,,სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე”- ანა ფოტიგა

,,მიხეილ სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ  ევროპარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

ფოტიგამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ.

,,რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ პუტინმა აღწერა, რას გაუკეთებდა სააკაშვილს, იმ დროინდელ პრეზიდენტს საქართველოში. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ის ერთგულია თავის ქვეყნის და უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველოში. მას არ ექცევიან, როგორც სხვა მოქალაქეებს. მე მიმმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე”,- განაცხადა ანა ფოტგამ.

მსგავსი თემები