„2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა“ – პრემიერი

„2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. „მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს,…

მეტი...

„ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, რომ რევოლუცია მოეხდინა“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. „ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ  მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა, აგრესიული მედია კამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული…

მეტი...

„ბატონო სააკაშვილი კარგი მსახიობია… მთავრობა უზრუნველყოფს მის კომფორტს“ – პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე

იუნხენის მსოფლიო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილზეც მოუწია საუბარი. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, სააკაშილი კერძო კლინიკაში კომფორტულ გარემოში იმყოფება, თუმცა, ის კარგი მსახიობია. „პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა, იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა…

მეტი...

„დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მიაწვდის შორი მანძილის იარაღს“ – პრემიერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის,  რიში სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას შორი მანძილის იარაღს მიაწვდის. „მომავალი თვეების განმავლობაში, ჩვენ ერთად მივაწვდით უკრაინას იმაზე მეტ აღჭურვილობას, ვიდრე 2022 წელს. ჩვენ ერთად დავეხმარებით უკრაინას, რომ დაიცვას თავისი ქუჩები რუსული ბომბებისა და ირანული დრონებისგან. სწორედ ამიტომ,  დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მიაწვდის შორი მანძილის იარაღს“ – აღნიშნა პრემიერმა მიუნხენის კონფერენციაზე. პრემიერის შეფასებით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება. „დიდი ბრიტანეთი მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერ ქვეყანას, მიიღოს ის თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინელები მიიღებენ ახლა. უნდა გადავამზადოთ უკრაინელი პილოტები, რათა გამოიყენონ ყველაზე მოწინავე თვითმფრინავები.…

მეტი...

„ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია სოციალურ ქსელში მორიგ პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს. როგორც გახარია აცხადებს, რაც არ უნდა მოხდეს, ვალს დააბრუნებს. გახარია: “ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად, თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების და წუწუნის დრო, დღეს მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ…

მეტი...

„რუსულ ძალებს კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ“ – ბრიტანეთის პრემიერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთი პირველია მსოფლიოში, რომელმაც უკარაინას ტანკები გაუგზავნა. მისი თქმით, ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. აღნიშნული შესახებ რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. „ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ყოველთვის იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც უკრაინას ტანკები გაუგზავნა და რომელმაც გადაამზადა მფრინავები, საზღვაო ძალები. ჩვენ უკრაინას გადავეცით 2.3 მილიარდიანი ფუნტის დახმარება გასულ წელს და ამ დახმარებას კიდევ უფრო გავზრდით 2023 წელს. ყველა მოკავშირეს იგივე ისტორია აქვს. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა განსხვავებულ ვითარებას გვაძლევს“ – აღნიშნა რიში სუნაკმა. პრემიერის შეფასებით, მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. „ყოველდღიურად, რუსულ…

მეტი...

ანანურში ავტომანქანა პატრულის მანქანას შეეჯახა, არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა რომელიც ანანურში მოხდა, მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საპატრულო ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. ერთ-ერთ დაშავებულ პატრულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. „დაშავებული თბილისის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ოპერაციაში როგორც ტრავმატოლოგები, ასევე სხვა პროფილის ქირურგები მონაწილეობენ“, – აცხადებენ კლინიკაში.

მეტი...

„თუ პუტინი გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო იქნება“ – იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება, რომ იყოს ევროპის სუვერენული სახელმწიფო. არის წუხილი, რომ უკრაინისადმი ჩვენი დახმარება ესკალაციას ზრდის. ნება მიბოძეთ, გითხრათ, უფრო დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა“ – აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით,  უკრაინის დახმარება მსოფლიოს უსაფრთხოების ინტერესებშია. „ომები არაპროგნოზირებადია და არ ვიცით, როდის და როგორ დასრულდება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ომი ხვალაც რომ დასრულდეს, ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიანად შეიცვლება. კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, როდესაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვითარებას აქტიურად აკვირდება პეკინი, რომ დაინახოს საფასური, რასაც რუსეთი იხდის. რაც…

მეტი...

„პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს მეტ ომს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს გარეშე ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება. როგორც იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის. „ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის მაგალითი.  ყველა ძალისხმევა ჩავდეთ რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაში. მიუნხენის კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს, უკან დაეხია. ჩვენი სამშვიდობო მოწოდებების მიუხედავად, მან თავდასხმა აირჩია. ჩვენ ომიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისი შეფასებით, პუტინი მეტ ომს გეგმავს. „უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება. პუტინი…

მეტი...

„პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება ჩვენთვისაც“ – იენს სტოლტენბერგი

„ეს ომი არის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური გამოწვევა“ – აღნიშნა  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე. მისი შეფასებით, პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება მსოფლიოსთვის. „პუტინის გამარჯვება არამარტო ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება გზავნილი, თუ გამოიყენებ ძალას, მიაღწევ სასურველ მიზანს, ამიტომ ეს ომი არის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური გამოწვევა. პეკინი აკვირდება მიმდინარე გამოწვევას და უკრაინა თუ დამარცხდება, ეს აისახება სამომავლოდ ჩინეთის გადაწყვეტილებებსა და გათვლებში. ამიტომ ეს არის გლობალური და არა რეგიონული გამოწვევა“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე შეფასებით,…

მეტი...

პოლონეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ჩადის. თეთრი სახლის განმარტებით, პოლონეთიდან ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს. განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა –  ჯონ კირბიმ გააკეთა. მისი თქმით, პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა და უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება. ჯო ბაიდენი პოლონეთს 20-22 თებერვალს ესტუმრება.  პოლონეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ე.წ. „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებს – ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს – შეხვდება.  

მეტი...

„ჩვენ არასდროს მივიღებთ ამ იმპერიალისტურ ომს“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, ეს არის იმპერიალისტური ომი, რასაც მსოფლიო არასდროს მიიღებს. როგორც  ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ეს ომი მსოფლიოს არსებობის მთავარ წერტილს ეხება. „ძალიან მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რა სახის ომია ეს, რომელიც ეხება პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ამ იმპერიალისტურ ომს, არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით,  სანქციების შემუშავების მიუხედავად, მათ ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთის წანააღმდეგ ამ სანქციების ამოქმედება არ მოუწევდათ. „ერთი წლის წინ, ამერიკელმა მეგობრებმა უპრეცედენტო რამ გააკეთეს, დაიწყეს…

მეტი...

დაკავებული ევროპარლამენტარი პატიმრობაში დატოვეს

ევროპარლამენტი წევრი ევა კაილი, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა მისთვის ელექტრონული სამაჯურის გამოყენებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დეპუტატი უდანაშაულოა, მას ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან და მისთვის ელექტრო სამაჯურის გამოყენებას ითხოვდა. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, დეპუტატს შეეზღუდა ჩვილ შვილთან შეხვედრის უფლება. „სოციალისტმა“ ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მიმართეს და დახმარება სთხოვეს. მათი მტკიცებით, ყოფილ დეპუტატს წამების ტოლფასად ექცეოდნენ. შეგახსენებთ, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ 10 დეკემბერს დააკავა. მას ც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში ედება ბრალი.  

მეტი...

„თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, ათეული წლების განმავლობაში ვიხილავთ მსგავს ქცევას“ – ფინეთის პრემიერი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი თემა ისევ და ისევ უკრაინაა. მსოფლიო ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას და ერთხმად აფიქსირებენ, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. „როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ამან დაარღვია ყველა წესი, შეთანხმება. თუ უკრაინა  არ გაიმარჯვებს და ჩვენ არ ვიქნებით ერთგული ჩვენი ღირებულებების, საერთაშორისო წესრიგის, ათეული წლების განმავლობაში ვიხილავთ მსგავს ქცევას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა შევინარჩუნოთ სისტემა, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით, რომელსაც ჰქონდა თავისი მიზანი. ეს სისტემა იყო დარღვეული“ – განაცხადა ფინეთის პრემიერმა სანა მარინიმ მიუნხენში.  

მეტი...

პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის გადაცემას არ გამორიცხავს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით,  პოლონეთში უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავენ. როგორც დუდა განმარტავს, თუ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, პოლონეთი ამ კოალიციის შემადგენლობაში იქნება. „მიგ 29“ ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში, ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ მისი გადაცემის საკითხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ.  

მეტი...

სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ილესს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ილესს, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელს, ხათუნა ზალდასტანიშვილს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასების დოკუმენტის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ შვედეთის მხარესთან კოორდინაციით მოხდა ე.წ. დარუკება. მაკროეკონომიკის და სექტორალურ დონეზე შესწავლილი იქნა თუ როგორია…

მეტი...

თანხის სანაცვლოდ ადამიანების აშშ-ში გაყვანისთვის 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში 3 პირი დააკავეს. „საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების არაერთგზის შექმნისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ნ.ვ., 1991 წელს დაბადებული ნ.დ. და 1990 წელს დაბადებული ნ.ბ. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ…

მეტი...

მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, კიდევ 3 ადამიანი გადაარჩინეს

თურქეთში მომხადარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 11 დღე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებში მოყოლილთა ცოცხლად გამოყვანის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობდა, ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანი ამოიყვანეს. მაშველებმა ისინი ჰათაის პროვინციაში იპოვეს.

მეტი...

თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინაში „ვაგნერის“ 30 000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა ან დაშავდა

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, ცნობილი „ვაგნერის“ დაჯგუფება  უკრაინაში სერიოზულ ზარალს განიცდის. თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ვაგნერის“ 30 000-ზე მეტი წევრი დაიღუპა ან დაშავდა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, ჯონ კირბის განმარტავს, რომ დაღუპულია „ვაგნერის“ 9 000-მდე წევრი. მისვე თქმით,  დაღუპულთა 90%-ი რუსეთის ციხეებიდან გაყვანილი მსჯავრდებულები არიან.  

მეტი...

ევროპარლამენტი ითხოვს, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობა აუკრძალონ  

ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რომ არ დაუშვან  რუსი და ბელარუსი სპორტსმენები  პარიზის ოლიმპიადაზე. შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირმა რუს და და ბელარუს სპორტსმენებს უფლება დართო,  ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშით გამოსულიყვნენ. საუბარია პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.  

მეტი...

„სწორად აშენება არის მიწისძვრის პრევენცია, სხვა არაფერი“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსიც ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მიწისძვრის ერთადერთი პრევენცია სწორად აშენებაა და სხვა არაფერი.  მისი შეფასებით, საქართველოში მოქმედი მოძველებული სტანდარტების მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, მენაშენეები მასაც თავს არიდებენ. „რეალურად, დღეს, მეტწილად, თუ დეველოპერს უნდა ხარისხიანად აშენება, კანონმდებლობა მას ამის საშუალებას აძლევს, მაგრამ მას არ უკრძალავს, გამოიყენოს უფრო მკაცრი რეგულაციები, რომლებიც უფრო წარმატებულ ქვეყნებში მოქმედებს. მაინც ყველაფერი ერთი მხრივ სუბიექტურ პატიოსნებაზეა დამოკიდებული და არსებობენ ერთეულებიც, რომლებიც ცდილობენ იმაზე კარგად ააშენონ, ვიდრე რეგულაცია ითხოვს, მაგრამ ეს მცირე ნაწილი. უმეტესობა ან მიუყვება მოძველებულ რეგულაციას, ან…

მეტი...

თურქეთში სამშენებლო ამნისტია 25-ჯერ მოხდა და ჯარიმით 75 000 შენობა „გაპრავდა“

„სამწუხაროდ, ხშირად გვესმის, რომ ბაზარი დაარეგულირებს და ინვესტორი არ ააშენებს ისე, რომ მისთვის საზიანო იყოს. სამწუხაროდ, ამ სფეროში ბაზარი ვერ არეგულირებს“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი „მედიაცენტრ მთავართან.“ მისი შეფასებით, კლავს არა მიწისძვრა, არამედ ის შენობები როგორსაც ვაშენებთ. „ყველას სურვილია, ნაკლები დახარჯოს. თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ ბოლო პერიოდში, სამშენებლო ამნისტია 25-ჯერ მოხდა. ეს ტერმინი შესაძლოა კარგად ჟღერდეს, თუმცა, ეს ნიშნავს დარღვევით აშენებული შენობების ლეგალიზებას. ჯარიმა გადაიხადეს და ლეგალურ ჩარჩოებში მოექცნენ. მხოლოდ სტიქიის ზონაში 75 000 შენობა „გაპრავდა“ ჯარიმის…

მეტი...