„პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ“ – მინისტრი  ციხეებში ადრე არსებულ პრაქტიკაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს ციხეებში ადრე არსებულ პრაქტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატიმართა ცემა, საკვებს გარეშე დატოვება, კარცერში მოთავსება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. „ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა. რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის დაცინვა, სახელმწიფოს დამცირება, კონსტიტუციის ღალატი და ფეხქვეშ გათელვა, – აცხადებს მინისტრი და ა „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას იშველიებს. „პატიმრების მორჩილებისა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით: • ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად…

მეტი...

„ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად”,-აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

„უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის შეფასებით,  უკრაინა თავისუფლებისთვის დიდ საფასურს იხდის, ევროპის ქვეყნები კი მის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებენ. აღნიშნული განცხადება შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. „პუტინის რევანშიზმი ვერ გაიმარჯვებს. ყველაფერი პირიქით მოხდება. უკრაინა იმაზე ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი ერთიანია და ის მხარს უჭერს უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირში. ნატო ფართოვდება, ალიანსს ახალი წევრები ემატება. ამავე დროს ათასობით ახალგაზრდა რუსმა საკუთარი სიცოცხლის ფასი გადაიხადა პუტინის ომისთვის და უამრავმა სხვამ ზურგი აქცია საკუთარ ქვეყანას“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცის შეფასებით, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია იმპერიალისტური ამოცანის შესრულება. „ომს არ აჭიანურებს ჩვენ…

მეტი...

„არსებობს მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მხარე, რომელსაც თავს დაესხნენ, ეს მკაფიოა“, – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ამ ომის წამოწყებისას დასახულ ვერცერთ მიზანს მიაღწია. როგორც  მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინელების შემართებამ და სიმამაცემ აჩვენა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ჩანაფიქრის შესრულება. „რუსეთს სურდა, გავლენის სფეროები შეექმნა და ისე გამოეყვანა, თითქოს უკრაინაში წამოწყებულ ომს ლეგიტიმური საბაბი ჰქონდა. მაგრამ ამან ვერ იმუშავა. ეს ერთი წლის შემდეგაც ეს არ მუშაობს. რუსეთის მიმართ დიდი უნდობლობა არსებობს და თავდაცვა მეტად მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, როგორ უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიაში გამოწვევის გადაჭრა რუსეთს შეუძლია? რუსეთს, რომელიც წარმოადგენს ახალ კოლონიალისტურ სახელმწიფოს“, – განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთის პრობლემის…

მეტი...

„ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება“ – ემანუელ მაკრონი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე  საფრანგეთის  პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ომი მხოლოდ ევროპელების ომი არ არის, ის მთელ მსოფლიოს ეხება. „ეს არა მხოლოდ ევროპელების ომია, ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება, რადგანაც აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ახალი იმპერიალისტური მიდგომა, რასაც რუსეთის მხრიდან ვხედავთ, რაც გამოიხატება მეზობლის წინააღმდეგ აგრესიაში და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობაში. ამ ომის აგრესიის დროს ყველა ტაბუ დაირღვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა დაარღვია გაერო-ს ქარტია. ვიხილეთ კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, დანაშაულებები, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ასევე არსებობს ბირთვული საფრთხეც“, –…

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე პროექტის „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში” პრეზენტაციას დაესწრო

შეხვედრას აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს,  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, WWF კავკასიის პროგრამა  ოფისის რეგიონული დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან და განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე ტყის რესურსების და მთლიანად სატყეო ფონდის აღდგენა-კონსერვაცია”, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“  ხელს შეუწყობს აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის…

მეტი...

„სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო“ – მინისტრი კლინიკების შემოწმების შედეგებზე  

ჯანდაცვის მინისტრმა  დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. ზურაბ აზარაშვილის შეფასებით, სამედიცინო დაწესებულებებში ვითარება არასასიამოვნოა. „მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს მივაღწევთ“, – აღნიშნა მინისტრმა. მან სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში  პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე არ იწყებენ მოქმედებას, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ – კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023…

მეტი...

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგრძელებენ პარტიიდან გასვლას. ამჯერად მოძრაობა რომან გოცირიძემ დატოვა. „მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – აცხადებს გოცირიძე.  

მეტი...

„ყველა ქალაქი, სოფელი და დასახლება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ნიშნავს მძევლად აყვანილ ადამიანებს“ – ზელენსკი

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, კრემლმა უკვე დაარწმუნა ირანის რეჟიმი. ამის შედეგი არის არა მხოლოდ ლეტალური, ირანული დრონები უკრაინის ცაზე, არამედ რაღაც, რაც რუსეთმა ამ დრონების მისაღებად გადაიხადა“ – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან. პრეზიდენტის შეფასებით,  რუსეთს ახალ-ახალი სანქციები უნდა დაუწესონ. „დარწმუნებული ხართ რომ ეს მხოლოდ ფულია? თუ შეიძლება, მსოფლიომ მიიღოს გამდიდრებული ურანის მქონე ირანის რეჟიმი. დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩვენგანს არ სურს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სპარსეთის ყურეში ეს გამოცადონ. ვიდრე ჩვენ ვკარგავთ კვირებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შევათანხმოთ, ტერორისტი სახელმწიფო…

მეტი...

„რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უამრავი სიცოცხლის განადგურება, უნდა ვიჩქაროთ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, კრემლმა უკვე დაარწმუნა ირანის რეჟიმი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მან რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიჩქარეა საჭირო. „რუსეთი ცდილობს, მსოფლიოსთან ვაჭრობით დამატებითი დრო მოიგონ აგრესიისთვის. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უამრავი სიცოცხლის განადგურება. სწორედ ამიტომ, უნდა ვიჩქაროთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზელენსკიმ, რომელმაც უსაფრთხოების კონფერენცია გახსნა, მსოფლიოს გადაწყვეტილებების დაჩქარებისკენ მოუწოდა. „უნდა დავაჩქაროთ შეთანხმებები, დავაჩქაროთ მიწოდება, დავაჩქაროთ ჩვენი გადაწყვეტილებები, რათა შევზღუდოთ რუსეთის პოტენციალი. დაჩქარების გარდა, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ეს არის სიჩქარე, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლე. გაჭიანურება…

მეტი...

„თბილისში მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავარში“

„თბილისი იმდენად პატარა ტერიტორიაა, მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი საკმაოდ რთული ადგილია და კონკრეტულ მიწისძვრად კონკრეტულ შენობაზე როგორი ზეგავლენა ექნება სწორედ ამისთვისაა საჭირო ლოკალური კვლევები, რომლებიც არ ხდება“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი „მედიაცენტრ მთავართან.“ მისი შეფასებით, კლავს უხარისხო მშენებლობებშია და არა მიწისძვრა. „კონკრეტულმა მიწისძვრამ შესაძლოა ერთ უბანში სხვანაირი რყევა გამოიწვიოს და მეორე უბანში სხვანაირი. გააჩნია, გრუნტი რა მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, თბილისში არის პრაქტიკა, რომ სადღაც უბანში ერთი კვლევაა ჩატარებული და შემდეგ ყველა მშენებლობა…

მეტი...

„გოლიათის გამარჯვებას შესაძლებლობა რა აქვს“ – ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოები კონფერენციაზე  

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით  უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა. ზელენსკი კონფერენციას დისტანციურად ჩაერთო. „კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დაცვას ცდილობს გოლიათისგან. დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს. თითოეულ მოკავშირეს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. რუსეთი  აუცილებლად დამარცხდება. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გოლიათს გამარჯვების შანსი არ აქვს, თუმცა სამწუხაროდ აქვს შესაძლებლობა, ბევრი სიცოცხლე შეიწიროს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონფერენციაზე გამოსვლისას.

მეტი...

,,ამ ეტაპზე სტრასბურგში გასაჩივრებისგან თავს ვიკავებთ”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმდენად შემჭიდროებულ ვადებში ხდება ამ ტიპის დავების განხილვა, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სტრასბურგში გასაჩივრებისგან. დაველოდებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი მოცემულობაა. არ არის გამორიცხული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, სააპელაციო სასამართლო სარჩელს თუ არ დააკმაყოფილებს, მაშინ სხვა სამართლებრივ გზას მიმართავენ. „გადავადების შემთხვევაში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გაყვანა მოხდება. რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ გამოთქვა…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ დელეგატს სინგაპურში კონფერენციაზე წასვლა დაუფინანსა

ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ დელეგატს სინგაპურში კონფერენციაზე წასვლა დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,სიკეთე ბიჭი რომაა ყველამ ვიცით,ის რომ მიუხედავად მანძილისა მუდამ ჩვენს გვერდითაა ესეც ძალიან კარგად ვიცით,ის რომ ძალიან,ძალიან მაგარი ფეხბურთელია ეგეც ყველამ ვიცით. Tiko Lagvilava -ს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი დარჩენილი 800 ლარი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფინანსა!!!!! შეგახსენებთ: მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია 2023 წლის მაისში, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორია ბილ კლინტონი.თიკო კი არჩეულია ერთ ერთ დელეგატად”-  წერს სალომე ფაცაცია სოციალურ ქსელში

მეტი...

,,ივანიშვილის და „ოცნების” ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე”- გიორგი გახარია

,,ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა,  გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ,,ამ გამოწვევების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არის. ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?!”- გიორგი გახარია

,,ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?! – და ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე,”- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მიმართვაში განაცხადა. გახარიას თქმით, სამწუხაროდ, დღეს, საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. ,,18 თებერვალს 2 წელი ხდება, რაც გადავდექი. გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის/ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ ოცნება ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს; დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს ყოფილა მათი მიზანი. ამ 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა. სამწუხაროდ – უარესობისკენ. დღეს,…

მეტი...

,,გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, სერვისების გაცემა შეფერხებულია” – იუსტიციის სახლი

ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეულ სერვისებზე მომსახურება შეფერხებულია. ამის შესახებ იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. „იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „საქართველოს ეროვნული არქივის“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ამასთან, ნაწილობრივ შეზღუდულია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

,,ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად საქართველოში შეჭრით დაიწყო”- იენს სტოლტენბერგი

,,გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად  საქართველოში შეჭრით დაიწყო. „ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ომიდან ერთი წლის თავზე“, – განაცხადა სტოლტენბერგამ.

მეტი...

,,კომპანია დათანხმდა 87 მგზავრისთვის ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში”- აეროპორტების გაერთიანების დირექტორი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Wizz Air-ის რეისის – ქუთაისი-ბერლინის 87 მგზავრს, რომლებმაც გაფრენა ვერ მოახერხეს,  ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლა შესთავაზეს, თუ დამატებით 300 ლარს გადაიხდიდნენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე 87 მგზავრიდან 85-მა ბილეთი უკვე გადაცვალა. ,,ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ, გზებზე შეფერხებების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ, რომ „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87…

მეტი...

საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს უკვე მეორე, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის – სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გომთან იყო. ცნობისთვის,  დილით, ოზურგეთთან 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მეტი...

ბათუმში დედამ ჩვილი კლინიკაში მიატოვა

ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა. ქალმა ორი დღის წინ იმშობიარა და ჩვილი სამშობიაროში დღეს დატოვა. კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ჩვილის დედა 18 წლისაა. საქმეში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაერთნენ.

მეტი...

მაია მელიქიძე კონფერენციაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე (ERRA) მაია მელიქიძე კონფერენციაზე -„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA)-ს ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას მაია მელიქიძემ ისაუბრა ქალთა როლის გაძლიერებაზე ენერგეტიკის სექტორში. „საქართველო ახლა იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. პირველი, ის, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, კერძოდ „ვიზუალ კაპიტალისტის“ მიერ საქართველო პირველად მოხვდა მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე. შესაბამისად,…

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაშია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის. მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. განგაშის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის შინაგან საქმეთა მინსიტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც ადასტურებს.

მეტი...

,,სისხლის სამართლის დამნაშავის ლეგიტიმაცია ევროპული ქცევა არ არის”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს, სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. მისივე თქმით, ცრუ დილემების მიზანია, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან გათავისუფლდეს. „რამდენიმე ევროპარლამენტარი საჯაროდაც ამბობს, საჯაროდაც ცდილობს, რომ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს დაუკავშიროს. სწორედ ეს არის ცრუ დილემების შექმნა, თითქოს არჩევანი არსებობდეს სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის. ასეთი არჩევანი არ არსებობს. ეს არის ცრუ დილემა, რომელიც პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფო, ქართველი ხალხი ცრუ არჩევანის წინაშე დააყენონ, თითქოს არსებობს ორი გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ, დაიღუპები, მეორე გზაზე – გადარჩები. ასეთი დილემების მიზანი არაკეთილსინდისიერია – მიხეილ…

მეტი...

თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

,,ბოთლში ჩასხმული რძე ჰქონდა, კარგად იყო ჩაცმული”- ბათუმში ნაპოვნი ჩვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბათუმში, ძველ მეჩეთთან მიტოვებული ჩვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალშობილი გოგონა დაახლოებით 10 დღის იქნებოდა. მათივე თქმით, ჩვილს თან ჰქონდა ჩანთა და მასში ჩალაგებული იყო ჩვილის მოვლისთვის საჭირო ნივთები. ,,საღამოს 8-ის 15 წუთზე დამირეკა თანამშრომელმა და მითხრა ბავშვია მოყვანილი შემოსასვლელთან, სადაც აბრაა – მუსლიმთა კავშირი. ვაცნობე მე-3 განყოფილებას, მოვიდნენ და საათ-ნახევარში ბავში წაიყვანეს. ერთ ბოთლში ჩასხმული რძე, კარგად იყო ჩაცმული, არ ჩანდა გაჭირვებული. ქართველს არ ჰგავდა, ამაში დარწმუნებული ვარ”,- ამბობს თვითმხილველი.

მეტი...

,,მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რისთვისაც აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე

,,მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რისთვისაც აშშ-ის ეს ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. „მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რისთვისაც აშშ-ის ეს ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას. ეს არის ის, რაზეც თავად სახელმწიფო მდივანიც საკმაოდ კონცენტრირებულია. მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში“, –  აღნიშნა ვედანტ პატელმა.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 38 044 ადამიანია დაღუპული

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 38 044-ს მიაღწია. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქის ზონაში ამჟამად 264 389 ადამიანი მუშაობს. ამასთან სამუშაოებში ამჟამად 67 ქვეყნის 5 753 უცხოელი პერსონალია ჩართული. სტიქიის შედეგად დაზარალებული თურქეთის ათი პროვინციიდან ევაკუირებულია 38 044 ადამიანი.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 09:40 საათზე მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ გურიაში, კერძოდ ბახმაროში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

,,გვჭირდება  ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ყველა მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კონფერენცია „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნა და „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, მნიშვნელოვანია. „ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, გიმასპინძლოთ აქ, ორბელიანების სასახლეში, თქვენ, ქალ სპეციალისტებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს. ენერგეტიკა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო…

მეტი...

მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმაა – ექსპერტიზის დასკვნა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა ცნობილია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა გახდა. ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, არიტა მეფარიშვილს თითების მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად არის განვითარებული. „მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე. მარიტა მეფარიშვილის გვამს მარცხენა მტევნის თითების მიდამოებში აღენიშნებოდა ელექტრონიშნები, რაც განვითარებულია ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად და…

მეტი...

,,ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას, დაბრუნება სამშობლოში”- შალვა პაპუაშვილი

,,ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას უწოდო დაბრუნება სამშობლოში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არასწორ ინფორმაციებს მოიცავს. „სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ, ასევე საქართველოზე თავდასხმად. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა, უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო. ამ შემთხვევაშიც, ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ჩვენი უახლოესი ისტორია. უახლოესი ისტორია არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ის…

მეტი...

თურქეთში 14 წლის ბიჭი ნანგრევებიდან მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 14 წლის ბიჭი ცოცხალი გამოიყვანეს. როგორც მაშველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, ადგილზე უკვე მძიმე ტექნიკით მუშაობდნენ, მაგრამ ყურს უგდებდნენ ყველა ხმას ნანგრევებიდან. სწორედ ამ დროს გაიგონეს მათ ბიჭის ხმა. „ნანგრევებში გავთხარეთ გვირაბი და შევძვერით. ბავშვს ჯერ სუნთქვის საშუალება მივეცით, შემდეგ კი გამოვიყვანეთ“ – უამბო ჟურნალისტებს ენგინ ბაირაკმა, ერზერუმის სამაშველო სამსახურიდან. მაშველების თქმით,  ბავშვი მოსახერხებელ მდგომარეობაში იპოვეს და მას შესამჩნევი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 14 წლის ბიჭი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

მეტი...

,,ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და თავდასხმად საქართველოზე”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და ასევე თავდასხმად საქართველოზე. ,,თავისთავად, სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და ასევე თავდასხმად საქართველოზე, წინა რეზოლუციებზეც გვქონდა ჩვენ, რომ იქაც რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო, ამ შემთხვევაშიც, პირველივე წინადადება ამ რეზოლუციის ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილ იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა ჩვენ ხომ ვიცით რა არის ჩვენი უახლესი ისტორია, უახლესი ისტორია არის რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა და არა მხოლოდ ქართულმა მართლმსაჯულებამ ის ბრალდებულად ცნო დანაშაულებში”, – განაცხადა შალვა…

მეტი...

,,ნატო-ს ქვეყნები უცოდველი მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან”- ზახაროვა

,,ნატო-ს ქვეყნები უცოდველი მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „შეერთებული შტატები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები გულგრილები არიან იმის მიმართ, რომ სამიზნეები არის საცხოვრებელი ზონები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. ნატო-ს ქვეყნები უცოდველი მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან, რაც მთავარია, გაუგებარია რატომ“, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, აშშ-ს და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების მიერ იმის არ აღიარება, რომ უკრაინაში კონფლიქტის მხარეს წარმოადგენენ, ცინიზმი და სიმხდალეა. „ჩართულობა მაქსიმალურია: მრავალი წლის განმავლობაში პროვოკაციული ქმედებები, ახლა…

მეტი...

ბათუმში, მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...