მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

შეკითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51 პროცენტი ამბობს -„კარგად“, 39 პროცენტი ცუდად აფასებს, ხოლო გამოკითხულთა რვა პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. გასული წლის აგვისტოში მონაცემები ასე გამოიყურებოდა: კარგად – 41 პროცენტი, ცუდად – 51 პროცენტი, არ ვიცი – 7 პროცენტი.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ცნობით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები 8-10%-ით შემცირდა.

პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობას გამოკითხულთა 14 პროცენტი კარგად აფასებს, 45 პროცენტი საშუალოდ, 32 პროცენტი ცუდად, ხოლო გამოკითხულთა ხუთი პროცენტი აფიქსირებს პასუხს – „არ ვიცი“.

გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებდა გამოკითხულთა 12 პროცენტი, საშუალოდ 43 პროცენტი, ცუდად -40 პროცენტი.

დეკემბრის კვლევის შედეგებით, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს 31 პროცენტი, საშუალოდ – 36 პროცენტი, ცუდად – 27 პროცენტი, მაშინ, როდესაც გასული წლის აგვისტოში, პრემიერის საქმიანობას კარგად აფასებდა -28 პროცედნტი, საშუალოდ -33 პროცენტი, ცუდად -35 პროცენტი.

დეკემბრის კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს -12 პროცენტი, საშუალოდ -50 პროცენტი, ცუდად – 31 პროცენტი, მაშინ, როდესაც დეკემბრის მონაცემები ასე გამოიყურებოდა – პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებდა 9 პროცენტი, საშუალოდ აფასებდა 45 პროცენტი და ცუდად -41 პროცენტი.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

მსგავსი თემები