საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დეტალები ზუსტდება. არსებული მონაცეებით, ეპიცენტრი იყო ვაკიჯვარი (გურია), მაგნიტუდა კი –  4.3.

მეტი...

სააკაშვილის პალატიდან მორიგი ვიდეომასალა გავრცელდა

ტელეკომპანია “სიენენ-მა” მიხეილ სააკაშვილის პალატაში გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ოთახიდან, მიდის საწოლის მიმართულებით და საწოლზე ეცემა. ეს არის პალატაში დამონტაჟებული  სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები. რაც შეეხება ვიდეო მასალის მეორე ეპიზოდს, ჩანს, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვარდება, პალატაში ჯერ სამედიცინო პერსონალი შედის, რომელიც ცდილობს მის დაჭერას, შემდეგ კი სავარაუდოდ დაცვას ეძახიან დასახმარებლად, რომლებიც პალატაში შერბიან.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს 2 წელში შეუერთდება

უკრაინის პრეზიდენტი იმ ლიდერებს აკრიტიკებს, რომლებიც უკრაინას ევროპულ ოჯახში კიდევ მრავალი წელი ვერ ხედავენ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინას 10 წელი სჭირდება თუმცა, ეს 2 წელიწადში მოხდება. „ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირში ორ წელიწადში გავწევრიანდეთ. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ არ გვჭირდება ათეული წლები. გადაწყვეტილებებს ნელა იღებენ, ეს არის ბიუროკრატია… მჯერა, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  

მეტი...

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა სირიაში 300 000-მდე ღირებულების სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანო მიწისძვრით დაზარალებულ სირიაში ჩავიდა. ალეპოში ის დუბაის ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ჰუმანიტარული რეისით გაემგზავრა. სტიქიის ზონაში კი 300 000-მდე დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარება ჩაიტანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიაში ჰუმანიტარულ ტვირთს კიდევ გაგზავნიან და ის დაახლოებით 300 000 ადამიანის სამყოფი იქნება.

მეტი...

ნანგრევებიდან 70 წლის ქალი ამოიყვანეს

თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრიდან 125 საათზე მეტი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის შესაძლებლობა ნაკლებია. სულ ახლახან კი კორპუსის ნანგრევებიდან 70 წლის ქალი ამოიყვანეს. თურქეთში გაერო-ს სამოკავშირეო ოფიცრის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასასრულისკენ მიდიან, რადგან, უკვე გადარჩენილების პოვნის ალბათობა ნაკლებია. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს აღწევს.  

მეტი...

„მისი მდგომარეობა დამძიმდა და ეს იყო პროგნოზირებული“ – ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიის” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. მისი შეფასებით, ეს პროგნოზირებული იყო კიდეც. „მისი მდგომარეობა დამძიმდა და ეს იყო პროგნოზირებული არაერთი ექსპერტის მიერ, 17 ექსპერტი და სახალხო დამცველის ექსპერტები პროგნოზირებდნენ სავალალო მდგომარეობას. პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახლა არის მოსამართლე არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ასევე კლინიკა ,,ვივამედი“, ვინაიდან მათ გაწიეს წინააღმდეგობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც ჩამოერთვა ამ ადამიანს. მე კლინიკა ,,ვივამედის” ტყუილი ცრემლების არ მჯერა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, მასთან შესვლა შეზღუდულია“ – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.  

მეტი...

„ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ წუთებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა და ყველას მიმართა, წყენა დაივიწყონ. „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უდრის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რატომ გვინდა ევროკავშირი? ევროკავშირი ნიშნავს ჩვენი პენსიონერების ღირსეულ სიბერეს; ევროკავშირი ნიშნავს ჩვენი სტუდენტების უკეთეს განათლებას; ევროკავშირის ნიშნავს ჩვენი ხალხის ნორმალურ დასაქმებას და ნორმალურ ხელფასს. დღეს გროშებზე ამუშავებენ ქართველ ხალხს. 300-400 ლარად ახალგაზრდებს ღამეების თენება უწევთ. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავებს ოპოზიციონერებს ეძახიან, დაასრულეთ ერთმანეთთან დაპირისპირება და ლაქლაქი ტელევიზიაში. ენერგია დახარჯეთ ხალხთან ურთიერთობაში. ენერგიას ნუ…

მეტი...

„ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხალხი ყოველდღე ხედავს, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. „ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი ეს უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ, საქმე და ვემსახუროთ ქვეყანას, ჩვენს ხალხს. რაც ჩვენს ხალხს სჭირდება, მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ. ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის, რას გეგმავენ. ჩემთვის მთავარია, რომ ყველა გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ეს ყველა საკითხი მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე არის…

მეტი...

„ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს“ – ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულს პირი არ უჩანს. მისი თქმით, მხარეები არ აპირებენ, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. „ომის დაწყების დღიდან უკვე 20% არის უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული. ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგი აქვს ორივე მხარეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი აღადგენს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს და მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია.  ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის…

მეტი...

„უკრაინის მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოგზავნა იყო ნაწილი, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს. მისივე შეფასებით, უკრაინის მხრიდან  მსგავსი შემოტევები დღემდე არ წყდება. „ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ომი. ეს არის მცდელობა, რომელიც არ ჩერდება, რომ რამენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს“ – პოდოლიაკი კობახიძეზე  

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს და ურჩევს, ომის თემაზე კომენტარები საერთოდ არ გააკეთოს. პოდოლიაკი ირაკლი კობახიძეს ურჩევს, კარგი იქნებოდა, შეესწავლა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. „საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომი თემაზე კომენტარი არ გააკეთოს. ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს.  სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ…

მეტი...

„ჭამაც, ლაპარაკიც და ყველაფერი უჭირს“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი  მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს 27 ქვეყნის მიმართვა და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშილი. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისი შვილი სამკურნალოდ პოლონეთში უნდა გაუშვან. „ყოველდღე სუსტდება და ადგომა ძალიან უჭირს. ჭამაც, ლაპარაკიც და უკვე ყველაფერი უჭირს. 27 ქვეყნის ხელისუფლებები შუამდგომლობით მიმართავენ ჩვენ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი და მას შესაძლებლობა მიეცეს მკურნალობა გაიაროს პოლონეთში“, – განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

მეტი...

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი გაზაფხულზე უკრაინაზე შეტევას გეგმავს

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი ძალას იკრებს და გაზაფხულზე უკრაინაში მორიგ შეტევას ამზადებს. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთს უკრაინელების დასუსტების იმედი აქვს. მისივე ინფორმაციით, რუსული გეგმის საპასუხოდ,  აშშ და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნები სამხედრო დახმარებას გაზრდიან, რომ  უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების გეგმებს მომზადებული შეხვდნენ.

მეტი...

ჯო ბაიდენი პოლონეთში ვიზიტისთვის ემზადება

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში გამგზავრებას გეგმავს. ვიზიტის თარიღად 20 თებერვალი განისაზღვრა და ის ორდღიანი იქნება. ვიზიტი 20-22 თებერვალს  განხორციელდება. პრეზიდენტი ბაიდენი  პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასა და რეგიონის სხვა პირველ პირებს შეხვდება შეხვდება.

მეტი...

გეოფიზიკის ინსტიტუტის კვლევით, საშუალო მიწისძვრის შემთხვევაში, საქართველოშ 25 000-მდე სახლი დაინგრევა

გეოფიზიკის ინსტიტუტმა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით დაადგინა, რომ მაგნიტუდა6 სიდიდის მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისში 25 ათასამდე შენობა დაინგრევა. აღნიშნულ საკითხზე შეფასება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს ვთხოვეთ. „ერ გეტყვით, შრომა არ მაქვს წაკითხული. ზოგადად, მაგნიტუდა 6-ზე რომ თბილისი ძლიერ დაზიანდება ცხადია. თუმცა, ციფრებზე საუბარი გამიჭირდება. გაიხსენებთ, რომ მაგნიტუდა 4,5-მა დააზიანა 12 000-მდე შენობა და მსხვერპლიც კი იყო. კარგად რომ იყოს საქმე მაგნიტუდა 4,5-ს მსხვერპი არ უნდა მოჰყვეს და შენობების დაზიანებაც ძალიან ნაკლები უნდა იყოს. მიწისძვრისგან დაცვა ეს არის სეისმომედეგი მშენებლობა და შესაბამისი კონტროლი“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ…

მეტი...

გერმანია უკრაინაში გასაგზავნად 80 ტანკს ამზადებს

გერმანიიდან უკრაინაში გასაგზავნ „ლეოპარდ 2“-ის ტანკებს ისევ ელიან. როგორ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ს 80 ტანკი, დიდი ალბათობით, მარტის ბოლომდე გაიგზავნება.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი, ევროპულ ტრიბუნაზე  პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში. ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.  

მეტი...

საქართველო მოძველებული სეისმური საფრთხის რუკით სარგებლობს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის

„საქართველოს სეისმურად ატიური ზონაა, თუცა, საქართელოში ისეთი ძლიერი მიწისძვრები როგორც თურქეთში მოხდა, მოსალოდნელი არ არის“ – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მაღალი სეისმური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღალი შენობები და უხარიხსო ნაგებობები სერიოზულ საფრთხეს ქმნის. „ცხადია, რომ საქართველოს სეისმურად აქტიური ზონაა. თუმცა, საქართველოში ისეთი ძლიერი მიწისძვრები როგორც თურქეთში მოხდა, მოსალოდნელი არ არის. თუმცა, გვახსოვს, რომ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრებიც მომხდარა და მოხდება კიდეს ჩვენთან, თუმცა, იშვიათად. გვახსოვს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა საქართველოში რაჭის და სპიტაკის. ეს იყო მაგნიტუდა 7 –…

მეტი...

დაკავებულია მშენებელი, ვინც თურქეთიდან გარბოდა

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ვინც მიწისძვრის ზონაში ახალი საცხოვრებელი კორპუსები ააშენა, რომელიც მიწასთნ არის გასწორებული, დაკავებულია. სწორედ ის იყო ჰათაიში კორპუსების მფლობელი. კორპუსების 2012 წელს არის აშენებული. ის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა, დაღუპულია ათასობით ადამიანი.

მეტი...

რუსეთი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამმხრივ დიალოგს სთავაზობს

კავკასიაში წინააღმდეგობების მოსაგვარებლად რუსეთი აქტიურდება, კერძოდ, კრემლი ინიციატივით გამოდის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დიალოგის სამმხრივი ფორმატი შედგეს. „რუსეთს შეუძლია, მიესალმოს სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობების მოგვარებას, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“ – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების  წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისივე შეფასებით, ეს არ იქნება მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. „თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“, – განმარტავს ზახაროვა.  

მეტი...

რამდენ მაგნიტუდაზეა თბილისი გათვლილი?!

კითხვაზე რამდენ მაგნიტუდაზეა თბილისი გათვლილი, პასუხის გაცემა სეისმოლოგებს უჭირთ. როგორც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ერთიდაიგივე მაგნიტუდის მიწისძვრას სხვადასხვა დასახლებებში სხვადასხვა ზიანის მოტანა შეუძლია. „მიწისძვრით გამოწვეული ზიანი  სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვაა. თბილისში სხვაა, ჯავახეთში სხვა. მაგალითად, თუ მაგნიტუდა 5 თბილისთან ახლოს მოხდა, შეუძლია გამოიწვიოს ზარალი, ეს შეუძლია მაგნიტუდა 7-საც, რომელის შესაძლოა თბილისიდან  50 კილომეტრში მოხდეს. უნდა ითქვას, რომ საშუალო დონის მიწისძვრაც კი ჩვენთვის პრობლემაა, რადგან, ჩვენთან ძალიან ბევრია ძველი შენობები. ადრე თბილისი 7 „ბალიან“ ზონაში იყო მოქცეული, შემდეგ 8 „ბალიანზე“. თბილისის დღევანდელი სეისმური საფრთხე 8 ბალს…

მეტი...

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 20 000-ზე მეტი ადამიანი

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა როდენობა იზრდება. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ნაპოვნია 20 000-ზე მეტი ადამიანის ცხედარი. ნანგრევებში მოყოლილებს ჯერ კიდევ ეძებენ. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯას ინფორმაციით, 20 0000-ზე მეტი მოქალაქის გარდაცვალება უკვე დადასტურებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არის არის საბოლოო შედეგი. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 80 000-ზე მეტია.

მეტი...