უკრაინა ქართულ მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს სააკაშვილის დამცირება და გადასცენ უკრაინას

უკრაინის მოქალაქე მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებას ავრცელებს და ქართულ მხარეს საქართველოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადასცეს სააკაშვილი უკრაინას.

ოფიციალური განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას. ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური შურისძიების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყება საქართველოს მთავრობას „საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს“  ტრადიციებით მოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სააკაშვილს  უარს ეუბნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, რაც  გაცნობიერებულად ქმნის მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს.

 

მსგავსი თემები