კადიროვმა 26 წლის ძმისშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

რამ­ზან კა­დი­რო­ვის ძმის­შვი­ლი, 26 წლისხამ­ზათ კა­დი­რო­ვი რეს­პუბ­ლი­კის მი­წი­სა და ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­ნის­ტრა­დ და ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ი­ნიშ­ნა.

ამის შე­სა­ხებ ინფორმაცია თავად კა­დი­როვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გაავრცელა.

“ხამ­ზა­თი ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია, მას აქვს ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი. მან ეს და­ამ­ტკი­ცა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წინა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მითღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით. წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვე მას ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და კადიროვმა.

 

მსგავსი თემები