პუტინის განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებები რუსეთს არ დაუწყია   

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი „ნაციონალისტებმა“ დაიწყეს, რუსეთი კი მის დასრულებას ცდილობს. აღნიშნული განცხადება პუტინმა საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები. ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ. საომარი მოქმედებები წამოიწყეს ნაციონალისტებმა უკრაინაში და მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში“  – ასეთია პუტინის მორიგი გზავნილი.  

მეტი...

ბადრი ესებუას ადვოკატი შეხვდა, პატიმარი დუმილის უფლებას იყენებს

“საქართველოს ბანკის” ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუა ბათუმის ციხეში ადვოკატმა ნახა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ესებუა ახალ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს. „ჩემი მასთან ვიზიტის მიზანი  იყო ის, რომ მას დაკავებისას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ ბრალი 236-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაა – შენახვა – ტარებას გულისხმობს. ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს და სასამართლოში ჩვენების მიცემას გეგმავს”,- განაცხადა ესებუას ადვოკატმა მედიასთან. რაც შეეხება ბანკის დაყაჩაღების ბრალდებას, ესებუა ბრალს არ აღიარებს. „ბანკის დაყაჩაღების ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მას აღნიშნული ყაჩაღობა არ ჩაუდენია. სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება.…

მეტი...

„წარვადგენთ სანქციების მეათე პაკეტს, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პოლიტიკოსებს და სამხედრო ლიდერებს“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უახლოეს დღეებში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი მზად იქნება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ შარლ მიშელთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. „უკრაინა ევროკავშირის გზაზე წინ მიიწევს შთამბეჭდავი ტემპებით.  რაც თქვენ უკვე გააკეთეთ, აჩვენებს, რომ თქვენ შეგიძლიათ სწრაფი და ხარისხიანი შედეგების ჩვენება ომის პირობებში, როდესაც აგრესორს ებრძვით. ხშირად მესმის უკრაინელებისგან იმის იმედი, რომ მათი შვილები ევროკავშირში გაიზრდებიან. ეს იმედი მათ აძლევს საშინელი ომის გადატანის ძალებს. ძვირფასო ვოლოდიმირ,  შესაძლოა, ჯერ კიდევ რთული გზაა, თუმცა დარწმუნებული…

მეტი...

„მომავალი რამდენიმე კვირა და თვე სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და აცხადებს, რომ „ჩვენ დაუყოვნებლივ გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ისტორიისა და უსაფრთხოების ახალი ეტაპის წინაშე ვდგავართ“. განცხადება შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენ, ყველას გვახსოვს გასული წლის 24 თებერვალს გამართული ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ ევროკავშირის 27 წევრის ლიდერს ვირტუალურად მიმართა და ისაუბრა თავისი ქვეყნისა და თავის ბედზე. გასული წლის 24 თებერვლის ეს სხდომა იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის ისტორიაში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ისტორიისა და უსაფრთხოების…

მეტი...

„გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრი გახდება“ – ზელენსკი

„ახლახან მივიღე მონაწილეობა ევროპული საბჭოს შეხვედრაში. დიახ, ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა მინდა, რომ გადმოგცეთ განწყობა, რომელიც მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც თქვა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში დამყარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრი გახდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპის საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს რუსეთის დრონებისა და რაკეტების მწარმოებელი ინდუსტრიის წიანააღმდეგ სანქციების დაწესება სთხოვა. „ეს არის ერთიანობა, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირი იქნება ჩვენ გვერდით უკრაინის გამარჯვებამდე და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი.  ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და სტაბილურობაზე. ვისაუბრეთ სამართლიანობის აღდგენაზე, ასევე ღირებულებებზე,…

მეტი...

„ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან“ – საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის განცხადებებთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან. „ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა, მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.  ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან,  ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, –…

მეტი...

„ჩვენ ის გვჭირდება წელს და როდესაც ვამბობ ამ „წელს“, შარლ, მე ვგულისხმობ 2023-ს“ – რას სთხოვა ზელენსკიმ მიშელს

ევროპის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა შარლ მიშელს მიმართა და ევროკავშირის წევრობა წელს ითხოვა. „ვაფასებ ყველაფერს, რაც გააკეთეთ. მოვისმინე ურსულასგან, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით, შედეგების შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ დიალოგი ევროკავშირში ჩვენი მომავლის შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ ეს წელს მოხდეს, ჩვენი მოტივაციისთვის, ჩვენი არმიის მოტივაციისთვის, რადგან მათ თავს ესხმის რუსეთის არმია. რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი, უკრაინა, შვილები, სახლები, ეს არის მნიშვნელოვანი მოტივაცია, ასევე, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ის გვჭირდება წელს და როდესაც ვამბობ ამ „წელს“, შარლ, მე ვგულისხმობ 2023-ს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან და ურსულა…

მეტი...

ომიანე ჯიქია, ვის სახლშიც ესებუა დააკავეს, აცხადებს, რომ ის არ უნახავს

ომიანე ჯიქია მის სახლში დაკავებულ ბადრი ესებუასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მის შესახებ არაფერი იცის. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუა 2 წლიანი ძებნის შემდეგ ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ოჯახის უფროსის თქმით, ესებუა მათთან სავარაუდოდ გვიან მივიდა. ,,მე ბადრი ესებუა არ მინახავს. როგორ შემოვიდა, არ ვიცი. შესულა ოთახში და დამჯდარა. ვიღაცამ დაინახა ალბათ, მოვიდა პოლიცია, დაიჭირეს და წაიყვანეს.  არც დავლაპარაკებივარ, ჩვენ, ოჯახის წევრებს გვეძინა. არც დაუძახია და არც არაფერი უკითხავს”, – აცხადებს ომიანე ჯიქია.

მეტი...

ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს

მთავარმა პროკურატურამ 2 წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ ბადრი ესებუას კიდევ ერთ ბრალდება წარუდგინა. ახალი ბრალი ეხება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი, წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა,…

მეტი...

რუსეთს ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს უმზადებს

ევროკავშირი ოკუპანტ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. საუბარია მე-10 პაკეტზე, რომელიც დანარჩენ ცხრაზე უფრო მკაცრი იქნება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, მე-10 პაკეტში რუსი პროპაგანდისტებიც მოექცევიან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულ თემაზე  ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. უახლოეს დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს წარმოვადგენთ. პირველი – სანქციებს რიგი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ გამოვიყენებთ, მაგრამ ასევე, ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ძალიან ყურადღებით მოგისმინეთ უკრაინაში, ჩვენ სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ვინაიდან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს…

მეტი...

რომელია სეისმურად მაღალი აქტიური ზონები საქართველში?!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მაღალი სეისმური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღალი შენობები და უხარისხო ნაგებობები სერიოზულ საფრთხეს ქმნის. „სეისმური საფრთხის მაღალი დონეა კავკასიონის  მთავარი ქედი. განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილი, სადაც რაჭის მიწისძვრა მოხდა. აღმოსავლეთით კი საკმაოდ აქტიურია კახეთის მხარე და ჯავახეთის ზეგანი. ეს არის მკვეთრად გამოხატული მაღალი სეისმური საფრთხის ზონები. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი სეისმურობით მაღალი რისკის ზონა არის არის, ყურადღებაა მისაქცევი. მჭიდრო დასახლებები, მაღალი შენობები დიდ საფრთხეს ქმნის. ასევე, უხარისხო მშენებლობები“ – აღნიშნა სეისმოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან.“ მისივე თქმით, საქართველოში…

მეტი...

,,საქართველო ჩვენნაირია? აქვს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ?”- კელი დეგნანი

,,საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? – ამაზე პასუხს ელოდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები,” – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა  განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. „დავიწყებ იმით, რომ დაკვეთა 12 პუნქტთან დაკავშირებით და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეალურად ქართველი ხალხისგან მომდინარეობს. ხალხისგან, რომელმაც ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანი არის ევროპული მომავალი. საქართველოში ყველა ლიდერმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომელიც მოთხოვნილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველამ უნდა იმუშაოს ამის მისაღწევად, რადგან ამას…

მეტი...

,,რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა”- გია ვოლსკი სააკაშვილზე

,,სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი, შეცოცებული არიან ყველანი სააკაშვილზე და ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან,”’ – ასე ეხმიანება  პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი, გია ვოლსკი სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, რეალურად მიხეილ სააკაშვილისთვის კარგი არავის უნდა. “მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში საკუთარ ოჯახს საკმაოდ დიდი ქონება გადასცა, ამ თანხას რაც ლობისტურ კომპანიას გადაუხადეს, ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, ან გიული ალასანიას გარდერობს ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, მე არ ვიცი. ადამიანებს, ვისაც კანონიერად გააჩნიათ თანხა, შეუძლიათ კანონიერად ხარჯონ მათ შორის, ლობისტურ კომპანიებში, მაგრამ როცა საუბრობ იმაზე, რომ ადამიანი…

მეტი...

თბილისის N37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის N37 საჯარო ბაღში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბაღის კონტინგენტი საიჯარო ფართის შერჩევამდე ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება. „აღნიშნული გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. ექსპერტიზის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში და მისი ნგრევის საშიშროება არ არსებობს, შენობის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები სწრაფად პროგრესირებს, მისი ექსპლუატაცია, გამაგრების ღონისძიებების ჩატარებამდე, არასაიმედოა. „N37 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. წარსულში ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 000-ს აჭარბებს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 014-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 63 000-ს აჭარბებს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დანგრეულია 6 400-ზე მეტი შენობა და მთავრობა რეგიონში, მომავალი 1 წლის განმავლობაში ახალი, 3 და 4 სართულიანი შენობების აშენებას გეგმავს. სირიაში კი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 162 ადამიანი  გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1 262 ადამიანი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი 1 900 ადამიანი დაიღუპა, რაც ნიშნავს, რომ თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრას, მინიმუმ 17 176 მოქალაქე ემსხვერპლა

მეტი...

,,საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით”- ვლადიმირ ჯაბაროვი

,,საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით,” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა. მისი განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ მიმართვაში საუბარი იყო რუსული  „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე. აღნიშნულ ინფორმაციას  გამოცემა ”Вестник кавказа” ავრცელებს.  

მეტი...

„ქოცებს“ მოვუგე კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები”- გიგი უგულავა

,,სტრასბურგის სასამართლოში „ქოცებს“ მოვუგე კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, – ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში წერს. უგულავა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით: დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე; დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015…

მეტი...

კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი ავტობუსს დაეცა

რიკოთის უღელტეხილთან მიმდინარე სამუშაოების დროს კლდიდან ლოდი ჩამოვარდა და თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალ ავტობუსს დაეცა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტობუსის მუშაობა პარალიზებულია ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებენ.

მეტი...

ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს.  აღნიშნულ ინფორმაციას  მისი ადვოკატი სოსო ჯანაშია ადასტურებს. ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

მეტი...

„კეთილი ინებოს და ყველა მიხვდეს, რომ საქართველო ვერ იქნება დაბალი ღობე”- მამუკა მდინარაძე

,,თავის დროზე საქართველოს დაუწესეს სანქციები, ახლა თუ რუსეთმა ფრენები აღადგინა, რას ჰქვია, შენ თქვი ამაზე, რომ მისასალმებელია და კარგია, რომ შენი მილიონამდე მოქალაქე ამით ისარგებლებს,”– ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მდინარაძის თქმით, რუსეთთან ფრენები აქვს არაერთ ქვეყანას, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებს. „კეთილი ინებოს და ყველა მიხვდეს, რომ საქართველო ვერ იქნება დაბალი ღობე. მაშინ, როდესაც ამ ქვეყნიდან ელჩია გაწვეული, მაგალითად, ბელარუსიდან არ არის ელჩი გაწვეული. ეს არის სამწუხარო რეალობა. მაშინ, როდესაც თავად ზოგიერთი ქვეყნიდან, კონკრეტულად არცერთზე არ ვსაუბრობ, ავიაკომპანიები ოპერირებენ; ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ნატო-ს…

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებისთვის საჯაროდ ფასის მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს

“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია  – გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება –  ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ: საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია; საქონელი იყიდება აუქციონზე;  გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი. ,,იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი…

მეტი...

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები – იუსტიციის სამინისტრო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ინფორმაციით, მომჩივანი დაობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე. იგი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა. „სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ივლისში მომჩივნის დაკავება ეფუძნებოდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც დასტურდებოდა პროკურატურის…

მეტი...

,,ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპული ფასეულობების გარანტი მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება. ,,ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია და გაუმარგინალებია”- მდინარაძე ხაბეიშვილზე

,,შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რეკორდსმენია – ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია და გაუმარგინალებია,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ხაბეიშვილმა პარტიულ აქტივს მოუწოდა, ჩამოდით, დავდგეთო და აქციაზე 147 ადამიანი მივიდა. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მათი მრჩეველი რომ ვიყო, არ ვურჩევდი, რასაც აკეთებენ. ის მაინც შეუძლიათ, პარლამენტში მოვიდნენ და ევროინტეგრაციის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. შეუძლიათ, ხალხის თვალში საკუთარი მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოასწორონ, მოგონილ, მაგრამ ე.წ. დეპოლარიზაციაში მაინც მიიღონ მონაწილეობა, ფორმალურად მაინც დაუჭირონ მხარი ევრორეკომენდაციების კანონპროექტებს. იქნებ მათი ამომრჩევლის ნაწილი მაინც შერჩეთ. ასე არავინ შერჩებათ.…

მეტი...

„უკრაინა ევროპაა და თქვენი ერის მომავალი ევროკავშირშია”- რობერტა მეცოლა

„უკრაინა ევროპაა და თქვენი ერის მომავალი ევროკავშირშია”, –  ამ სიტყვებით ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ,,მზად ვართ დაგეხმაროთ და დაგიცვათ, თავისუფლება გაიმარჯვებს”- დასძინა რობერტა მეცოლამ.

მეტი...

,,რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მომავალში”- კახა კალაძე

,,ძალიან მძიმე განცხადებებს ვისმენთ იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია ომზე, დაპირისპირებაზე. მინდა, ამ ადამიანებს მივმართო, ცოტა გონს მოეგონ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული. „აქციების ჩატარებაც მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი ჩატარებული აქციები. ზოგადად, მინდა, ვთქვა, რომ რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მომავალში. განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მძიმე განცხადებებს ვისმენთ იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია ომზე, დაპირისპირებაზე. მინდა, ამ ადამიანებს მივმართო, ცოტა გონს მოეგონ და ძალიან ფრთხილად იყვნენ ამ განცხადებებთან“, – განაცხადა კალაძემ.  

მეტი...

თურქეთში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს. „თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD). აღსანიშნავია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის, ერთი მოქალაქე უკვე გადასვენებულია…

მეტი...

გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა დიგიტალიზაციის შესახებ თვინინგ ლაითის პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი ფანგანმა ხაზი გაუსვა სემეკისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელობას. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ეფექტიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგია შემუშავდა. „დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება, ისევე როგორც დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია. დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში, როგორც საბითუმო ისე საცალო დონეზე. ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისათვის არსებითია…

მეტი...

დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე პროექტის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე „თვინინგ ლაითის“ დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა. სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა ზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია. „დარწმუნებული ვარ, სემეკის, სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი, უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. საერთაშორისო პროექტებისა და მიღებული გამოცდილების გამოყენებით, შევძლებთ სემეკის შესაძლებლობების გაზრდას, რათა გავაუმჯობესოთ რეგულირების სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მდგრადი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს…

მეტი...

,,სააკაშვილს აქვს უმძიმესი დანაშაულები და მას სასჯელის მოხდა მოუწევს”- კახა კალაძე

,,ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია, შემოსვლით დაწყებული და ჯანმრთელობის მდგომარეობით დამთავრებული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რას ემსახურება სააკაშვილის ქმედებები. „სააკაშვილი ციხეში არ იმყოფება, კლინიკაშია. ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია. საზოგადოებამ კარგად დაინახა, ეს ყველაფერი რას ემსახურება. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის რეპუტაცია, მათთვის მთავარია ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესები. ცხადია, ეს ყველაფერი სასაცილოა. გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ვერანაირი პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და არც არასდროს მიუღია. ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა.…

მეტი...

,,თუ საჭირო გახდება კაბინეტსაც ავუჭედავთ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენ ვიბრძოლებთ, მე ამ ხალხთან ერთად ვაპირებ მოქმედებას ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ცხადია დედაქალაქშიც,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამ წუთებში სხვადასხვა რეგიონში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება, თავად ხაბეიშვილი ზესტაფონში იმყოფება. ,,ყველა ქალაქში, ყველა რაიონში იქნება პროტესტი. დღეს მშვიდობიანად ვართ მოსულები აქ, მაგრამ ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საჭირო თუ გახდება კაბინეტსაც ავუჭედავთ. ეს ტალღა აგორდება, აზვირთდება და ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არ ელოდება კარგი დღე.  ეს არ არის ვიწრო პარტიული ინტერესი, ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უდრის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამაზე საუბრობენ…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 16 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16 035-მდე  გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სირიაში სტიქიას მინიმუმ 3 162 ადამიანი ემსხვერპლა,. რაც შეეხება თურქეთს,  დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 12 873-მდე გაიზარდა.  

მეტი...

,,უკრაინაში ბრიტანული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის”- რუსეთის საელჩო

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ უკრაინაში ბრიტანული გამანადგურებლების მიწოდებას შედეგები მოჰყვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. „შევახსენებთ ლონდონს: ასეთი სცენარის შემთხვევაში, ესკალაციის შემდეგი რაუნდის მსხვერპლის რაოდენობა და მისი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში იქნება გაერთიანებული სამეფოს სინდისზე. რუსეთს ეცოდინება, როგორ უპასუხოს ბრიტანული მხარის ნებისმიერ არამეგობრულ ქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის,  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ ლონდონი მზად არის, განიხილოს უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება.

მეტი...

,,ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსეთს, ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს და ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. „ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც ადასტურებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ასევე, უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს…

მეტი...

კონკურენციის სააგენტო სტუდენტების დასაქმების პერსპექტივით, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (GNCA) პირველ ფართომასშტაბიან საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ იწყებს. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება. „პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები. მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის თებერვლის თვეში სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციების გამართვა იგეგმება, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა – სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე…

მეტი...

,,სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია”- ირაკლი კობახიძე

,,პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. „პარლამენტის მიერ ამნისტია გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება ამნისტია ერთ კონკრეტულ წრეს მოერგოს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს. ცხრა ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა თანაგრძნობას იწვევდეს, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ერთ-ერთ ყველაზე…

მეტი...