,,24 თებერვლისთვის მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

მისი თქმით, სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად აზარალებს და ნავთობის ფასის უკვე არსებული ზღვარი, მოსკოვს ყოველდღიურად დაახლოებით 160 მილიონი ევრო უჯდება.

„ჩვენ შემოგთავაზებთ რუსეთის ნავთობპროდუქტების ფასის დამატებით ზღვარს G7-ის პარტნიორებთან ერთად, 24 თებერვლისთვის – შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ – მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს“, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები