საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI-ის კვლევა

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI ავრცელებს.

კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? – გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, დარჩენილი 4% კი ამბობს, რომ არ იცის.

კვლევის თანახმად, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.

NDI-ის განმარტებით, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ ვიდრე ქალები.

კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

მსგავსი თემები