„საქართველოში ყველაზე ხშირია A გრიპი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში რესპირაციული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და შეესაბამება სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს. „რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები. კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი“…

მეტი...

„რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება“ – თენგიზ ცერცვაძე

„ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ექიმებსაც მიმართავს. „რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 6-7%-ია

„ჩინეთში, სხვადასხვა წყაროებით, კვლავ ძალიან მაღალია COVID ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ოფიციალურად ზუსტი მონაცემები უცნობია“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ინფექციონისტის შეფასებით, საქართვლოში ვირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება. „საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლევ რჩება ომიკრონის BA2,…

მეტი...

ვირუსის ახალი ვარიანტი „ორტრუსი“ გამოჩნდა, რომელიც „დელტა“ შტამშიც აღმოჩნდა

„რიგ ქვეყნებში ფიქსირდება COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება, მაგალითად, იაპონიაში ა.წ. 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ის მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ 500-მდე COVID გარდაცვალება ფიქსირდებოდა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. ინფექციონისტის შეფასებით, ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. „ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ. ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა – CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს. ეს სუბვარიანტი პირველად გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად ძირითადად გავრცელებულია ახალ…

მეტი...

„ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად“ – თენგიზ ცერცვაძე

„ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძირითადად სტაბილურია, ხოლო COVID გარდაცვალების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. ა.წ. 27 იანვარს ჯანმო-მ კიდევ ერთელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისივე შეფასებით, ვირუსის 60% „კრაკენზე“ მოდის. „რაც შეეხება SARS-CoV-2-ის ვარიანტებს და სუბვარიანტებს, მსოფლიოში ომიკრონი და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად. გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი. ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე…

მეტი...

„ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა“ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც  ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ჩალაძის განცხადებას პასუხობს. როგორც ჩალაძემ განაცხადა, „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“. „ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა-კანონიერება, სისხლისღვრა-მშვიდობა და სამართალი არის ის, რასაც ვიტყვით ჩვენ! თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი, კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“, – წერს მინისტრი რატი ბრეგაძე.

მეტი...

„უკრაინის შეუძლია საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით“ – პასუხი მედვედევს

დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ თუ კიევი ყირიმს შეუტევს, მთელი უკრაინა დაიწვება, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი პასუხობს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი – მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, ყირიმი უკრაინაა და მისი გათავისუფლება შეუძლია უკრაინას. „საერთაშორისო სამართალი მკაფიოა. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. ამიტომ, რუსეთის ოფიციალური პირების მუქარა „შურისძიების დარტყმების“ შესახებ, არის მხოლოდ მასობრივი მკვლელობების ჩადენის განზრახვის დაფიქსირება და დაშინების მცდელობა რუსეთის ტრადიციულ სტილში. ყოველთვის უგულებელყავით მედვედევი“, – აცხადებს პოდოლიაკი. „მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“ – მედვედევის მუქარა

მეტი...

„მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“ – მედვედევის მუქარა

კრემლიდან ისევ იმუქრებიან. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ  თუ უკრაინა ყირიმს თავს დაესხმება, მთელი უკრაინა დაიწვება. „ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები.  მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“ – აცხადებს მედვედევი. მისი თქმით, რუსეთი მზად არის, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს ყველა სახის იარაღი ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით.  

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა ილონ მასკი გაამართლეს

სან-ფრანცისკოს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა  „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი უდანაშაულოდ ცნეს და გაამართლეს. საუბარია  2018 წელს „ტვიტერში“ გამოქვეყნებული „პოსტე“, რის გამოც  მასკს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს. „მადლობა ღმერთს, ხალხის სიბრძნემ გაიმარჯვა. მე ღრმად ვაფასებ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა „ტესლა-420“-ის საქმეზე უდანაშაულობა დაადგინეს“, – აცხადებს ტავად მასკი. შეგახსენებთ, რომ მან „ტვიტერში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ უზრუნველყო დაფინანსების მოძიება ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის პრივატიზაციისთვის. აღნიშნული ცნობის გამო კომპანიის აქციები მკვეთრად გაძვირდა, თუმცა რამდენიმე დღეში ფასი კვლავ დაეცა, როდესაც ცხადი გახდა, რომ გარიგება არ შედგებოდა. აქციონერებმა, რომლებიც აქციები იყიდეს ან გაყიდეს, მასკი თაღლითობასა და ფასიანი ქაღალდების…

მეტი...

„ყველას დაანახეს სრული უვიცობა თავიანთი დარგის“ – კლინიკის დირექტორი სააკაშვილის ადვოკატებზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე კარად გამოჩდა, რომ  ადვოკატები  მოუმზადებლები იყვნენ კლინიკის დირექტორის დაკითხვისას და მათ სრული არაკომპეტენტურობა აჩვენეს. „ნინო ნადირაძემ მთელ ქვეყანას აჩვენა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმეში ძირითადი მოქმედი პირები, ვგულისხმობ ადვოკატებს. მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების, არ ვიცი, მაგრამ როცა სამედიცინო საქმეს ეხება, გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა თავიანთი დარგის, რომ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი არიან იმ დარგში, რაზეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობენ. მესმის, რომ სამედიცინო სამართლის სპეციალისტებს საქართველოში არ ამზადებენ, მაგრამ როცა 9 თვის განმავლობაში ამ საქმით არიან დაკავებული, ალბათ, ელემენტარული რაღაც უნდა წაეკითხათ და…

მეტი...

კლინიკის დირექტორის შეფასებით, ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი გააფართოვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი გაფართოვდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გარე ძალები არ ჩაერევიან და ხელს არ შეუშლიან კვებაში, კარგი შედეგი იქნება. „ტემპერატურა საღამოს 37,2 აღენიშნებოდა. დღეს, 37,3 აღენიშნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ ე.წ. გარე ძალები კიდევ არ ჩაერევიან და თუ დაგვაცდიან პაციენტთან მუშაობას. გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა“, – განაცხადა ჩხაიძემ. მისივე შეფასებით, გაუმჯობესებული კვების რაციონი მიხეილ სააკაშვილს ოჯახმა მოუტანა. „ოჯახი ყოველთვის დაინტერესებულია მისი მდგომარეობით და ყველაფერს შეასრულებს, რასაც ეტყვის…

მეტი...

„ნადირაძეს რეალურ ვითარებაზე ნაკლები წარმოდგენა აქვს“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობაზე ნაკლები წარმოდგენა აქვს. „გუშინ მოვუსმინე და აქედან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ ნინოს აქვს ნაკლები წარმოდგენა იმაზე, რაც რეალურად ხდება. სწორედ იქ გაიჟღერა სპეცდიეტამ, რაზეც არის თურმე ჩემი შვილი და თურმე ამის გამო სჭირს ის, რაც სჭირს. ეს უამრავი დიაგნოზი თურმე გამოიწვია იმ სპეცდიეტამ და საკუთარი თავის განადგურებამ,  თითქოს ჩემი შვილი ამ რეჟიმშია. ადამიანი დღეს, ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერ სპეცდიეტის ბრალია“, – აღნიშნა ალასანიამ ჟურნალისტებთან. „ადამიანი დღეს-ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერი სპეცდიეტის…

მეტი...

„ადამიანი დღეს-ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერი სპეცდიეტის ბრალია“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს სიცხე აქვს და მდგომარეობა არ უმჯობესდება. „სიცხე აქვს 37.7. ადამიანს 5 თვის განმავლობაში სულ სიცხე აქვს. გუშინ გაჟღერდა, რომ თურმე რაღაც სპეცდიეტა აქვს. როგორც ჩანს, სპეცდიეტის გამო აქვს ეს სიცხეები. ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ესეც სპეცდიეტის შედეგია, როგორც ჩანს. რომ ათრიეს და მალები, მარცხენა მკლავი რომ აქვს ჩამტვრეული, ესეც თვითდაზიანებით ხდება თურმე. იქიდან გამოვდივარ აბსოლუტურად დანგრეული. ჩემს თვალწინ ქრება, ადამიანი დნება, მიდის და მე ამის მოწმე ვარ“, – აღნიშნა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გერლენდის განაცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნული განცხადება  უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. „პირველად ისტორიაში, ავტორიზაციას ვაძლევ,  ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავუყენე ბრალი“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა. მისივე განმარტებით, რუსი სამხედრო დამნაშავეები აშშ-ში თავშესაფარს ვერ ნახავენ.  

მეტი...

„Freedom House“ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House“ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შეშფოთებული ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობებით და ფოტოებით. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე, ვიდრე ის პატიმრობაში იმყოფება. მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.  

მეტი...

კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

რუსეთში 38 ფიზიკურ პირსა და 16 იურიდიულ პირს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა. მათ კავშირი აღმოაჩნდათ  რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან. სანქციების ქვეშ მოექცა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ; სანქციები შეეხო ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ასევე კრემლის მხარდამჭერ მომღერლებს, მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვს, ნიკოლაი ბასკოვს, ლარისა დოლინას, დიმა ბილანს, ირინა ალეგროვას, იუმორისტ მიხაილ გალუსტიანსა და სხვებს. „რუსულ დეზინფორმაციულ ოპერაციებში ჩართული არიან ცნობილი ადამიანები და ე.წ. საინფორმაციო ორგანიზაციები, რომლებიც ახმოვანებენ კრემლის არგუმენტებს და მცდელობებს, გაამართლონ უკრაინაში სისასტიკეები“, – აღნიშნულია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.  

მეტი...

„ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ვისაუბრეთ ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის მომზადებაზე. გვაქვს შეთავაზებები ამ პაკეტთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს გადავეცით“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგების შეფასებისას. პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა დონეცკის მიმართულებით. „ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც უძლებენ დამპყრობლების სასტიკ ზეწოლას, რომლებიც მკაფიოდ და სრულად ასრულებენ ჩვენი პოზიციების დაცვის ამოცანებს და ასეთ მძიმე პირობებშიც უკრაინას კარგ ამბებს უგზავნიან. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინ გვეხმარება ოკუპანტებისგან თავდაცვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მეტი...

„ამ საღამოს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინა მიდის თავისი მიზნისკენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინამ  ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყოს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, უკრაინა მიზნისკენ კარგი ტემპებით მიდის. „უკრაინა მიდის თავისი მიზნისკენ. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინული თავისუფლება. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ღირებულებებს და მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მიზნებს. ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ უკვე როგორც ევროპული საზოგადოების მონაწილეები. ვმუშაობთ, რომ ეს იურიდიულად დავაფიქსიროთ. რაზე ვისაუბრეთ დღეს – ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს არის შესაძლებელი. პარტნიორებისთვის გასაგებია,  რომ მიმდინარე წელს,  ისევე, როგორც გასულ წელს, აუცილებელია ჩვენი სახელმწიფო თავდაცვითი მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სასანქციო ზეწოლის“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

პენტაგონი უკრაინას სპეციალურ ჭურვებს გაუგზავნის

უკრაინა პენტაგონისგან GLSDB-ის ჭირვებს გადასცემს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერი პატრიკ რაიდერი აცხადებს, თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს. „ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით GLSDB ჭურვებს. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს,  შორ მანძილზე იმოქმედონ და  განახორციელონ ოპერაციები თავიანთი ქვეყნის დასაცავად, დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩვენ მათთან ვმუშაობთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბრძოლის ველზე ეფექტურები იყვნენ“,“ – აცხადებს პატრიკ რაიდერი.  

მეტი...