,,არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში ცხოვრობს”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,ყველამ კარგად იცის, რომ არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში ცხოვრობს,”- ასე ეხმიანება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ არაობიექტური ბრალდებები გრძელდება და ბოლო განცხადებაც ამის გაგრძელებაა.

„უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, მაგრამ რატომღაც, ომის დაწყების დღიდან უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდა იმის წარმოდგენა, რომ საქართველო ლამის პირდაპირ ჩართული უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან დაკავშორებით საქართველოს რა ვალდებულება ჰქონდა აღებული? ქვეყნის წინააღმდეგ ბრალდებების სერია დაიწყო, თითქოს ქვეყანა იარაღს აწვდის, სანქცირებულ ტვირთებს ატარებს და ა.შ. არც ერთ ამ განცხადებას არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია და ეს ყველამ დაინახა. საქართველოს მიმართ ასეთი არაობიექტური ბრალდებები გრძელდება და ბოლო განცხადებაც ამის გაგრძელებაა. ყველამ კარგად იცის, რომ არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში ცხოვრობს და 24 საათის განმავლობაში ყველას შეუძლია, მისი ცხოვრება ნახოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები