,,საქართველო სააკაშვილის ციხეში ყოფნით ქულებს ვერ აკრებს, მხოლოდ დაკარგავს”- მარკეტა გრეგოროვა

,,მინდა, გავაფრთხილო საქართველო, რომ გაითვალისწინოს, იმით, რომ სააკაშვილი ჰყავს ციხეში, ამით ქულებს ვერ აკრებს, მხოლოდ დაკარგავს,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ახლა ევროპარლამენტში დებატებისას განიხილება პოლიტიკური პატიმრის ბედი და არა მაგალითად კანდიდატის სტატუსი.

,,ძვირფასო ქართველებო, რომლებიც გვისმენენ. კომისია ახლა შეაფასებს იმ 12-პუნქტიან შეთანხმებას და იმას, როგორც ქართველები ასრულებენ ამ შეთანხმებას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ ჩვენ ასევე, გვესმის საქართველოს მთავრობისგან, რომ ამ კანონმდებლობამ შეიძლება გავლენა იქონიოს კონკრეტულ ასპექტებზე, მაგრამ კანონმდებლობა არ არის მნიშვნელოვანი. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მძაფრდება სიტუაცია სხვადასხვა გავრცელებული დეზინფორმაციის. ჩვენ გვინდა, რომ ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს წინსვლაზე, მაგრამ სააკაშვილის საქმე იმდენად მწვავეა, რომ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ მას, ამიტომ ყურადღება კონცენტრირებულია სააკაშვილის საქმეზე. ძალიან ბევრი ჭორია, რომ სააკაშვილმა გაამძაფრა სიტუაცია, რაც სილულელეა. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება სააკაშვილის საქმეზე იმიტომ, რომ ეს ადამიანი კვდება ციხეში. მინდა, გავაფრთხილო საქართველო, რომ გაითვალისწინოს, იმით, რომ სააკაშვილი ჰყავს ციხეში,ამით ქულებს ვერ აკრებს, მხოლოდ დაკარგავს,”- განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.

მსგავსი თემები