“ლევან ხაბეს” – სააკაშვილი ხაბეიშვილს წერის უგზავნის და გამარჯვებას ულოცავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო. როგორც წერილში ვკითხულობთ, სააკაშილი ხაბეიშვილის გამარჯვებით კმაყოფილია. „ტყვეობასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილი. მადლობა პრეზიდენტს მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის. მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს. „ლევან ხაბეს. გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან. გეხვევი“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.  

მეტი...

რომან აბრამოვიჩს სურს, “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2,8 მლრდ დოლარი უკრაინას გადასცეს

რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს სურს, საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2,8 მლრდ დოლარი უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტელეგრაფი” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფული სპეციალურ ფონდში ჩაირიცხება, რომელიც 2022 წელს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა. აბრამოვიჩს ფულის გადასარიცხად ევროკავშირის ნებართვის მიღება სჭირდება, რადგან მის წინააღმდეგ  სანქციები მოქმედებს.  

მეტი...

რუსულმა ძალებმა ბახმუტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბახმუტი  დაბომბეს. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. “რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები  მიზანმიმართულად  კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია…რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ”, – წერს კირილენკო.  

მეტი...

,,რეანიმაციაში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, რაღაც პროცედურებია გასავლელი” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ჯერჯერობით  რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ. გიული ალასანიამ კლინიკა ”ვივამედი” ცოტა ხნის წინ დატოვა. ,,არ გადაუყვანიათ (რეანიმაციულ განყოფილებაში) ჯერჯერობით, იმიტომ რომ რაღაც პროცედურები არის გასავლელი. მე დეტალები არ ვიცი, უბრალოდ, ზოგადად გავიგე რომ არის კიდე რაღაცა დეტალები. სხვა მხრივ, მაღალი სიცხე რომ ჰქონდა, ახლა შედარებით დაწეული აქვს სიცხე და შედარებით ნორმალური მდგომარეობა გვაქვს…მთელი დღე მაგაზე არის საუბარი და მეც ასე ვიცოდი და რა ვიცი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,უკრაინაში პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ასევე ძალიან სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინაში პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ასევე ძალიან სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის მთელ მსოფლიოში,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა. სამხრეთ კორეაში ვიზიტისას კი სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთთან ერთად, გამოწვევის წინაშე აყენებს მსოფლიოში არსებულ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. ,,უკრაინაში პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ასევე ძალიან სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნების მიღწევა შეუძლიათ,”- განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

გერმანიამ რუსეთში ექსპორტი ორჯერ შეამცირა – მედია

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, გერმანიამ რუსეთში ექსპორტი ორჯერ შეამცირა. მათივე ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში გერმანიის რუსეთში ექსპორტი თითქმის 60%-ით ნაკლები იყო, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით. ამასთან, რუსულ საწვავზე უარის თქმის მასშტაბური ძალისხმევების მიუხედავად, რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი ნაკლებად მწვავედ, 49%-ით შემცირდა. “რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შესუსტდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი უკრაინისთვის”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინისთვის მეტ იარაღს ითხოვს. მისი თქმით, სისტემატური დაბომბვა, საბრძოლო იარაღის მოგროვება, ჯარების გადანაწილება, იძულებითი მობილიზაცია ესკალაციის პირდაპირი ნიშნებია. ,,ფრონტის ხაზის ქალაქების სისტემატური დაბომბვა, საბრძოლო იარაღის მოგროვება, ჯარების გადანაწილება, დამატებითი იძულებითი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, რა თქმა უნდა, არ მიუთითებს რუსეთის ფედერაციის მზადყოფნას მშვიდობისთვის, ეს ესკალაციის პირდაპირი ნიშნებია. ამიტომ, იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი უკრაინისთვის,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ”- ხატია დეკანოიძე

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ”- ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. მისი თქმით,  ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან. „აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. არ ვიცოდი ამ განცხადებების შესახებ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი,…

მეტი...

,,ნინო ნადირაძის პოზიციაა, რომ არ აქვთ პრობლემა რეანიმაციაში გადაყვანაზე, თუ სააკაშვილი დათანხმდება” – ხვიჩია

კლინიკა ”ვივამედში”  “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია იმყოფებოდა. მისი თქმით, ესაუბრა კლინიკის დირექტორს ნინო ნადირაძეს, რომელმაც განუცხადა, რომ რეანიმაციაში გადაყვანაზე პრობლემა  არ აქვთ, თუ მიხეილ სააკაშვილიც თანახმა იქნება. ,,მე მაინტერესებდა რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი, რაზეც ქალბატონი ნინოს პოზიცია იყო, რომ მათ არ აქვთ პრობლემა, თუ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება იქ მკურნალობის კურსს და თუ არ დათანხმდება, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

მეტი...

სააკაშვილის მხარე აცხადებს, რომ პაციენტი რეანიმაციაში გადაჰყავთ

კლინიკა „ვივამედთან“ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. კლინიკასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკრიბებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის რეანიმაციულ განყოფილებას ამზადებენ. „ამ წუთებში მიხეილ სააკაშილი გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა ჩამოვედი, ექიმთან მქონდა შეხვედრა. მზადდება რეანიმაციის პალატა. ის კლინიკიდან არ გაყავთ“ – აღნიშნა ჩალაძემ მედიასთან. ინფორმაციას  შალვა ხაჭაპურიძეც ადასტურებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.  

მეტი...

ხატია დეკანოიძემ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიული თანამდებობების დატოვების პროცესი გრძელდება. პოზიცია დატოვა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან მედიასთან გააკეთა. “იმიტომ, რომ ვინმეს არ ეგონოს, მე რაიმე აზრის მანიპულაციას ვახდენ, ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს და დავტოვო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი”,- განაცხადა დეკანოიძემ.  

მეტი...

„ნომერ პირველი თემა იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ამ ჯოჯოხეთისგან გათავისუფლება“ – ხაბეიშვილი

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე ყველაფერს გავაკეთებ, რომ „დავმობილიზდეთ“ და სერიოზული მოძრაობა დავიწყოთ ამ მიმართულებით“ – აცხადებს პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა. მისი თქმით, სხვა თემა, გარდა სააკაშვილისა, დღის წესრიგიდან მოხსნილია. „მძიმეა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც პაციენტს, მას რეანიმაციაში გადაყვანა სჭირდება, მაგრამ არ ექცევიან, როგორც პაციენტს. მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა რეანიმაციაში. თუ ამას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს, უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნომერ პირველი თემა იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ამ ჯოჯოხეთისგან გათავისუფლება. ამ პირობებში სხვა პოლიტიკის წარმოება შეუძლებელი იქნება“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„ყველაფერს გადავუფორმებთ ირაკლი კობახიძეს და სანაცვლოდ გაუშვით მიხეილ სააკაშვილი“ – დიმიტრი შაშკინი

”ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პარტიის მთავარი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა ციხიდან და გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამის სანაცვლოდ, ის ქართულ ოცნებას ყველაფერს უცვლია, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. „კობა ნაყოფიას შეუძლია აჩვენოს მაგალითი და დატოვოს პარლამენტი, როგორც ნონა მამულაშვილმა დატოვა. ლევან ხაბეიშვილის სტრატეგია შემდეგია: პარლამენტში ჩვენი ყოფნა, საკრებულოებში ჩვენი ყოფნა, ის ერთადერთი ოფისი, რომელიც დარჩენილია კახეთის გზატკეცილზე, ყველაფერი, მზად ვართ რომ გადავცეთ „ქართულ ოცნებას“. გაძლევთ ამ ყველაფერს, გავალთ პარლამენტიდან, გავალთ საკრებულოებიდან და ამ ოფისსაც გადავუფორმებთ ბატონ კობახიძეს, სანაცვლოდ გაუშვით მიხეილ სააკაშვილი“ – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

მეტი...

ხაბეიშვილი მმართველ გუნდს გარიგებას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ გარიგებას სთავაზობს. „სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ რუსულ “ოცნებას” – პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ“ – ასეთია ხაბეიშვილის გარიგების საგანი, რომელიც მან მედიასთან გააჟღერა. მისივე თქმით, მთავარი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და პარტია ამისთვის ყველაფერზე წამსვლელია. „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი დატოვოს, არამედ დატოვოს საკრებულოებიც. საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი, რომ დადგეს, აქედანვე ვთავაზობ რუსულ “ოცნებას” პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ “ქართულ ოცნებას”…

მეტი...

,,სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს მისი პარამეტრები”- ხაბეიშვილი

,,დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს არ ექცევიან როგორც პატიმარს,  მას ექცევიან როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ,,პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს. მას ექცევიან როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ იმიტომ რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობიდან და სასამართლოსთვის არ უნდათ დამატებით არგუმენტი რომ აი,…

მეტი...

ცნობილმა იუთუბერმა 1000 ადამიანს თვალის ოპერაცია დაუფინანსა

ცნობილმა იუთუბერმა, ჯიმი დონალდსონმა 1000 ადამიანს თვალის ოპერაცია დაუფინანსა.  მან მხედველობის პრობლემის მქონე 1000 ადამიანს კატარაქტას ოპერაცია დაუფინანსა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დონალდსონის გუნდმა ფლორიდაში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანები მოიძია, რომლებსაც დაზღვევა არ ჰქონდათ და ექიმ ჯეფ ლევენსონის დახმარებით თითოეულ მათგანს „სამყაროს თავიდან დანახვის” შესაძლებლობა მისცა.

მეტი...

,,რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბრძოლისთვის უფრო ეფექტური მისი დატოვება იქნებოდა”- კობა ნაყოფია

,,რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბევრად ეფექტური იქნებოდა ბრძოლისთვის და სამომავლოდაც, რომ დაეტოვებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია „მთავარს“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს ვერ ხედავს ”ნაციონალური მოძრაობის” ფუნქციას პარლამენტში. „დიდი ხანია, ჩემი მოსაზრება და დამოკიდებულება ამ საკითხზე ცნობილია. პირველივე დღიდან, მომხრე ვიყავი ზოგადად არც შევსულიყავით, მომხრე უკვე შესვლის მერე გამოსვლის. დავასახელე კიდევაც, არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც ამ თემას აქტიურად იხილავს შიგნით პარტიაში, მაგრამ კონსენსუსი ვერასდროს იქნა მიღწეული. იქნებ ახლა მაინც იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ, რომ პარტიამ დატოვოს. ვერ ვხედავ პარტიის…

მეტი...

,,მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა”- დიმიტრი მედვედევი

მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა, არ მუშაობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარიების გადახდის გარეშე. „სამრეწველო პროდუქტებისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული – აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ და მათი მფლობელები არაფერს იღებენ. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის – ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამასთან, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში“, – განაცხადა…

მეტი...

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი აღინიშნოს. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ უნფორმაციაში.

მეტი...

კახეთში მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.  შემთხვევა სოფელ კაჭრეთში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

ნინო ნადირაძე არ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პალატაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.

მეტი...

,,დამირეკა მკურნალმა ექიმმა და მითხრა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა”- შალვა ხაჭაპურიძე

,,დამირეკა მკურნალმა ექიმმა და მითხრა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და გადაგვყავს რეანიმაციულ განყოფილებაშიო,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ხაჭაპურიძე  კლინიკა ”ვივამედში” უკვე მივიდა. ცოტა ხნის წინ, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.

მეტი...

,,გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3.39 პროცენტით არის შემცირებული”- ალექსანდრე დარახველიძე

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39 პროცენტით (1 908 ფაქტი) – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ. „აუცილებლად უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მატება, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება. მონაცემები უკვე გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე: info.police.ge. აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს – შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც…

მეტი...

,,პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს, მეც მემუქრებიან და ჩემი ოჯახის წევრებსაც”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანები კლინიკის ექიმებს ემუქრებიან. მისივე თქმით, როდესაც მუქარაზე საუბრობს, მხედველობაში არ ჰყავს სააკაშვილის ოჯახის წევრები. „განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, რადგან უკვე გადავიდნენ მუქარებზე, ოჯახის წევრებზეც. მათ შორის მეც მემუქრებიან და ჩემი ოჯახის წევრებსაც. გვემუქრებიან სოციალური ქსელით, არის სატელეფონო მესიჯები. ყველა ეს ადამიანი დასახელდება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა”- კახა კალაძე

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მმართველობის დროს არსებული რეჟიმი დაასრულა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ისმის, ცილისმწამებლური და სასაცილოა. „ბიძინა ივანიშვილი – ერთი ადამიანი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მის ირგვლივ გააერთიანა სრულიად საქართველო, პოლიტიკური პარტიები. მანამდე გვახსოვს, თუ როგორ სრულდებოდა პოლიტიკური პარტიების მცდელობები არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ – ის სიბინძურე, სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა. ქვეყანაში…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ – გიორგი ჩალაძე

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ. ამის შესახებ განცხადება გიორგი ჩალაძემ რამდენიმე წუთის წინ კლინიკა”ვივამედთან” გააკეთა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ დამთავრდა”- გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით, გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ დამთავრდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალიზმის ძირითადი წყარო განადგურებულია. „მთავარია, რომ რადიკალიზმის ძირითადი წყარო განადგურებულია. მათი ლიკვიდაციის პროცესი შეიძლება, დიდი ხანი გაგრძელდეს, მაგრამ პრაქტიკულად ხაბეიშვილის სახით აირჩიეს მერაბიშვილ-კეზერაშვილი, რასაც რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველშიც კი ნეგატიური განწყობები მოჰყვა. მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ბრენდ – 5 ნომრის გამოყენება სჭირდებათ, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები გარკვეული ინდულგენციის სახით გამოიყენენ, მათ შორის ე.წ. პოლიტიკური პარტია. „მედიამაგნატი“ კეზერაშვილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ფლობს, ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის იქნება შესაძლებლობა მისი პირადი უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა…

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ”- კალაძე

,,მე მგონია, რომ პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს. აბსურდული განცხადებები, რასაც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვისმენთ, რა თქმა უნდა, აზიანებს ურთიერთობებს და ხელს უწყობს პოლარიზებას,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ“ და საქართველოს სტატუსი არ მიანიჭონ. „ცხადია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. 12-ვე პუნქტი შესრულებული იქნება. ამ პუნქტების ერთ-ერთი მიმართულება არის პოლარიზება, რაც ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება. შეუძლებელია. სხვა რეკომენდაციები, რაც იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა შემდეგ რა…

მეტი...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ სტატია მანიპულაციურია და მიზნად ისახავს ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას”- „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. როგორც „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტში აცხადებენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღნიშნული სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს სტატიას კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ახალი ინდექსის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ“, „მნიშვნელოვნად წინ ვერ წავიწიეთ“ და ა.შ. #სინამდვილეში, საქართველო პირველად, ამ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე. შეხვედრაზე…

მეტი...

,,ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს”- კახა კალაძე

,,ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის გუშინდელი განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გზავნილები, რომელიც კანცლერის მხრიდან მოვისმინეთ, რეალობაა. „გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, რეალობაა. ძალიან მარტივია ადამიანმა ნახოს, რა ხდებოდა საგარეო მიმართულებით საქართველოში 2012 წლამდე, სად ვიყავით, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო…

მეტი...

,,წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს”- ხორვატიის პრეზიდენტი

 ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი უკრაინაში ტანკების გაგზავნას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ”რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის” წინააღმდეგია. ,,მე წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს,” – განაცხადა ზორან მილანოვიჩმა. ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი აღარასდროს იქნება. „რა არის მიზანი? რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა“, – აღნიშნა ზორან მილანოვიჩმა.  

მეტი...

,,ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გააგდებენ”- კახა კალაძე

,,ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. „ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყოს, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. უბრალოდ შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. დანარჩენი ვნახოთ, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“…

მეტი...

დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. „ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის ზრდას. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება უფრო მეტი ინვესტიცია. ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას, ქვეყნის შიდა მოხმარების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა, რაც ეკონომიკური თავლსაზრისით ძალიან ეფექტური იქნება. აუცილებელია, დროთა განმავლობაში საქართველომ შეამციროს ელექროენერგიის იმპორტის მოცულობა.“, – აღნიშნა…

მეტი...

42 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 42 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 000 კგ კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. „აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მეტი...

ხვალიდან მანქანის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან, მანქანის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით: • მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი; • მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის,…

მეტი...