“პოლონეთის სიახლოვეს რუსული რაკეტა ჩამოვარდა”- ტუსკი

რუსეთის რაკეტა პოლონეთის საზღვართან 15 კილომეტრში დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 27 აპრილს X-ით გაავრცელა.

“უკრაინაში, ლვოვის ოლქში ათეულობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა“- წერს ტუსკი.

მან ასევევ გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი და თქვა, რომ  ამ დროს მორავეცკი ამუშავებს ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ბუდაპეშტში.

 

მსგავსი თემები