. ეს არის  ღირსების აღდგენის დღე. პრემიერ-მინისტრის თურქეთში ჩასვლა ვერ დააკომპენსირებს იმას, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარული არ ხარ. ძალიან ნერვიულობდა კობახიძე აქციის ორგანიზატორები ყველანი კიევში წავიდნენო. ანალოგი მინდა მოვიყვანო, როცა რუსები პრეზიდენტ ზელენსკის აბრალებდნენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ის კიევიდან გაიქცაო; მერე ზელენსკი გამოვიდა და ტქვა „პრეზიდენტი ტუტ და სხვების ტუტ-ო“. მე ახლა კობახიძეს ვეუბნები: „ვაშაძე ტუტ“. ყველანი ღირსეულად უნდა შევიკრიბოთ. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

აფხაზეთის „ლიდერი“ პუტინს „სამშობლოს დამცველის დღეს“ ულოცავს

ოკუპირებული აფხაზეთის „ლიდერი“ ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და „ახალ გამარჯვებებს“ უსურვებს. ბჟანია კმაყოფილებას და მადლიერებას გამოხატავს პუტინის მხრიდან აფხაზეთის მიმართ გამოჩენილი ინტერესის და ყურადღების გამო და გამარჯვებას უსურვებს. „თქვენ ასრულებთ თქვენი სამშობლოს მტრის საფრთხეებისგან დაცვის უმთავრეს ამოცანას. ფასდაუდებელია რუსეთის ფედერაციის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში… ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა” – წერს ბჟანია პუტინს.

მეტი...

,,პაციენტისთვის არაფერი დაგვიბრალებია”- ზურაბ ჩხაიძე

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე პასუხობს. მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილისთვის არაფერი დაუბრალებია. ,,პაციენტისთვის არაფერი არ დაგვიბრალებია. ჩვენ ერთგული ვართ, როგორც თქვენ გესმით ჰიპოკრატეს ფიცი, და ალბათ არის რაღაცები, რომელიც საჯაროდ არ ითქმებოდა”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ,,ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს”- შალვა ხაჭაპურიძე

მეტი...

„პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ეს ბოროტება, ომი, ტერორი, მკვლელობა ჩვენს მიწაზე მოიტანა”- ზელენსკი

„პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ეს ბოროტება, ომი, ტერორი, მკვლელობა ჩვენს მიწაზე მოიტანა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი არ გატყდა, ბევრი განსაცდელი გაიარა და გაიმარჯვებენ. ,,ათობით, ასობით ათასი ფოტოა, რომელიც ღრმა ნაიარევს ტოვებს გულსა და სულში. ისინი გვახსენებენ იმ გზას, რომელიც გავიარეთ თებერვლიდან თებერვლამდე. ის ჩვენს დნმ-ში უნდა იყოს. ჩვენ არ გავტყდით, ბევრი განსაცდელი დავძლიეთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ეს ბოროტება, ეს ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე. ტერორი, ყველა მკვლელობა, ყველა წამება, ძარცვა. რუსეთმა მკვლელის გზა აირჩია. ტერორისტის გზა. მტანჯველის გზა. მძარცველის გზა.…

მეტი...

,,რვა თვეა ადამიანი კლინიკაში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კლინიკა ამ პრობლემას ვერ ერევა”- ალასანია

,,ადამიანი რვა თვეა წევს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.  მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკა ”ვივამედი” ,,ამ პრობლემას ვერ ერევა“. „აქ ადამიანი რვა თვეა წევს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კლინიკა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკად ითვლება, ამ პრობლემას ვერ ერევა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ”- მიხეილ ყაველაშვილი

,,როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ?,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კითხვები უნდა დაისვას თუ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზეა საუბარი. „დემოკრატია რატომ გვინდა? – ადამიანებმა საკუთარი არჩევანი თავისუფლად გამოხატონ იმ ძალის მიმართ, ვინც უნდათ, რომ ქვეყანა მართონ. ეს წესები ყველამ უნდა დავიცვათ და როცა ამ სიტუაციის აღრევა ხდება და სიცრუეს „გვატენიან“, რომელიც გვინდა თუ არა უნდა მივიღოთ და ამას საფუძვლად უდებენ იმას, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ მიიღებთ სტატუს და…

მეტი...

რუსეთის ძალებმა კუპიანსკში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს

რუსეთის ძალებმა კუპიანსკში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი, ნანგრევებში კი მინიმუმ, ორი ადამიანია მოყოლილი. “ოკუპანტებმა დღეს დაარტყეს კუპიანსკის რაიონს. კიდევ ერთხელ S-300 რაკეტით. მოხვდა ადმინისტრაციულ შენობას. დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც შენობასთან ახლოს იმყოფებოდა”, – განაცხადა ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა.  

მეტი...

გამანაწილებელ კომპანიებში სემეკთან შეთანხმებით დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესი გამკაცრდა

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების განცალკევების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სემეკთან შეთანხმებით კომპანიებში დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესები გამკაცრდა. სემეკის გადაწყვეტილებით „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებში“ შესული ცვლილების შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცრის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება. ცვლილებით განსაზღვრა, რომ შესაბამისობის ოფიცრობის კანდიდატი არ უნდა წარმოადგენდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ დასაქმებულ პირს, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. წესებში განხორციელებული ცვლილება განპირობებული იყო არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატის შერჩევის პროცესში წარმოშობილი ხარვეზებით. აღნიშნული ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ეფექტიანი იმპლემენტაცია,…

მეტი...

,,ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის”- ზურაბ ჩხაიძე ხაჭაპურიძეზე

,,ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის, – ასე ეხმაურება „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას. „ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის. ჟურნალი არის სომხეთის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი, მაგრამ შალვა ხაჭაპურიძისგან სამეცნიერო ჟურნალი ძალიან შორს არის, ამაზეა ზუსტად თქმული ქართული ანდაზა: „ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო!“, – განაცხადა ჩხაიძემ. ცნობისთვის, შალვა ხაჭაპურიძემ განცხადა,…

მეტი...

,,ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ”- შალვა პაპუაშვილი

,,ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „მთელი აბსურდი ის არის, რომ უნდათ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე, მათ შორის რეზოლუციაშიც. ხომ ამიტომ ვართ ჩვენ გულნაწყენი, რომ დეზინფორმაციის წყაროდ იქცა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც პირველ წინადადებაში პირდაპირ დეზინფორმაციას წერს, საუბარია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი, არადა, ვიცით, რომ ის გაექცა მართლმსაჯულებას. თითქოს მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში, არადა, ვიცით, რომ ის შემოიპარა სწორედ რევოლუციის მოსაწყობად. რას ნიშნავდა არჩევნების წინა დღეს…

მეტი...

,,არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ”- ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. ბრალს არ აღიარებს „გრინსერვის+“-ის  დირექტორიც. „არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ”,- განაცხადა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. მოზარდის  გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

მეტი...

ახალქალაქის სოფელ ოლავერდში გოგო მოიტაცეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში, ქორწინების მიზნით,  გოგო მოიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პოლიციას გოგოს ახლობელმა შეატყობინა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ

ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა. როგორც ირკვევა, 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო. მასთან ერთად მყოფი მეორე პირი კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს.

მეტი...

,,რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის”- ესპანეთის პრემიერი

რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. ესპანეთის პრემიერი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. „ბუჩა და ირპენი აჩვენებენ პუტინის ბარბაროსობის ჭრილობებსა და ნაწიბურებს. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.  

მეტი...

,,პარაზიტობაა, როცა ცდილობ ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის”- შალვა პაპუაშვილი

,,პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ უკრაინის ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. „ამ აქციის ორგანიზატორები საქართველოში არ არიან და მათ შორის, რამდენიმე დეპუტატი ვიცი, რომ მივლინებაში გაემგზავრა საზღვარგარეთ. ამიტომ, ეს აჩვენებს რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში. სოლიდარობის მხრივ, მე მგონი არ მოგისმენიათ უკრაინის პარლამენტის მხრიდან…

მეტი...

პოლონეთში, ხანდაზმულებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ხანდაზმულებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მთელ პოლონეთში მოქმედებდნენ და თავს პოლიციელებად ასაღებდნენ. 2023 წლის 18 იანვარს დააკავეს 24 წლის პოლონელი და 44 წლის ქართველი, მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თაღლითური გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. ისინი ტარნოვში, ცდილობდნენ ასაკოვანი მოქალაქის გაძარცვას და 25 000 ზლოტის უკანონოდ დაუფლებას. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე  მონაწილეობდა მსგავს თაღლითობაში, რომელიც 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა ვაგროვიეცსა და ნოვი ტომისლში. იქ თაღლითურად მოპოვებული მთლიანი თანხის რაოდენობამ 220 000 ზლოტი შეადგინა. ქართველს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

,,პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული” – შალვა პაპუაშვილი

,,პროპაგანდისტულ ომში სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება მარტო არის მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”ყველას შეუძლია, დღესაც ჩაერთოს ომში, მაგრამ ყველა ირჩევს მშვიდობას, ამიტომაც საქართველო რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას.” „საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ, ამ მხრივ ვერ არის ოპოზიციის დიდი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის იმედზე, ჩვენი ხელისუფლება ამ ომში მარტო არის მიტოვებული, მაგრამ ხედავთ, ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით იმდენად ძლიერად არის, რომ ყველა ეს პროპაგანდისტული თავდასხმა მოიგერიოს. ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ მიდის საუბარი მშვიდობაზე, თითქოს მშვიდობისა და თავისუფლების დაპირისპირებაა, თითქოს დღეს…

მეტი...

,,პუტინი და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ”- ანდრეი კასიანოვი

,,პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას ადვილად დაამარცხებდა და მისი ქმედებები დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ,”-  ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. „რამშტაინის“ შეხვედრაზე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და ის ყოველ დღე უზარმაზარ ფასს იხდის. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას ადვილად დაამარცხებდა და მისი ქმედებები დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. მან თავისი გაბედულობითა…

მეტი...

„აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე – „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“- ოქრიაშვილი კობახიძეს

„აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე – „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“,- ასე ეხმიანება პარტია  „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. კახა ოქრიაშვილის პასუხს ”მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. ,,გუშინ, ბატონმა ირაკლი „გავრილოვიჩმა“ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა. ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა. მეორეს მხრივ, ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე – „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“,- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მეტი...

,,ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით,” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. „ყველამ, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები“, – განაცხადა…

მეტი...

ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი „სუ-24“ ჩამოვარდა.  ჩამოვარდნის შედეგად, თვითფრინავს ცეცხლი გაუჩნა. ცეცხლი სამეურნეო ნაგებობაზეც გავრცელდა. “ვალუისკის ურბანულ რაიონში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ახლა ადგილზე მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები”, – დაწერა რეგიონის გუბერნატორმა, ვაიჩესლავ გლადკოვმა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და გამომძიებლები მუშაობენ.

მეტი...